«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (2:0)

Чемпионат СССР 1970 года. Класс «А». Высшая группа. Матч № 20.
6 сентября 1970 года. 19-00. Киев. Центральный стадион. Переменная облачность, 11 градусов. 40000 зрителей.
Судьи: В.Липатов, О.Ревзин, А.Кадетов (все — Москва).
«Динамо» К.: Прохоров, Медвидь, Соснихин (к), Вл.Левченко, Матвиенко, Трошкин, Мунтян, Боговик, Пузач, Веремеев, Хмельницкий.
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчагашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Гавашели (Илиади, 20), М.Мачаидзе.
Голы:
1:0 Хмельницкий — 18
2:0 Пузач — 20

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 сентября 1970 года:

«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) — 2:0.
Киев. Центральный стадион. 40 000 зрителей.
6 сентября. Переменная облачность. 11 градусов.
Судьи В. Липатов, О. Ревзин, А. Кадетов (все — Москва).
«Динамо» (Киев): Прохоров, Медвидь, Соснихин, Левченко, Матвиенко, Трошкин, Мунтян, Боговик, Пузач, Веремеев, Хмельницкий.
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчигашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Гавашели (Илиади, 20), Мачаидзе,
Голы: Хмельницкий (18), Пузач (20).
Этой встречи в Киеве ждали давно. Последние неудачи хозяев поля породили пессимистическое настроение у почитателей команды. Матч с тбилисцами должен был дать ответ на важный вопрос: могут ли киевляне в этом сезоне продолжить спор за высшие места в турнирной таблице или нет?
Я специально сел на трибуну, чтобы поближе познакомиться с любителями киевского «Динамо». Да, привыкли за последние годы местные болельщики к победам своего клуба. По их настроению было видно, как им трудно сейчас и обидно за плохую игру футболистов. Но тем не менее на трибунах царила дружественная обстановка. Если Метревели удавалась его изящная обводка с последующим рывком или мужественно шел в борьбу за мяч Медвидь, то аплодисменты звучали независимо от того, чей был игрок — киевлян или тбилисцев.
Встреча началась обоюдными атаками, причем хозяева поля были намного точнее в передачах. В конце концов этот важнейший технический элемент и принес им успех. Вначале Хмельницкий (который на этот раз своей активностью доставил много хлопот защитникам южан) сумел поразить ворота, использовав несогласованность Урушадзе и Хинчигашвили. Затем последовали фланговый прорыв Мунтяна и передача в центр. Ошибка Урушадзе в выборе места — и киевляне после удара Пузача повели — 2:0.
Сидя на трибуне, я познакомился со своим соседом, коренным киевлянином, который, как он выразился, «сколько себя помнит, болеет за родную команду». Им оказался старший научный сотрудник научно-исследовательского института строительного производства Госстроя УССР Николой Кризский. Он искренне был обрадован забитым мячам:
— Я знал, что ребята наконец-то должны порадовать нас. Сейчас в команде много молодежи, не все гладко с взаимосвязью в линиях, но верится, что наши на правильном пути и смогут еще и в нынешнем сезоне показать прежний характер и вкус к атаке.
Проигрывая, южане стремились использовать каждую возможность для быстрых контратак.
Запевалой у них был капитан команды Метревели. Сколько раз, смотря на его быстрые рейды и мягкую работу с мячом мой сосед восклицал:
— Какая прелесть! Даже ветераном его называть не хочется. Посмотрите, как играет!
Да, играл Метревели хорошо, чего, к сожалению, не скажешь о его партнерах. Совсем сникли во втором тайме Петриашвили, Мачаидзе, Илиади. Казалось, им неведомы азы коллективной игры. Каждый стремился действовать в одиночку. Несколько раз демонстрировал хорошую обводку выдвинутый вперед Асатиани. Подключался в атаки и Хурцилава. Но, увы, этого для успеха было явно мало.
Тревожили ли киевского вратаря Прохорова гости?
Да, пожалуй, раза два ему пришлось трудно. Он парировал мяч на угловой после выхода один на один Асатиани, взял коварный мяч после дальнего удара Кутивадзе. Но в основном Прохорову пришлось лишь наблюдать за игрой, шедшей вдали от его ворот.
Победа хозяев поля вполне закономерна. Временами мы видели игру тех киевлян, которые в недавнем прошлом были эталоном нашего футбола. И все же с далеко идущими выводами повременим.
В целом матч получился зрелищно интересным и корректным, чему способствовало четкое судейство бригады арбитров во главе с В. Липатовым. Не могу не сказать лишь об одном неприятном эпизоде, происшедшем уже после финального свистка. Когда команды выстроились в центре чтобы попрощаться со зрителям, тбилисец Петриашвили оскорбил судью в поле.
В. Понедельник, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 8 сентября 1970 года:

ჩემპიონობას ასეთი თამაშით ვერ მოიხვეჭა.
კიევი. ცენტრალური სტადიონი. 6 სექტემბერი.
