«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (2:0)

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 18.
11 июля 1969 года. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Грозовая облачность, 25 градусов. 95000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, В.Акопов (оба — Баку), Н.Мамед-заде (Краснодар).
«Спартак»: Кавазашвили, Логофет, Иванов, Ловчев, Киселев, Абрамов, Калинов, Хусаинов (к), Осянин, Папаев, Силагадзе (Рожков, 46).
«Динамо»: Урушадзе, Рехвиашвили, Кантеладзе (Л.Нодия, 64), Хурцилава, Дзодзуашвили, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Гавашели.
Голы:
1:0 Осянин — 10
2:0 Киселев — 33
3:0 Хусаинов — 84

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 июля 1969 года:

ПЕРВОЕ ПОРАЖЕНИЕ ЮЖАН.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 3:0 (2:0).
Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина. 95 000 зрителей. 11 июля. Грозовая облачность. 25 градусов.
Судьи Т. Бахрамов, В. Акопов (оба — Баку), Н. Мамед-Заде (Кировабад).
«Спартак»: Кавазашвили, Логофет, Иванов, Ловчев, Киселев, Абрамов, Калинов, Хусаинов, Осянин, Папаев, Силагадзе (Рожков, 46).
«Динамо»: Урушадзе, Рехвиашвили, Кантеладзе (Л. Нодия, 64), Хурцилава, Дзодзуашвили, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Гавашели.
Голы: Осянин (10), Киселев (33), Хусаинов (84).
Дублеры — 2:0. Голы: Евлентьев, Ольшанский.
Такая встреча никого не могла оставить равнодушным, встречались лидеры подгруппы, команды разной игровой манеры, разного исполнительского мастерства, и, пожалуй, что их роднило — так это постоянное желание показывать красивый атакующий футбол.
Матч, из обычной встречи предварительного турнира фактически превратился в борьбу за призовые места в чемпионате. Ибо даже беглый взгляд на турнирную таблицу дает возможность заранее сказать, что главная борьба за золото чемпионата развернется между киевлянами, армейцами Москвы и вчерашними соперниками.
Зрители встретили обе команды, вышедшие на разминку, дружными аплодисментами. Это был своеобразный аванс, который надо было оправдать. Уже пятая минута заставила вздрогнуть громадный стадион, Киселев умело обыграл Кантеладзе, но замешкался с ударом. Затем Гавашели продемонстрировал серию финтов на большой скорости, обойдя трех защитников. Не успели затихнуть аплодисменты в его адрес, как резкий бросок вперед спартаковцев, и Осянин с близкого расстояния головой забивает гол.
На поле шел захватывающий, атакующий футбол. Защитники внимательно следили за своими подопечными, но нудной персональной опеки зрители не увидели — так бывает только во встречах действительно классных команд.
Несмотря на духоту, темп игры не снижался ни на мгновение. 21-я минута вновь поставила под угрозу ворота южан, и лишь смелый бросок в ноги Хусаинову позволил грузинскому вратарю выйти из этого поединка победителем.
Хорошо контролируют середину поля спартаковские полузащитники Папаев, Калинов и Киселев. Безудержны и блистательны в атаке Хусаинов и Осянин.
Но тбилисцы не сдаются. Метревели, Гавашели и часто подключающийся в атаку Хурцилава, делают несколько попыток расшатать оборону москвичей. В эти моменты тбилисцы демонстрируют высокое техническое мастерство. Но, повторяю, — это только моментами. А все остальные минуты первого тайма, закончившегося сольным прорывом и точным ударом Киселева, больше удовлетворения принесли поклонникам «Спартака».
Вторая половина началась мощным ударом в штангу подключившегося в атаку защитника Рехвиашвили. Южане как бы заявили о своих атакующих намерениях. Тренер тбилисцев Г. Чохели усиливает свое нападение, меняя защитника Кантеладзе на нападающего Л. Нодия. Но шло время, а атаки гостей оставались бесплодными.
Психологический груз двух пропущенных мячей не давал южанам показать все свои потенциальные возможности. И даже великолепный удар Метревели (мяч вновь попал в штангу) не придал им сил и энергии.
«Спартак» блеснул неукротимым гладиаторским духом, борьбой на любом участке зеленого поля, ударами по воротам с любых дистанций. Достойны похвалы и те, о которых всегда мало пишут — все четыре защитника: Ловчев, Иванов, Абрамов и Логофет. Просто и надежно сыграл вратарь Кавазашвили.
