«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:0

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 20.
27 июля 1968 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 36 градусов. 30000 зрителей.
Судьи: А.Гладкий (Днепропетровск), Н.Крылов (Куйбышев), В.Жарков (Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Петриашвили, Цховребов, Г.Сичинава (Гавашели, 46), Асатиани (Кутивадзе, 70), Хурцилава, Метревели (к), Г.Нодия, Месхи.
СКА: Иванов, Малыха, Гетманов (к), Кравченко, Афонин, Казачек, Попов (Буров, 46), Романов, Копаев, Еськов, Корнеев.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 июля 1968 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов). 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо». 27 июля. Ясно. 36 градусов. 30 000 зрителей.
Судьи А. Гладкий (Днепропетровск), Н. Крылов (Куйбышев), В. Жарков (Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Петриашвили, Цховребов, Г.Сичинава (Гавашели, 46), Асатиани (Кутивадзе, 70), Хурцилава, Метревели, Г. Нодия, Месхи.
СКА Р-Д.: Иванов, Малыха, Гетманов, Кравченко, Афонин, Казачек, Попов (Буров, 46), Романов, Копаев, Еськов, Корнеев.
Дублеры — 2:1. Голы: Козин и Л. Нодия («Динамо»), Бондаренко (СКА).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 июля 1968 года:

პასიური თამაშის შედეგი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 27 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — ასკ (როსტოვი) 0:0.
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, პეტრიაშვილი, ცხოვრებოვი, სიჭინავა (გავაშელი), ასათიანი (კუტივაძე), ხურცილავა, მეტრეველი, გ. ნოდია, მესხი.
ასკ: ივანოვი, მალიხა, გეტმანოვი, კრავჩენკო, აფონინი, კაზაჩოკი, პოპოვი (ბუროვი), რომანოვი, კოპაევი, ესკოვი, კორნეევი.
მსაჯი ა. გლადკი (დნეპროპეტროვსკი).
მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის ფინიშზე თბილისის “დინამოს” საუცხოოდ ჰქონდა საქმე. მთავარი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ გუნდი მტკიცედ “იჯდა” ლიდერთა ჯგუფში. ეს თავისთავად. დინამოელები თანდათან შედიოდნენ ნამდვილ საბრძოლ ფორმაში, სულ უფრო უახლოვდებოდნენ იმ სტაბილური თამაშის მაღალ დონეს, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი 15 ივლისის მატჩში მოსკოვის “ტორპედოსთან”.
ეს შეხვედრა ყველას გვახსოვს. თბილისის “დინამომ” შესანიშნავად ითამაშა და მით უფრო გასაკვირი იყო მისი მომდევნო წარუმატებლობა კუიბიშევში, სადაც გუნდი ყოვლად გაუმართლებლად დამარცხდა “კრილია სოვეტოვთან”. შეიძლება ეს წაგება შემთხვევითობისთვის მიგვეწერა, მაგრამ შემდგომი მატჩი თასზე წაგებულ იქნა მეორე ეშელონის წარმომადგენელთან — სვერდლოვსკის “ურალმაშთან”, ხოლო განვლილი შაბათის თამაშმა როსტოვის არმიელებთან თბილისის სტადიონზე ცსადყო, რომ ლაპარაკი სტაბილურ, მაღალ სპორტულ ფორმაზე ჯერ ადრეა.
როსტოველებმა სულ მალე მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. მათი უპირველესი მიზანი იყო გამოეთიშათ თამაშიდან დინამოელთა წამყვანი ფორვარდი მეტრეველი.
საამისოდ საგანგებო დავალება მიეცა აფონინს და ახალგაზრდა მცველმაც პირნათლად შეასრულა ეს ძნელი ამოცანა. მართალია, საამისოდ მას რამდენიმეჯერ დაჭირდა აკრძალული ხერხების არსენალიდან ესესხა ზოგიერთი ელემენტი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, მიზანი ზოგჯერ ამართლებს საშუალებას და აფონინმა ასეთი საშუალებით გამორთო თამაშიდან მეტრეველი.
ულიდერობა მაშინვე მძიმედ დაეტყო თბილისის “დინამოს”. ორგანიზატორის როლის შესრულება წინა ხაზზე ვერავინ ითავა. მესხმა თავისი როლი დაიყვანა იქამდე, რომ მთლიანად შესწირა 90 წუთი მალიხასთან “პირად ურთიერთობათა” გამორკვევას, მთელი თამაში ინდივიდუალურ გარღვევაზე გასვლას მოანდომა და გარდა იმისა, რომ ფაქტიურად გამოთიშული იყო კოლექტიურ მოქმედებათა გეგმას, ვერც ეს “ვიწრო” ამოცანა შეასრულა.
ასეთ პირობებში თამაშის სადავეები ხელთ უნდა ეგდო ნახევარდაცვას, რომელიც ამ დღეს ასეთი სოლიდური შემადგენლობით გამოიყურებოდა: ხურცილავა, სიჭინავა, ასათიანი. არც აქ გამოვიდა რამე. ხურცილავას გამთამაშებელი ჰავბეკის ფუნქციების შესრულებაზე არც უფიქრია, ასათიანი აბსოლუტური გულგრილობით და ინერტულობით ადევნებდა თვალს, თუ როგორ ფლობდნენ ინიციატივას მინდვრის შუაგულში როსტოველები, ხოლო სიჭინავას თამაში საერთოდ გაუგებარი იყო. ბურთის გაჩერება და ზედმეტი, ყოვლად უსარგებლო ტარება იქ, სადაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად, ოპერატიულად, წამის დაუკარგავად, მისთვის კანონად იქცა. თავდამსხმელები სიჭინავასგან გადაცემას ღებულობდნენ მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე დაცვა მთელი შემადგენლობით ასწრებდა ძალთა გადაჯგუფებას და საჭირო პოზიციების დაკავებას. სიჭინავას წამოწყებულ კომბინაციებში სრულიად გამორიცხულია მოულოდნელობისა და სიმწვავის ფაქტორი. იგი სისტემატურად აყოვნებს შეტევის განვითარებას.
ხეირიანად ითამაშა მხოლოდ დაცვამ, განსაკუთრებით, ძოძუაშვილმა. მან უფრო მეტი ხიფათი შექმნა როსტოველთა კართან, ვიდრე ზოგიერთმა ჩვენმა ფორვარდმა, თუმცა ერთი შემჩნევა მის მიმართაც უნდა გავაკეთოთ. ძოძუაშვილი კარგად ერთვის შეტევას და მოულოდნელ გარღვევაზე გადადის მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ბოლო გადაცემას ასრულებს არა სახიფათო ზონაში, ცენტრში, არამედ შორს, მარცხენა ფლანგისკენ, სადაც ამ დროს არ იმყოფება არავინ. ამის გამო მისი კარგი მანევრები ფუჭად მთავრდება ხოლმე.
კარში საიმედოდ ვერ იდგა ურუშაძეც. სანერვიულო და საშიში ამ მატჩში მას არაფერი ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი მეკარე თითქმის მუდამ უშვებდა ხელიდან უკვე აღებულ იოლ ბურთებს.
ერთი სიტყვით, თბილისის “დინამოს” თამაში არ გამოუვიდა, როსტოველებმა სავსებით დამსახურებულად აიღეს ქულა ამ მატჩში.
რ. ქორიძე.