ЦСКА (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)
Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 21.
14 августа 1969 года. 19-30. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Пасмурно, 16 градусов. 45000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис, И.Казлаускас, К.Бирета (все — Каунас).
ЦСКА: Пшеничников, Истомин, Шестернев (к), Афонин, Капличный, Солохо (Плахетко, 80), Шулятицкий, Абдураимов (Дударенко, 84), Вшивцев, Поликарпов, Жигунов.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Чохонелидзе, Петриашвили (Мачаидзе, 79), Илиади, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Л.Нодия.
Гол:
1:0 Жигунов — 33
Предупреждение: Метревели (72, грубая игра).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 августа 1969 года:
КАЖДЫЙ СРАЖАЛСЯ В ОДИНОЧКУ.
ЦСКА — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (1:0).
Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина. 14 августа. Пасмурно. 16 градусов. 45 000 зрителей.
Судьи К. Андзюлис, И. Казлаускас, К. Бирета (все — Каунас).
ЦСКА: Пшеничников, Истомин, Шестернев, Афонин, Капличный, Солохо (Плахетко, 80), Шулятицкий, Абдураимов (Дударенко, 84), Вшивцев, Поликарпов, Жигунов.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Чохонелидзе, Петриашвили (Мачаидзе, 79), Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия.
Гол: Жигунов (33).
Дублеры — 3:0. Голы: Масляев (2), Патрикеев (с 11-метрового).
Тактические задачи, которые стояли перед тренерами-соперниками накануне поединка, были в одинаковой степени сложными, хотя по содержанию отличались друг от друга довольно ощутимо.
Играть против армейцев — значит прежде всего решать проблему преодоления мощного оборонительного заслона и в то же время не забывать о контратаках грозного авангарда команды. Играть против тбилисцев — это, в первую очередь, основательно позаботиться о нейтрализации стремительных изобретательных форвардов, обычно хорошо поддерживаемых крепкой полузащитой.
Разумеется, установочные планы на матч предусматривали еще множество деталей, но сам принцип их построения не вызывал сомнения. В свете этого поединок в целом распадался на серию, так сказать, микропоединков.
В составах команд по сравнению с предыдушими встречами произошли изменения, и довольно принципиальные. В ЦСКА , после долгого отсутствия в воротах появился Пшеничников, линия полузащиты состояла из трех игроков — Поликарпова, Солохо, Шулятицкого, а Копейкина сменил Вшивцев. У динамовцев вновь выступал Хурцилава, в нападении рядом играли братья Нодия.
Начало — полностью за ЦСКА. Армейцы быстро добились преимущества во всех линиях. И прежде всего за счет активности и хорошей маневренности тройки хавбеков.
Динамовцы отвечают редкими и малоопасными атаками, их нападающие ничего не могут противопоставить мастерству соперников. Полузащитники тбилисцев, вынужденные обороняться, как следует не поддерживают партнеров. Оборона гостей трудится с полной нагрузкой.
Старательный Жигунов решил с центра поля пробиться к линии ворот. Он обыгрывал тбилисцев одного за другим, пока Дзодзуашвили не сбил его с ног. Через несколько секунд наступила расплата. Абдураимов сильно пробил штрафной, Хурцилава неожиданно и непростительно пропустил мяч, и Жигунов в упор сильно послал его под планку.
Признаться, грузинская команда вчера разочаровала. Гостям не хватало той выдумки, хорошего футбольного вкуса, которыми всегда славился талантливый коллектив. Затерялся Г. Нодия, ничем не блеснул Метревели. То же касается и полузащитников. Команда играла без лидера, способного увлечь товарищей, повести в бой. Каждый сражался в одиночку….
Армейцы, наоборот, демонстрировали большую старательность, настойчивость, подкрепленные изрядной долей импровизации, и главное — игру коллективную.
Е. СЕРОВ.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 августа 1969 года:
კვლავ დამარცხდნენ.
მოსკოვი. ლენინის სახ. ცენტრალური სტადიონი. 14 აგვისტო.
ცსკა — “დინამო” (თბილისი) — 1:0 (1:0).
ცსკა: პშენიჩნიკოვი, ისტომინი, შესტერნიოვი, აფონინი, კაპლიჩნი, სოლოხო (პლახეტკო), შულიატიცკი, აბდურაიმოვი (დუდარენკო), ვშივცევი, პოლიკარპოვი, ჟიგუნოვი.
