«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 2:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 2:0 (2:0)

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 20.
9 августа 1969 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, 18 градусов. 15000 зрителей.
Судьи: В.Липатов, В.Летунов, В.Сорин (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Рехвиашвили, Чохонелидзе, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Гавашели (Л.Нодия, 86).
«Черноморец»: Ярчук, Лысенко, Решко, Зубков, Сыромятников, Москаленко (к), Секеч, Гасперский (Шиманович, 46), Бокатов (Звенигородский, 46), Вик.Маслов, С.Варга.
Голы:
1:0 Асатиани — 06
2:0 Метревели — 10

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 августа 1969 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса). 2:0 (2:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 15 000 зрителей. 9 августа. Пасмурно. 18 градусов.
Судьи В. Липатов, В. Летунов, В. Сорин (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Рехвиашвили, Чохонелидзе, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Гавашели (Л. Нодия, 86).
«Черноморец»: Ярчук, Лысенко, Решко, Зубков, Сыромятников, Москаленко, Секеч, Гасперский (Шиманович, 46), Бокатов (Звенигородский, 46), Маслов, Варга.
Голы: Асатиани (6), Метревели (10).
Дублеры — 1:1. Голы: Папиашвили («Динамо»), Сапожников («Черноморец»).

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 августа 1969 года:

ЗА ЭЛИКСИРОМ БОДРОСТИ.
(В предыдущем номере нашей газеты в техническом отчете об игре в Тбилиси ошибочно дан счет первого тайма, как нулевой).
Острота и напряженность, с какими проходили предварительные игры, отняли много сил у футболистов высшей лиги. Борьба с усталостью, которая с каждым матчем накапливается в мышцах футболистов, выходит ныне на первый план. Разумеется, усталость еще не перешла в эпидемию, охватывающую все команды. Но именно потому уже сейчас тренеры должны вести поиск, как говорится, эликсира бодрости, который позволит нашим футболистам сохранить до конца сезона высокую спортивную форму.
Первыми угрозу усталости почувствовали команды, ведущие скоростную маневренную борьбу. Потому в поединках заключительного турнира они стремятся экономить силы, меняя в ходе игры тактику. Тбилисские динамовцы, например, начали матч с «Черноморцем» чрезвычайно бурно, и вскоре оборонительные сооружения соперников не выдержали натиска. На 6-й минуте К. Асатиани получил возможность нанести завершающий удар метров с 20. Он пробил с такой силой и так точно, что А. Ярчук оказался бессильным выручить команду. После того как С. Метревели провел в ворота «Черноморца» второй мяч, темп игры упал.
После перерыва тбилисцы вновь перевели игру в спокойное русло, предпочитая бесчисленными передачами кружить голову соперникам. Это не требовало от хозяев поля большого расхода энергии, и потому они с завидным постоянством раскручивали «карусель». Одесситы, однако, не пожелали подчиниться воле соперников и предприняли несколько попыток изменить ход поединка. Все, однако, было напрасно. В том, что тбилисцы создали условия для отдыха в самой игре, проявилось их более высокое мастерство.
Игра завершилась, как уже знают читатели, со счетом 2:0 в пользу хозяев поля.
А. ЛЕОНТЬЕВ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 августа 1969 года:

