«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 2:1 (1:0)
Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 03.
12 апреля 1969 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Проливной дождь. 40000 зрителей.
Судьи: В.Толчинский (Алма-Ата), В.Самолазов, Н.Васильев (оба — Ростов-на-Дону).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Асатиани (Кутивадзе, 78), Метревели (к), Г.Нодия, Гавашели.
«Динамо» Мн.: Катейва, Кузнецов, Зарембо, Словак, Воронин, Арзамасцев, Толейко, Волох, Васильев, Малофеев (Коберский, 33), Сахаров (Адамов, 70).
Голы:
1:0 Петриашвили — 29
2:0 Г.Нодия — 47
2:1 Коберский — 88
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 13 апреля 1969 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск). 2:1 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 12 апреля. Проливной дождь. 40 000 зрителей.
Судьи В. Толчинский (Алма-Ата), В. Самолазов, Н. Васильев (оба — Ростов-на-Дону).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Асатиани (Кутивадзе, 78), Метревели, Г. Нодия, Гавашели.
«Динамо» (Минск): Катейва, Кузнецов, Зарембо, Словак, Воронин, Арзамасцев, Толейко, Волох, Васильев, Малофеев (Коберский, 33), Сахаров (Адамов, 70).
Голы: Петриашвили (29), Г. Нодия (47), Коберский (88).
Дублеры — 2:2. Голы: у тбилисцев — Коридзе, Л. Нодия, у минчан — Гирко, Адамов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 апреля 1969 года:
ორი და ერთი
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მინსკი) 2:1 (1:0).
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი, ასათიანი (კუტივაძე), მეტრეველი, გ. ნოდია, გავაშელი.
მინსკი: კატეივა, კუზნეცოვი, ზარემბო, სლოვაკი, ვორონინი, არზამასცევი, ტოლეიკო, ვოლოხი, ვასილიევი, მალოფეევი (კაბერსკი), სახაროვი (ადამოვი).
მსაჯი: ვ. ტოლჩინსკი (ალმა-ათა).
ამ წერილის სათაურში ნახსენები ორი და ერთი შეეხება განვლილ მატჩში გატანილ 3 ბურთს — ორს თბილისელთა მხრივ, ერთს — მინსკელთა მხრივ.
გაიხსენეთ: მასპინძლებმა თამაში დაიწყეს ისე, რომ უკვე პირველივე ხუთიოდე წუთის შემდეგ სულ ცოტა ერთი ბურთით უნდა დაწინაურებულიყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ მეტრეველს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მერე ნოდიამ მისცა საშუალება კატეივას მოეგერიებინა ბურთი, მერე ილიადიმ ააცილა კარს ახლოდან და მაშინვე ზედიზედ ორი საუკეთესო შანსი მიეცა ასათიანს.
5 საგოლე, აშკარა საგოლე მომენტი 5 წუთში! ეს საკმარისზე მეტია და როცა გუნდი ასეთ ტემპში, ასეთი მრავალფეროვანი იერიშით, ასეთი მდიდარი შესაძლებლობებით იწყებს მატჩს, მან მაშინვე უნდა შეძლოს “გადაახურდაოს” ეს 5 მომენტი ერთ გოლზე მაინც. ამ დღეს გადაუღებლად წვიმდა. მინდორი ატალახდა, ჭირდა სწრაფი მოძრაობა, დრიბლინგი, ბურთის ზუსტად გადაწოდება და, მიუხედავად ამისა, თბილისელები, რომლებსაც იერიშის სათავეში ედგათ შესანიშნავ ფორმაში მყოფი მეტრეველი (მხედველობაში გვაქვს თამაშის ყაიდაც, კლასიც და სამუშაოს მოცულობაც. არ შემცდარა, ვინც მეტრეველი შარშან მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა), წამითაც არ შეჩერებულან. ძნელია ყველა იმ მომენტის აღწერა, რომლებიც მინსკელთა კართან შეიქმნა, თავდამსხმელებზე აღარას ვამბობთ, — ისინი თითქმის არ მოსცილებიან მოპირდაპირე საჯარიმო მოედანს, ნახევარმცველებიც რეგულარულად გადიოდნენ შეტევის წინა ხაზზე, იერიშებში მათი აქტიური პარტნიორი იყო ხურცილავაც, რომელსაც არასოდეს ეზარება მოწინააღმდეგე მეკარის “მოსინჯვა” და ყოველივე ამან პირველ 45 წუთში მხოლოდ ერთი გოლი მოიტანა. მხოლოდ ერთი! 28-ე წუთზე პეტრიაშვილმა მიიღო ხურცილავას გადაცემა, სწრაფად გაიარა სტუმრების მცველთა შორის დარჩენილი “დერეფანი” და ახლოდან გაიტანა აუღებელი ბურთი — 1:0.
დარჩენილ 17 წუთში იოტის ოდენა ცვლილებაც არ მომხდარა თამაშში. მინსკელთა საჯარიმო მოედანი ტალახით იყო აზელილი, ისეთი ორომტრიალი ხდებოდა იქ, ვინ არ სცადა ბურთის გატანა, მათ შორის, განაპირა მცველებმა ძოძუაშვილმა და ცხოვრებოვმაც, მაგრამ შტურმმა შტურმად ჩაიარა, კარი კი აუღებელი დარჩა.
მეორე გოლი. იგი გატანილ იქნა 47-ე წუთზე. პეტრიაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ცენტრში, კატეივა გავაშელთან ბრძოლას მოუნდა, ბურთმა კი ნოდიამდე მიაღწია, რომელიც სრულ მარტოობაში აღმოჩნდა კარიდან ორიოდე მეტრზე. 2:0.