“დინამო” (კიევი) — “დინამო” (თბილისი) — 2:0 (2:0).
კიევი: პროხოროვი, მედვიდი, სოსნიხინი, ლევჩენკო, მატვეენკო, ტროშკინი, მუნტიანი, ბოგოვიკი, პუზაჩი, ერემეევი, ხმელნიცკი.
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი (ილიადი), მაჩაიძე.
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
არ შეიძლება დაიწყო ამ მატჩის სარეცენზიო წერილი ისე, რომ არ ილაპარაკო ძველი მეტოქეების — კიევისა და თბილისის “დინამოს” თანაკლუბელების დღევანდელ სატურნირო მდგომარეობაზე, მათს საბრძოლო ფორმაზე, საერთო შესაძლებლობებზე.
რას წარმოადგენდა 6 სექტემბრისთვის თბილისის “დინამო”? იგი გათამაშების ერთპიროვნული პოტენციური ლიდერი იყო და ამდენად — ჩემპიონობის პირველი კანდიდატიც. მის უახლოეს კონკურენტებს — მოსკოვის “დინამოსა” და ცსკა-ს დაკარგული ჰქონდათ 15-15 ქულა, მოსკოვის “ტორპედოს” — 16, მოსკოვის “სპარტაკს” — 17, ხოლო თბილისელებს — მხოლოდ 13.
2 ქულის უპირატესობა ასეთ დროს ძალიან ბევრს ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა იმას, რო მისმა მფლობელმა ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული “რიგითი”, ყოველდღიური განწყობილებით კი არ უნდა ითამაშოს, არამედ საგანგებოდ, გაათკეცებული ყურადღებით, უდიდესი მობილიზებით,
პასუხისმგებლობის გაზრდილი გრძნობით. თბილისის “დინამომ” ახლა არ უნდა იცოდეს გარჩევა მეტოქისა — ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელია ის, თუ აუტსაიდერებისა, საკუთარ მინდორზე გამოდის, თუ მეტოქისაზე, ეს სულ ერთია. კოლექტივმა, მისმა თითოეულმა წევრმა ყოველი მატჩი უნდა მიიჩნიოს როგორც პირდაპირი და უშუალო გზა ჩემპიონობისკენ, მას მთელი თავისი ძალა და უნარი შეალიოს, არ დაიშუროს არაფერი და ყოველივე ეს უნდა გამოსჭვიოდეს ყოველგვარ, ერთი შეხედვით, თითქოს, უმნიშვნელო წვრილმანებშიც კი. თბილისის “დინამო” თამაშობს ჩემპიონობისთვის — ამას უნდა გრძნობდეს ყველა მაყურებელიც, მეტოქეც და, თუ გნებავთ, მსაჯიც. აი, მაშინ შესაძლებელი იქნება 1964 წლის ტრიუმფის გამეორება.
ახლა ვიკითხოთ, ჩანს თბილისელ ფეხბურთელთა ეს სულისკვეთება, ეს განწყობა, თუ არა?
მაპატიეთ _ არ ჩანს, არ იგრძნობა. ასეთი შთაბეჭდილება მქონდა ადრეც და იგი კიდევ უფრო განმტკიცდა, როცა თბილისელები კიევის სტადიონის მინდორზე გამოვიდნენ. მართალია, მათ აკლდათ თავდასხმის წამყვანი მოთამაშეები — ძმები ნოდიები, მაგრამ ასეთმა დანაკლისმა გუნდის თამაშზე არ უნდა იმოქმედოს. ტრავმა და ავადმყოფობა, ალბათ, მომავალშიც იქნება, ამის გამო კი არ შეიძლება თავი გაწირო V-VIO ადგილებისთვის, როცა ცხრილის უმაღლეს საფეხურზე დგახარ.
საქართველოს საუკეთესო გუნდის გულშემატკივრებმა და მათთან ერთად უამრავმა ტელემაყურებელმა ნახეს ეს მატჩი, ამიტომ მისი პერიპეტიების აღწერაზე დროისა და ადგილის დაკარგვა ზედმეტად მიმაჩნია. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ, როცა თამაში დაიწყო და პირველი 10-15 წუთი გავიდა, სტუმართა რიგებში ვერ ვიგრძენით ლიდერის შესაფერი განწყობილება. ისინი თამაშობდნენ საშუალო დონეზე და, რაც მთავარია, საშუალო ტონუსით, თითქოს მათთვის დიდი არაფერი მნიშვნელობა ჰქონდა, წააგებდნენ ამ მატჩს, თუ 2 ქულას აიღებდნენ. არც ერთი მოთამაშის მოქმედებაში არ იგრძნობოდა დამუხტულობა, სურვილი, რომ აეყოლებინა პარტნიორები, არ ჩანდა მატჩის მნიშვნელობის გრძნობა.