Поставил последнюю точку в этом интереснейшем матче капитан спартаковцев Хусаинов, сумевший в толчее у ворот найти щёлочку для точного удара, и это было в высшей степени справедливо — Галимзян был, бесспорно, лучшим.
Аванс в виде аплодисментов, который был выдан зрителями обеим командам перед началом игры, полностью был оправдан, и в первую очередь хозяевами поля.
В. ПОНЕДЕЛЬНИК, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 июля 1969 года:

ამას არ მოველოდით.
მოსკოვი. ვ.ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 11 ივლისი.
“სპარტაკი” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი) 3:0 (2:0).
“სპარტაკი”: კავაზაშვილი, ლოგოფეტი, ივანოვი, ლოვჩევი, კისელიოვი, აბრამოვი, კალინოვი, ჰუსეინოვი, ოსიანინი, პაპაევი, სილაგაძე (როჟკოვი).
“დინამო”: ურუშაძე, რეხვიაშვილი, კანთელაძე (ლ. ნოდია), ხურცილავა, ძოძუაშვილი, პეტრიაშვილი, ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, გავაშელი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
დუბლიორები — 2:0 “სპარტაკის” სასარგებლოდ.
წინასწარი შეხვედრების ცენტრალური მატჩი II ქვეჯგუფში კალენდრის ბოლო დღეს შედგა და ცხადია, უდიდესი ინტერესიც გამოიწვია ფეხბურთის მოყვარულთა შორის. ლუჟნიკის ვეება სტადიონი პირდაპირ გაიჭედა.
ეს გასაგებია: ჯერ ერთი, მოსკოველები, მუდამ ინტერესით ელიან თბილისელთა გამოსვლას, მეორე — ეს არ იყო უბრალო მატჩი. მის შედეგს აუცილებლად ექნება გავლენა სანოემბროდ, როცა მონაწილენი საბოლოოდ გაინაწილებენ ადგილებს, ხოლო სპარტაკელებსა და თბილისელებს ეს ადგილები უეჭველად ელით ცხრილის სათავეში. ყოველივე ამას დაუმატეთ, რომ თბილისის “დინამოს” წლევანდელ გათამაშებაში არც ერთი მატჩი არ წაუგია, ხოლო “სპარტაკს” მხოლოდ ერთი დამარცხება აქვს და ისიც თბილისელებთან.
ამ მცირეოდენი “პროლოგის” შემდეგ ნება მომეცით მოსკოველი მაყურებლისა და, თუ გნებავთ, სპეციალისტის სახელითაც ვთქვა, რომ მოველოდით ყველაფერს, გარდა ასეთი ანგარიშისა. 3:0 მეტისმეტია ასეთი პრინციპული შეხვედრისთვის. მართალია, “სპარტაკს” წლეულს ასე ძლიერად, ასე თავისუფლად, ასეთი აღმაფრენით არ უთამაშია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თბილისის “დინამო” მას ჩამორჩებოდა ყველაფრით და რაც მთავარია, ორგანიზებულობით, მონდომებით, შრომისუნარიანობით.
მატჩის დეტალურ აღწერას არ შევუდგები, ვინაიდან იგი ტელევიზიით ნახა თითქმის მთელმა ქვეყანამ. მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი რამდენიმე მოსაზრება.
ისევ და ისევ თავს იჩენს თბილისელთა თამაშის შედეგები შინ და გარეთ.
თქვენ მეტყვით, რომ თბილისის “დინამოს” სტუმრად არ წაუგია არც ერთი მატჩი.
მართალია, მაგრამ დაუკვირდით ციფრებს, უფრო სწორად, თბილისის “დინამოს” სატურნირო გზას მიმდინარე გათამაშებაში. შინ ჩატარებული 9 მატჩიდან თბილისელებმა მოიგეს 7 და ფრედ დაამთავრეს 2. მოწინააღმდეგეთა მინდვრებზე სულ სხვა სურათს ვხედავთ: 9 მატჩიდან მოგებულია მხოლოდ 1, წაგებულია 1 და ფრედ დამთავრებულია 7.
