«Заря» (Луганск) — «Динамо» (Тбилиси) 0:2 (0:0)

«Заря» (Луганск) — «Динамо» (Тбилиси) 0:2 (0:0)

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 22.
22 августа 1969 года. 19-00. Луганск. Стадион «Авангард». Ясно, 22 градуса. 18000 зрителей.
Судьи: А.Табаков, О.Кекшин, Л.Акселевич (все — Москва).
«Заря»: Ткаченко, Шульженко, Ращупкин, Абрамов, Шкляр, Куксов (Толстов, 82), Шакун, Семенов (Мусиенко, 75), Стрельцов, Журавлев (к), Шилин.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава (к), Чохонелидзе, Петриашвили, Илиади, Асатиани, М.Мачаидзе, Г.Нодия, Л.Нодия.
Голы:
0:1 Г.Нодия — 53
0:2 Г.Нодия — 61

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 августа 1969 года:

ЛУГАНСК.
«Заря» (Луганск) — «Динамо» Тбилиси). 0:2 (0:0).
Луганск. Стадион «Авангард». 18 000 зрителей. 22 августа. Ясно. 22 градуса.
Судьи А. Табаков, О. Кеншин, Л. Акселевич (все — Москва).
«Заря»: Ткаченко, Шульженко, Ращупкин, Абрамов, Шкляр, Куксов (Толстов, 82) Шакун, Семенов (Мусиенко, 75), Стрельцов, А. Журавлев, Шилин.
«Динамо»: Урушадзе. Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Чохонелидзе, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия.
Голы: Г. Нодия (58, 61).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 августа 1969 года:

გ. ნოდიას ორი გოლი.
ლუგანსკი. “ავანგარდის” სტადიონი. 22 აგვისტო.
“ზარია” (ლუგანსკი) — “დინამო” (თბილისი) — 0:2 (0:0).
“ზარია”; ტკაჩენკო, შულჟენკო, რაშჩუპკინი, აბრამოვი, შკლიარი, კუსკოვი (ტოლსტოვი), შაკუნი, სემიონოვი (მუსიენკო), სტრელცოვი, ჟურავლიოვი, შილინი.
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, ილიადი, ასათიანი, მაჩაიძე, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მსაჯი: ა. ტაბაკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:0 “ზარიას” სასარგებლოდ.
მატჩის პირველ ნახევარში ბრძოლას თანაბარი ხასიათი ჰქონდა. თბილისელებმა ვერ შეძლეს საერთო უპირატესობის მოპოვება, ვინაიდან მასპინძლები ბევრს მოძრაობდნენ და არ აძლევდნენ მეტოქეს თამაშის გაშლის საშუალებას. იყო მომენტები, როცა დინამოელთა კარი რეალური საშიშროების წინაშე იმყოფებოდა. ასე მაგალითად, ურუშაძეს ორჯერ მოუხდა ძნელი ბურთების აღება შაკუნისგან.
სულ სხვა სახე მიეცა ბრძოლას შესვენების შემდეგ. თბილისელთა გამოცდილებამ და საერთო კლასმა თავი იჩინა დასაწყისიდანვე. ისინი გააზრებულად მოქმედებდნენ შუა მინდორში. აქედან იწყებოდა გუნდის შეტევები და თავდამსხმელები ხშირად ღებულობდნენ ზუსტ გადაცემებს კარის სიახლოვეს.
თავი გამოიჩინა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, ცენტრალურმა ფორვარდმა გ. ნოდიამ. მისი სამოქმედო ასპარეზი ფაქტიურად განუსაზღვრელი იყო. გ. ნოდია ხშირად იცვლიდა ადგილებს ფლანგებზეც და ცენტრალურ ზონაშიც. ერთ-ერთი იერიში 53-ე წუთზე მან დაამთავრა ზუსტი დარტყმით.
გავიდა სულ რამდენიმე წუთი და იმავე გ. ნოდიამ მეორედ აიძულა ტკაჩენკო გამოეტანა ბურთი ბადიდან — 2:0.
თბილისელთა გამარჯვება დამსახურებული, დამაჯერებელი იყო.
რ. კლიმენკო (ტელეფონით, ჩვენი კორ.).