თამაში მაინც არ ჩანს.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 9 აგვისტო.
“დინამო” (თბილისი) — “ჩერნომორეცი” (ოდესა) 2:0 (2:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, რეხვიაშვილი, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, გავაშელი (ლ. ნოდია).
“ჩერნომორეცი”: იარჩუკი, ლისენკო, რეშკო, ზუბკოვი, სირომიატნიკოვი, მოსკალენკო, სეკეჩი, გასპერსკი (შიმანოვიჩი), ბოკატოვი (ზვენიგოროდსკი), მასლოვი, ვარგა.
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:1.
მატჩი “ჩერნომორეცთან” მოგებულ იქნა. ანგარიშიც საკმაოდ დამაჯერებელია და თბილისელებსაც მაინცდამაინც არ გასძნელებიათ გამარჯვება. გათამაშების ამ ეტაპზე, როცა საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების კონკურენცია სულ უფრო მწვავდება და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თბილისის “დინამო” კი გარკვეული კრიზისის პერიოდში იმყოფება, ეს მოგება, თითქოს, ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. მორიგი მეტოქე დამარცხებულია, 2 ქულაც არის, ე.ი. საგანგაშოც არაფერია.
მაგრამ ეს მთლად ასე არაა. მაყურებელი უკმაყოფილო წავიდა სტადიონიდან. მატჩი ჩატარდა დაბალ დონეზე, უინტერესოდ, აუარებელი ორმხრივი შეცდომით. თამაში აშკარად “მეორეხარისხოვანი” გამოვიდა და ამიტომ უპირველესი პრეტენზია “დინამოს” მიმართ გვაქვს: იგი შეჯიბრების ერთ-ერთი ლიდერია, შინ ღებულობდა მეტოქეს და ამდენად ვალდებული იყო ტონი მიეცა თამაშისთვის. “ჩერნომორეცი” თვითონ გაარკვევს თავის ავსა და კარგს, ჩვენ კი ჩვენს გაჭირვებას უნდა მივხედოთ.
ურუშაძის სასაყვედურო არაფერი გვაქვს. მართალია, მას დიდი დატვირთვა არც ჰქონია, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტში ზუსტად, დამაჯერებლად ითამაშა.
დამაკმაყოფილებლად მოქმედებდა ძოძუაშვილი. მან შეძლო ვარგას ნეიტრალიზება და ხშირად პოულობდა თავისი გუნდის შეტევაში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა ერთი შემჩნევა მაინც გვაქვს. თუ მცველს საშუალება მიეცა გავიდეს ფლანგზე, აქ იგი ზედმეტად არ უნდა შეფერხდეს. გადაცემა საჭიროა შესრულდეს სწრაფად, დაუყოვნებლივ, რის შემდეგ მოთამაშე მაშინვე უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს. ძოძუაშვილს ეს ზოგჯერ ავიწყდება…
კვლავ უსისტემოდ, სერიოზული ტაქტიკური და ტექნიკური შეცდომებით თამაშობენ ჩვენი სტოპერები კანთელაძე და რეხვიაშვილი. ყველაზე სახიფათო ცენტრალურ ზონაში ხშირად ირღვევა სინქრონულობა, ორივე სტოპერი ადვილად ტოვებს თავის ადგილს და საშიშ მდგომარეობაში აგდებს კარს. ამას გარდა მათი გადაცემები უმეტესად უზუსტოა.
დაცვის მარცხენა ფლანგზე ურიგო არ იყო ჭოხონელიძე.
ისევ და ისევ სასაყვედურო გვაქვს ნახავარდაცვის მიმართ. ილიადიმ, რომელმაც შესანიშნავად დაიწყო სეზონი და სსრ კავშირის ნაკრების კანდიდატთა სიაშიც კი მოხვდა, როგორღაც უცებ დაკარგა ფორმა. იგი გამოეთიშა გუნდის საერთო სქემას, უკლო სისწრაფეს, აფერხებს შეტევების განვითარებას და მოპირდაპირე კარსაც ვეღარ უქმნის ისეთ ხიფათს, როგორსაც ადრე უქმნიდა.
პეტრიაშვილი ჩემპიონატის სხვა მატჩებში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.
ცალკე ასათიანის შესახებ. პირველი ტაიმი მან კარგად ჩაატარა და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდგომში, მეორე ტაიმში, მოდუნდა, ხშირად კარგავდა ბურთს, არ ჰქონდა საჭირო კონტაქტი პარტნიორებთან.
თავდასხმაში ყველას სჯობდა მეტრეველი, მაგრამ როცა ვამბობთ “ყველას სჯობდა”, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იგი თამაშობდა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც გუნდს სჭირდება. მეტრეველი ახლა შორს, ძალიან შორსაა თავისი ნამდვილი სპორტული ფორმისგან. ჩვენ ვიცით, რო მისი ჯანმრთელობა ვერაა მთალად კარგად, რაც საგრძნობლად ემჩნევა მის თამაშს. ვეტერანმა უფრო სერიოზულად უნდა მიხედოს თავს, დაიბრუნოს თავისი ადრინდელი საგაზაფხულო ფორმა, ვინაიდან უამისოდ ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს.
არ გამოუვიდა ამ დღეს თამაში გ. ნოდიასაც, რომელიც არ იყო კონცენტრირებული, ხშირად გაუმართლებლად იცვლიდა ადგილს, მინდვრის სიღრმეში იმალებოდა და ამით ამოცანას უადვილებდა მოწინააღმდეგე დაცვას.
გაურკვეველ შთაბეჭდილებას ტოვებს გავაშელის თამაში. უმაღლესი ლიგის შარშანდელი საუკეთესო ბომბარდირისგან აჩრდილიც არ დარჩა. წლევანდელ ჩემპიონატში გავაშელმა თავის გუნდს სულ 2 გოლი შესძინა. მაგრამ საქმე მარტო ამ ფორვარდის მცირეშედეგიანობაში არაა. მან სრულიად დაკარგა კოლექტიურობისა და საერთო ურთიერთმოქმედების გრძნობა. ახლა გავაშელი თავისებურ “დამოუკიდებელ ერთეულს” წარმოადგენს, რომელიც ყოველმხრივ გამოთიშულია ანსამბლს. ბურთი მიაწოდო გავაშელს — ფაქტიურად ნიშნავს დაკარგო იგი, ვინაიდან გავაშელი მას, როგორც წესი, უკან აღარ აბრუნებს.
გაუთავებელი დრიბლინგი, ბურთის ტარება, თამაშის ტემპის შეჩერება და, ბოლოს, ბურთის დაკარგვა…
ლ. ნოდიაზე ვერაფერს ვიტყვით. იგი მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოვიდა მინდორზე, მაგრამ გასაკვირია ერთი: თუ გავაშელის შეცვლა სურდა გუნდის ხელმძღვანელობას, ეს უნდა გაეკეთებინა ადრე, თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში, ლევანი კი ბრძოლაში ჩააბეს მაშინ, როცა საბრძოლველი დრო აღარც იყო დარჩენილი.
აი, ასეთი უხეირო შთაბეჭდილებები დაგვრჩა ამ მატჩიდან, რომელიც თბილისის “დინამომ” მოიგო. დავძენთ მხოლოდ, რომ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა ასათიანმა, ხოლო მეორე გოლი მე-10 წუთზე გაიტანა მეტრეველმა.
ბ. ქორქია.