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი (მაჩაიძე), ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები 3:0 ცსკა-ს სასარგებლოდ.
სინოპტიკოსები წვიმასა და ჭაქა-ქუხილს გვპირდებოდნენ. საფეხბურთო “ჭექა-ქუხილის” მოლოდინში იყვნენ აგრეთვე ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკივრები. ამ მოსაზრებას ჰქონდა ლოგიკური დასაბუთება: არმიელებს სურდათ უფრო მყარად დამკვიდრებულიყვნენ სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე.
თბილისელებს არანაკლებ სჭირდებოდათ 2 ქულა და ამასთან უნდა ეზრუნათ 2 კვირის წინათ მოსკოვის “დინამოსთან” მატჩში შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის.
სამწუხაროდ, პროგნოზების მოყვარულნი შეცდნენ: სინოპტიკოსები იმაში, რომ წვიმა მოსკოვში მხოლოდ გვიან ღამით მოვიდა, ფეხბურთის გულშემატკივრები კი ორივე გუნდის ძალზე ნელი და “მშვიდობისმოყვარული” თამაშის გამო. თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ბურთი მინდვრის ცენტში ტრიალებდა და თითქოს არც აპირებდა კარში შესვლას, ან საჯარიმო მოედანზე მოხვედრას.
თბილისელთა რიგებში ტრავმის გამო არ თამაშობდა გავაშელი, მინდორზე კვლავ ვიხილეთ ხურცილავა. არმიელთა გუნდში კი ამ დღეს არ გახლდათ ახალგაზრდა, მოიერიშე თავდამსხმელი კეპეიკინი, რომლის ნაცვლად თამაშობდა ვშივცევი. სამაგიეროდ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ არმიელთა კარს იცავდა პშენიჩნიკოვი.
უკვე დასაწყისიდანვე მატრეველი ცდილობდა აეწყო თავდამსხმელთა თამაში, მაგრამ აფონინი, როგორც იტყვიან, აეკრო თბილისელთა კაპიტანს. ძმები ნოდიები ამ დღეს მკრთალად გამოიყურებოდნენ და გუნდისთვის დიდი სარგებლობა არ მოუტანიათ.
შეტევაში უფრო ხშირად ნახევარმცველებს ილიადისა და პეტრიაშვილს იხილავდით, რომლებიც გააზრებით მოქმედებდნენ. სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით მესამე ნახევარმცველზე — ასათიანზე.
მიმდინარეობდა მატჩის მე-11 წუთი, როცა ილიადიმ შორი მანძილიდან მოულოდნელად და ეფექტურად დაარტყა. ბურთი გარედან შეეხო ბადეს.
მოსკოველთა ერთ-ერთი იერიშის დროს ძოძუაშვილმა საჯარიმო მოედნის მისადგომებთან მოცელა ჟიგუნოვი, დაინიშნა ჯარიმა. აბდურაიმოვმა უნაკლოდ შეასრულა დარტყმა, თითქმის ზედ მეკარის მოედანთან ჩააწოდა ბურთი. აქ მას მიმართულება შეუცვალა ჟიგუნოვმა და… 1:0. ეს მოხდა მატჩის 33-ე წუთზე. გატანილ ბურთს მოჰყვა დინამოელთა შეტევა. ათამაშდა მეტრეველი, მაგრამ მისი პარტნიორები აგვიანებდნენ ბურთზე გასვლას.
შესვენების შემდეგ, ისევე როგორც პირველ ნახევარში, ბრძოლას დაახლოებით თანაბარი ხასიათი ჰქონდა. ენერგიულმა ვშივცევმა რამდენიმეჯერ სცადა ურუშაძის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.
კვლავ უტევენ ქართველი ფეხბურთელები, კვლავ იერიშზეა მეტრეველი, ლამაზად ურტყამს კარში პეტრიაშვილი, ზუსტად კართან აწვდის ბურთს ლ. ნოდია, გოლი კი არა და არ ჩანს.
… დროს ნელ-ნელა იწურება. გაისმის საფინალო სასტვენის ხმა, რაც გვაუწყებს, რომ თბილისელებმა მესამე დამარცხება იწვნიეს და საგრძნობლად გაიუარესეს ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის შანსები.
ო. ნოზაძე (ტელეფონით, ჩვენი სპეც. კორ.).