ავიღოთ, თუ გნებავთ, ასათიანი. კიევში ასათიანზე ლეგენდებს ყვებიან, მან კი ამ დღეს 90 წუთი ისე ისეირნა მინდორზე, თითქოს გუშინდელი გამოსული იყო ჰოსპიტალიდან და სუფთა ჰაერს საჭიროებდა ახალ ნაწვიმარზე. განა ასეთი განწყობით მიაღწევ ჩემპიონობას?
ან, ურუშაძე. გუნდის მარცხის პირველი მიზეზი სწორედ მეკარე გახლდათ. შეიძლება ვინმემ თქვას, ურუშაძე ღელავდაო. ვერაფერი გამართლებაა. თუ ისეთი გამოცდილი მეკარე, როგორიც ურუშაძეა, ამგვარად იღელვებს და ინერვიულებს გადამწყვეტ მატჩებში, გაუშვებს ისეთ ანბანურ გოლს, როგორც პირველი იყო, მის გუნდს, მოკრძალებით რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდება.
მე მერიდება, ვინმემ არ დამაყვედროს ყველაფერი ზემო ნათქვამი — რა ესაქმება, ან ვინ ავალებს ო. ბუჩმას ასე მკაცრად და მომთხოვნად რომ ლაპარაკობს თბილისის “დინამოსა” და მის ფეხბურთელებზეო?
მხოლოდ კეთილი სურვილები! ჩემი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, კიევის გუნდია, მაგრამ რახან წლეულს კიეველთა საქმე ასე უხეიროდ წავიდა, რატომ არ უნდა გახდეს ჩემპიონი თბილისის “დინამო”? ამიტომაც ასე კრიტიკულად ვუდგები თბილისელთა თამაშს. ჯერ ხომ ყველაფერი დაკარგული არაა, ეს გუნდი ისევ პირველ ადგილს იყოფს სხვებთან ერთად და “სტატუსკვოს” აღდგენა მუდამ შეიძლება.
შეიძლება, თბილისელებმა იფიქრეს, კიევის “დინამოს” კრიზისი გრძელდება და მასთან იოლად შეიძლება 2 ქულის აღებაო. თუ ასეა, სწორედ ამაშია შეცდომა. თბილისის “დინამოსთან” ყველა განსაკუთრებული მონდომებით და ენერგიით თამაშობს, ვინაიდან იმედი აქვს, რომ სწორედ ამ მონდომებით შეუძლია აჯობოს მას.
იმ მომენტებშიც (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში), როცა თბილისელებმა რამდენიმე მეტად სახიფათო შეტევა განახორციელეს და თითქოს სულ ახლოს იყვნენ მიზანთან, ისინი თავგანწირვამდე არ მიდიოდნენ. იყო მომენტი, დავკარგე, რა გაეწყობა — აი, ეს იგრძნობოდა მათს მოქმედებაში. ჩანდა, აგრეთვე, უკიდურესი ინდივიდუალიზმი თითოეული ფეხბურთელის თამაშში, რაც კიეველთა დაცვას წამალივით შველოდა უმძიმეს მომენტებშიც კი.
ორიოდე სიტყვა გამარჯვებულთა შესახებ. ისინი ჯერ კიდევ შორს არიან თავიანთი ნამდვილი “კიევური” ფორმისგან, მაგრამ განვლილ მატჩში მასპინძლები გაცილებით უკეთ გამოყურებოდნენ, ვიდრე ადრინდელ შეხვედრებში: ტემპიც კარგი ჰქონდათ, იერიშებსაც უფრო ეფექტურად წარმართავდნენ…
მატჩის ბედი სულ სამ წუთში გადაწყდა: მე-18 წუთზე სტუმრებმა ზედიზედ სამი შეცდომა დაუშვეს. ჯერ ერთი კუტივაძემ კუთხურზე გაგზავნა ბურთი უჩვეულო მანძილიდან, დაახლოებით 18 მეტრიდან, როცა საამისო გაჭირვება სულ არ იყო; მეორე, _ როცა კუთხური იქნა მოწოდებული.
თბილისელთა მცველებმა საშუალება მისცეს ხმელნიცკის მაღალ ბურთზე ამხტარიყო და თავით გაეგზავნა იგი კარში; მესამე, — ურუშაძე ამ მომენტში ახალბედა მეკარეს ჰგავდა: მან რაღაც უხერხული მოძრაობა გააკეთა და ფეხებშუა გაუშვა ბურთი — 1:0.
მე-20 წუთზე გავიდა მეორე გოლი. ურუშაძე ვერ მისწვდა მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებულ ბურთს და პუზაჩმა კარში შეიტანა იგი — 2:0.
თბილისელებს ტაიმის დამთავრებამდე რამდენიმე მძაფრი კონტრშეტევა ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ.
შესვენების შემდეგ კი ყველამ თავისი “დამოუკიდებელი” გეგმა აირჩია და არც ფიქრობდა სათანადო კონტაქტი მოენახა პარტნიორებთან. შედეგი? წაგება.
ო. ბუჩმა. (ტელეფონით, ჩვენი კორ.).