ასეთ შემთხვევაში ამბობენ კომენტარები ზედმეტიაო, მაგრამ კომენტარის გაკეთებას მე საჭიროდ ვთვლი და აი, რატომ. გავიხსენოთ, რომ თბილისის “დინამო” იშვიათად ცვლის მოთამაშეებს და უმთავრესად ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს. ესეიგი, გამოდის, რომ ამ ერთი და იგივე მოთამაშეებს შინ ერთი ფუნქციების შესრულება ევალებათ და სტუმრად კი სულ სხვისა. გუნდი მეტოქეთა მინდვრებზე იბრძვის ისე, რომ ცდილობს აიღოს ქულა და “თავისი თამაშით არ თამაშობს”.
ახლა მოგიყვანთ სხვა ციფრებსაც. შინ დინამოელებმა 20 ბურთი გაიტანეს მეტოქეთა კარში, ხოლო საკუთარში მიიღეს მხოლოდ 3. მეტოქეთა მინდვრებზე გუნდს ძალა ეყო მხოლოდ საიმისოდ, რომ გაეტანა სულ 2 გოლი, თავის კარში კი მიიღო 4. აი, აქ კი, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
დამეთანხმებით, რომ მატჩი “სპარტაკი” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი) ძალიან საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შეუძლებელია ეს კარგი სანახაობითი მხარე მხოლოდ “სპარტაკის” კარგი თამაშის ხარზე მომხდარიყო. ვიმეორებ, ამ დღეს მოსკოველები იბრძოდნენ გაცილებით უფრო მობილიზებულად, გაშლილი ფრონით, თითოეული მოთამაშის უკიდურესად მაღალი დატვირთვით, თბილისელთა მხრივ, კი ეს ყველაფერი არ ჩანდა. მაგრამ გაიხსენეთ ის მომენტებიც, რომლებიც “სპარტაკის” კართან შეიქმნა, როცა კავაზაშვილის წინაშე მარტოდმარტო დარჩენილმა რეხვიაშვილმა საშუალება მისცა მეკარეს ეხსნა თავისი გუნდი უიმედო მდგომარეობიდან, გაიხსენეთ, როგორ ზანზარებდა ძელი ლ. ნოდიასა და მეტრეველის დარტყმების შემდეგ.
ამგვარი მომენტები თავისით არ იქმნება და თბილისელებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ არ წაეგოთ მატჩი ასეთი ანგარიშით. მთავარ დამნაშავე რგოლად თბილისის “დინამოში” ვთვლი ნახევარდაცვას, რომელმაც მთლიანად ჩააბარა ინიციატივა მოწინააღმდეგეს და, როგორც იტყვიან, თითი თითზე არ დაუკარებია მის უკან დაბრუნებისთვის.
პირველი გოლი საკმაოდ მოულოდნელ ვითარებაში იქნა გატანილი.
ურუშაძემ აშკარად დააგვიანა ბურთის გამოსვლა და საშუალება მისცა ოსიანინს გაეტანა ბურთი.
ტაიმი ახალი დაწყებული იყო და თბილისელებს ბევრი რამ შეეძლოთ გამოესწორებინათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. 45 წუთი მთლიანად “სპარტაკისა” იყო. სტუმრები ვალდებული იყვნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ აეყვანათ ჰუსეინოვი, კისელიოვი, ოსიანინი, მათ კი სამივე ამ სპარტაკელს მოქმედების დიდი საშუალება დაუტოვეს და სპარტაკელებმაც არ დააყოვნეს მისი გამოყენება. 33-ე წუთზე კისელიოვი სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯარიმო მოედანში და მეორე ბურთი გაგზავნა მის კარში.
შესვენების შემდეგ მდგომარეობა თითქოს გათანაბრდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ “სპარტაკს” ადრინდელი იერიშები აღარ ესაჭიროებოდა, ამიტომ მან სილაგაძის ნაცვლად მინდორზე როჟკოვი გამოიყვანა და შუა მინდორში ითამაშა. მას სავსებით აძლევდა ხელს მხოლოდ კონტრიერიშები და როცა ამ კონტრიერიშებიდან ერთ-ერთი ჰუსეინოვმა გოლით დაამთავრა, ძალთა შეფარდება საბოლოოდ ნათელი შეიქნა.
“სპარტაკმა” დამსახურებულად მოიგო ეს უაღრესად დიდმნიშვნელოვანი მატჩი.
ა. ლეონტიევი, სპორტის ოსტატი (ტელეფონით).