«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Луганск) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 29.
30 октября 1969 года. 18-15. Тбилиси. Стадион «Локомотив». 6 градусов. 7000 зрителей.
Судьи: Н.Хачатуров, В.Басовский, Р.Медведев (все — Московская обл.).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Петриашвили, Кутивадзе (Илиади, 72), Асатиани, Метревели (к), Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия.
«Заря»: Ткаченко, Шульженко (к), Ращупкин (Кузнецов, 87), Шкляр, Пинчук, Гарнушкин, Шакун, В.Семенов, Фурсов, Куксов, Шилин.
Голы:
1:0 Асатиани — 04
2:0 Л.Нодия — 60

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 298):

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 ноября 1969 года:

ПРИ ПОДДЕРЖКЕ ТЫЛА.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Луганск). 2:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 7000 зрителей. 30 октября. 6 градусов.
Судьи Н. Хачатуров, В. Басовский, Р. Медведев (все — Московская обл.).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Петриашвили, Кутивадзе (Илиади, 72), Асатиани, Метревели, Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Заря»:Ткаченко, Шульженко, Ращупкин (В. Кузнецов, 87), Шкляр, Пинчук, Гарнушкин, Шакун, Семенов, Фурсов, Куксов, Шилин.
Голы: Асатиани (4), Л. Нодия (60).
Дублеры — 3:1. Голы у «Динамо» — Мачаидзе, Мжаванадзе; у «3ари» — С. Кузнецов.
Тех, кто внимательно читает технические результаты матчей, в данном случае могут заинтересовать два обстоятельства: необычное, просто мизерное для Тбилиси количество зрителей (очевидно, встреча лидеров в Киеве приковала многих к телевизору) и то, что в составе хозяев поля значилось четыре чистых форварда, среди которых после продолжительного перерыва выступал Слава Метревели.
Динамовцы довольно быстро и красиво доказали преимущества игры с полнокровной линией нападения, умело поддержанной из тылов. Комбинацию, которую начал Метревели, закончил Асатиани, 1:0.
Еще минут 15 хозяева поля демонстрировали свое техническое превосходство над соперником. Все у них получалось легко и изящно, кроме… ударов по воротам. Оборона луганчан сдерживала атаки «Динамо», а Ткаченко всякий раз оказывался там, где назревала опасность,
К середине тайма хозяева все еще удерживали в своих руках дирижерскую палочку, но, будь соперники активнее, они могли бы и завладеть ею.
Второй гол в ворота «Зари» был забит со штрафного удара. Пока Хурцилава и Кутивадзе театрально спорили между собой, кому пробить, сзади выскочил Л. Нодия и точно послал мяч мимо стенки в нижний угол ворот.
Г. АКОПОВ. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 ноября 1969 года:

გუნდი კვლავ ფორმაშია.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 30 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “ზარია” (ლუგანსკი) — 2:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, კუტივაძე (ილიადი), პეტრიაშვილი, მეტრეველი, ასათიანი, გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ზარია”: ტკაჩენკო, შულჟენკო, რაშჩუპკინი (კუზნეცოვი), შკლიარი, პინჩუკი, გარნუშკინი, შაკუნი, სემიონოვი, ფურსოვი, კუქსოვი, შილინი.
მსაჯი: ნ. ხაჩატუროვი (მოსკოვის ოლქი).
დუბლიორები — 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
ახლა, როცა საკავშირო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, როცა ბევრი რამ გარკვეულია (კერძოდ ის, რომ თბილისის “დინამოს” რეალური შანსი აქვს დაიკავოს III საპრიზო ადგილი), განსაკუთრებული კმაყოფილებით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი გუნდის საუკეთესო სპორტული ფორმა. დინამოელებმა საუცხოოდ დაიწყეს წლევანდელი სეზონი, თამაშის კლასით არ ჩამორჩებოდნენ ოქროს მედლების არც ერთ პრეტენდენტს. შემდეგ, შუა სეზონში, მათ უცებ დაკარგეს ფორმა და რამდენიმე მატჩი თავიანთ შესაძლებლობაზე გაცილებით დაბლა ჩაატარეს. მაგრამ ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლექტივმა თავი დააღწია ამ კრიზისს და ბრინჯაოს მოპოვების კანონიერი პრეტენზია აქვს. მატჩი “ზარიასთან” ამის საიმედო საფუძველს გვაძლევს.
ნურვინ იტყვის, რომ ლუგანსკის გუნდი იოლი მოწინააღმდეგეა. “ზარია” კარგად ატარებს მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებს, დამსახურებულად იმყოფება უმაღლესი ლიგის წამყვან ფინალურ ჯგუფში და შეთამაშებულ, ენერგიულ კოლექტივს წარმოადგენს. ასე ითამაშა მან თბილისშიც: ძალების სრული მობილიზებით, თავგამოდებით და ყველაზე უიმედო მომენტებშიც არ დაუკარგავს ბრძოლის ინტერესი.
აი, ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ თბილისის “დინამო” კარგ ფორმაშია.
განსაკუთრებით ეფექტურად ჩაატარა გუნდმა პირველი ტაიმი. მან თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა სტუმრებს და ყველაფერს, რაც ამ ტემპში სრულდებოდა, ეტყობოდა სოლიდურობა, საფუძვლიანი ტექნიკა, ზუსტი ტაქტიკური ნახაზი. დინამოელები ხშირად მიმართავდნენ დრიბლინგს, ამასთან, ბურთს ზედმეტად არ ატარებდნენ, თავისუფლად მყოფი მოთამაშე მუდამ დროზე ღებულობდა გადაცემას პარტნიორისგან.
მინდვრის ყველა პუნქტში თბილისელი ფეხბურთელები ბატონობდნენ. დაცვის თითოეული წევრი ზუსტად ასრულებდა თავის მოვალეობებს და ამის შედეგად ხურცილავას სისტემატურად ეძლეოდა შესაძლებლობა ჩართვოდა შეტევას. შუა მინდვრის ნამდვილი გამგებელი იყო ასათიანი, რომლის მახვილგონივრული, ზუსტი გადაცემები ყოველთვის საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას აღწევდა ადრესატამდე.
გ. დ ლ. ნოდიებს “მოსვენება” არა ჰქონდათ ასათიანის ამ გადაცემებიდან და ორივე ეს ფორვარდი განუწყვეტელი, შეუნელებელი შტურმით რეგულარულად თავს ესხმოდა მოპირდაპირე დაცვას. ერთადერთი შენიშვნა დინამოელთა მიმართ ისაა, რომ მათ ვერ გამოიყენეს ბევრი ხელსაყრელი მომენტი, ფუჭად დაკარგეს მათი უმრავლესობა.
ლუგანსკელებმა თავიდანვე იგრძნეს, რომ მეტოქის დაცვასთან ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, ამიტომ შორიდან სცადეს კარის აღება. რამდენიმე ასეთმა ბურთმა მიაღწია მეკარემდე, მაგრამ ურუშაძე ყოველთვის ყურადღებით იდგა პოსტზე.
ანგარიში დასაწყისშივე გახსნა ასათიანმა მე-5 წუთზე. ბურთი საკმაო ხანს გორავდა “ზარიას” კარის სიახლოვეს, მერე მოხვდა ძელს, დაუბრუნდა მინდორს და ასათიანმა ბადეში გაგზავნა იგი — 1:0.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა საგრძნობლად გამოასწორეს თამაში. ისინი გააქტიურდნენ, გააძლიერეს შუა ხაზი და თბილისელთა უპირატესობამაც შედარებით იკლო, თუმცა ძირითადი დატვირთვა ისევ ტკაჩენკოს კარს აწვა.
მეორე გოლი საკმაოდ ორიგინალურ ვითარებაში იქნა გატანილი. მე-60 წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა საჯარიმო. ბურთის გასათამაშებლად ემზადებოდნენ ასათიანი, მეტრეველი და ხურცილავა, ყველასთვის მოულოდნელად კი დაარტყა ლ. ნოდიამ. ტკაჩენკომ ოდნავ დააგვიანა ნახტომი და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
რ. ქორიძე.