შემდეგ? შემდეგ შეგახსენებთ, როგორ “ბომბავდა” კატეივას ხურცილავა, როგორ ვერ გაიტანა ბურთი ცარიელ კარში გავაშელმა, როგორ დარჩა მეკარესთან პირისპირ კუტივაძისგან მიღებული ბურთით ნოდია და როგორ “აპატია” ეს გოლი მინსკელებს. ერთი სიტყვით, სტუმრები მადლობელი უნდა დარჩენილიყვნენ ამ ანგარიშის, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ გამარჯვება კინაღამ თვალსა და ხელს შუა არ გამოგვეცალა და ბოლოს და ბოლოს, 2 ქულა ძლივს შევინარჩუნეთ.
მინსკის “დინამოში” ჯერ კიდევ ადრე დაშავდა მალოფეევი და მის ნაცვლად მინდორზე გამოვიდა კაბერსკი. გამოცდილმა მოთამაშემ მაშინვე იგრძნო, რომ თბილისელთა დაცვას ვერ დაძლევდა, ამიტომ, როგორც კი მოიხელთებდა მომენტს, შორიდან აგზავნიდა ბურთს მეტოქის კარისკენ. კაბერსკის ჩანაფიქრი უბრალო, მაგრამ სწორი იყო: მინდორი დამძიმებულია, ბურთი — სველი და ასეთ ვითარებაში შეიძლება რამე მოხდეს…
თბილისელ მოთამაშეთაგან არავის მოსვლია აზრად ხელი შეეშალა კაბერსკისთვის ამ მანევრის შესრულებაში, ამ უკანასკნელმა კი თავისი მაინც გაიტანა: 85-ე წუთზე ისევ შეარჩია დრო და შორიდან კიდევ ერთხელ დაარტყა კარში. ურუშაძის ნახტომის მიუხედავად, ბურთმა მიზანს მიაღწია.
აი, ასეთი 2 გოლი გაიტანეს თბილისელებმა თავიანთი უამრავი შესაძლებლობიდან და ასეთი 1 საპასუხო მიიღეს მეტოქისგან, რომელმაც მთელ მატჩში სულ 2-3 სახიფათო მომენტი შექმნა.
კიდევ მეტიც, 88-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე მოწოდებულ იქნა საჯარიმო. მინსკელთა თავდამსხმელი ადამოვი მხრებამდეც ვერ წვდება თბილისის “დინამოს” მცველებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავით მიიღო მაღალი ბურთი და გაგზავნა კარისკენ. დარტყმა აცდა კარს და მხოლოდ ამის გამო გადარჩა ჩვენი გუნდი მეორე საპასუხო გოლს.
რეზიუმე? თბილისი “დინამომ” კარგად დაიწყო ჩემპიონატი, კარგ ფორმაშია, ყველა მოთამაშე კარგად გამოიყურება, მაგრამ არ შეიძლება გუნდმა თავის შესაძლებლობათა მინიმუმით დაამთავროს მატჩები. თუ ისეთი თამაში, როგორიც მინსკის “დინამოსთან” გვქონდა, მხოლოდ ერთი ბურთის განსხვავებით მოვიგეთ, რაღა მოგველის თანაბარ ბრძოლაში? ყოველკვირეულ “ფუტბოლ-ჰოკეის” რედაქციის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად (დიდი ანგარიშით გამარჯვებები) თბილისი “დინამოს” ახლავე უნდა ჰქონოდა 2 ქულა მოსკოვის “ლოკომოტივთან” და მინსკის “დინამოსთან” შეხვედრებში. არც ერთი კი არა გვაქვს.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 13 апреля 1969 года:
ПОБЕДА ПОД ДОЖДЕМ…
Тысячи любителей футбола просидели вчера два часа под проливным дождем, наблюдая за событиями в матче двух динамовских команд — тбилисской и минской.
Динамовцы Тбилиси в середине первого тайма добились успеха: прорвавшийся по правому краю полузащитник Петриашвили неожиданным сильным ударом в верхний угол открыл счет, а вскоре после перерыва тот же Петриашвили помог команде закрепить успех: снова он прорвался по правому флангу, сделал прострельную передачу, вратарь минчан Катейва не сумел перехватить мяч, и Нодия забил второй гол.
Если до перерыва динамовцы не имели заметного перевеса, то во втором тайме их превосходство стало более очевидным, хотя тяжелое мокрое поле затруднило действия футболистов и сводило на нет техническое преимущество тбилисцев. Однако увеличить счета хозяева поля так и не сумели. А вот гости за две минуты до конца отквитали один гол — его забил Коберский.
Динамовцы Тбилиси выступали в таком составе: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Асатиани (Кутивадзе), Метревели, Нодия, Гавашели.
Теперь у динамовцев Тбилиси после трех игр пять очков из шести возможных.
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 14 апреля 1969 года:
В минувшую субботу состоялось девять матчей чемпионата Советского Союза по футболу среди команд высшей лиги.
Динамовцы Тбилиси принимали своих минских одноклубников. Несмотря на тяжелое поле и непрекращающийся дождь, игра прошла интересно. Тбилисцы имели весьма ощутимое преимущество и забили два гола. Счет открыл Петриашвили, а в самом начале второго тайма Г. Нодия забил второй гол. Однако концовку матча хозяева поля провели несколько неуверенно. За две минуты до конца игры Каберский провел ответный гол, а на последних секундах мяч после удара Адамова прошел рядом со штангой. Тбилисцы одержали свою вторую победу в этом сезоне — 2:1.