«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 12.
8 июня 1968 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 20 градусов. 37000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян (оба — Баку), Н.Мамед-заде (Кировабад).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Петриашвили, Кикава (Илиади, 46), Г.Сичинава, Метревели (к), Гавашели, Месхи.
«Динамо» М.: Балясников, Долбоносов, Рябов, Зыков, Маслов (к), Суслов, Эштреков (Бобков, 76), Вшивцев (Авруцкий, 62), Козлов, Гусаров, Дудко.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 июня 1968 года:

Поиски продолжаются.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва). 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо». 8 июня. Ясно. 20 градусов. 37000 зрителей.
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян (оба — Баку), Н. Мамед-заде (Кировабад).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Петриашвили, Кикава (Илиади, 46), Сичинава, Метревели, Гавашели, Месхи.
«Динамо» (Москва): Балясников, Долбоносов, Рябов, Зыков, Маслов, Суслов, Эштреков (Бобков, 76), Вшивцев (Авруцкий, 62), Козлов, Гусаров, Дудко.
Дублеры — 0:1. Гол: Леонов.
Вероятно, трудно спорить с теми, кто причиной многих бед, происшедших в эти два месяца с серебряным призером прошлого года, считает отсутствие заболевшего Яшина. Оставшись без своего надежного стража ворот, словно бы осиротев, защитники потеряли былую уверенность, и это сразу сказалось: вице-чемпион проиграл половину матчей. Проиграл больше, чем за весь прошлый год.
Поэтому вполне понятны попытки тренеров отыскать наиболее надежный вариант состава защиты. Поиски эти еще не завершены.
Накануне в матче дублирующих составов ворота москвичей защищал Валерий Балясников. Высокий, прыгучий, смелый, он играл просто и надежно, выручая команду в самые критические моменты. Те, кто видел встречу дублеров, наверное, не удивились, увидев Балясникова на следующий день и в основном составе. Тренеры доверили ему место в воротах и, думаю, не ошиблись: дебютант вполне оправдал доверие. Экзамен он выдержал, уверенно действуя и на линии ворот, и на выходах. Лишь однажды, в самом начале матч выйдя далеко в сторону от ворот на перехват мяча, Балясников неожиданно выронил его, и подоспевший Метревели сделал прострельную передачу, но защитники отвели опасность от ворот.
Были в обороне москвичей и другие нововведения, которые могут быть объяснены лишь турнирным положением команды и переживаемым ею кризисом. Гусаров, один из главных диспетчеров команды, вчера фактически выполнял роль правого защитника и персонального опекуна Месхи. Почти весь первый тайм левый крайний тбилисцев провел пассивно, и, казалось, это давало возможность вернуть Гусарова на привычное место, попробовать наладить с его помощью игру в центре поля. Но и второй тайм Гусаров провел на фланге обороны. Справедливости ради следует заметить, что забот у него значительно прибавилось.
Если гости походили на команду, которая знает, что не может выиграть, но и не хочет проиграть, то хозяева поля тоже не очень рвались к успеху. Во всяком случае, они не показали большого умения и не проявили особого желания преодолеть форсированную оборону соперников. Третий матч подряд тбилисцы покидают поле, так и не забив ни одного мяча. Такое с командой бывает не часто. Не знаю, как в Алма-Ате и Ташкенте, вчера же грузинские динамовцы упустили несколько явных возможностей для взятия ворот. Особенно во втором тайме, который они провели лучше первого.
Передержки мяча в середине поля, которыми грешили до перерыва полузащитники, убивали в атаках главное — неожиданность. Когда атакующие достигали, наконец, штрафной площади, она оказывалась густо перенаселенной обороняющимися. И не случайно больше половины ударов по воротам приняли на себя защитники. Гости проще и быстрее проходили середину поля. И хотя при завершении атак, как правило, бывали в меньшинстве, тем не менее держали защитников хозяев в напряжении. Особенно много хлопот доставлял тбилисцам быстрый Эштреков, которому, правда, плохо помогали партнёры.
Нулевая ничья — наиболее справедливый итог этого бесцветного матча.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 июня 1968 года:

განა ესაა მოსკოვისა და თბილისის დინამოელთა მატჩი?
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 8 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მოსკოვი) 0:0.
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, მეტრეველი ქიქავა (ილიადი), გავაშელი, სიჭინავა, მესხი.
მოსკოვი: ბალიასნიკოვი, დოლბონოსოვი, რიაბოვი, ზიკოვი, მასლოვი, ეშტრეკოვი (ბობკოვი), ვშივცევი (ავრუცკი), კოზლოვი, გუსაროვი, დუდკო.
მსაჯი ტ. ბახრამოვი (ბაქო).
დუბლიორები — 1:0 მოსკოველთა სასარგებლოდ.
რაც ჩემი თავი მახსოვს ფეხბურთში, ჩვენი ყველაზე ძნელი და სახიფათო მეტოქე მოსკოვის “დინამო” იყო. იმ წლებშიც კი, როცა საკავშირო ჩემპიონატებში უდავო ჰეგემონია მოსკოვის არმიელებს ჰქონდათ, თბილისის “დინამოს” მაინც მოსკოველ თანაკლუბელებთან უჭირდა თამაში.
ამაში არაფერია გასაკვირი. მოსკოვის “დინამო” მუდამ უძლიერესი იყო. მახსენდება ამ გუნდის თავდასხმა — ტროფიმოვი, სავდუნინი, ბესკოვი, კარცევი, სოლოვიოვი. თავდასხმა მახსენდება იმიტომ, რომ მე მცველი ვიყავი და ჩემს კისერზე მაქვს გადატანილი ამ ხუთეულის წარმოუდგენელი სიმძლავრის შტურმი და მძვინვარება, მისი დახვეწილი კომბინაციები, უძლიერესი დარტყმები, მისი საშინელი შეტევა.
ვიმეორებ, თბილისის “დინამოს” ყველაზე ძნელი მეტოქეები მოსკოვის დინამოელები იყვნენ, მაგრამ არც ამ გუნდს ულხინდა ჩვენთან თამაში. მასაც ჰქონდა შიში, ნამდვილი სპორტული შიში ჩვენთან შეხვედრებში, მაგრამ ამ გუნდმა იცოდა საოცარი მობილიზება, ძალთა უკიდურესი დაძაბვა თბილისელებთან თამაშში და, როგორც წესი, იმარჯვებდა კიდეც.
ამიტომაა, რომ ახლაც, როცა ჩვენს სტადიონზე გამოდის მოსკოვის “დინამო”, საგანგებოდ ვემზადები ხოლმე. ვემზადები არა სათამაშოდ, როგორც უწინ, ვემზადები “მხოლოდ” საყურებლად.
და გულწრფელად გეტყვით: არასოდეს მინახავს მოსკოვის “დინამო” ასეთი სუსტი, როგორიც იგი შაბათს ვიხილე. თავი დავანებოთ იმას, რომ სატურნირო ცხრილში იგი ბოლოდან მესამე ადგილზე იმყოფებოდა, რაც თავისთავად კურიოზული ამბავია. რით განსხვავდებოდა 8 ივნისის მოსკოვის “დინამო”, ვთქვათ “ჩერნომორეცისგან” “კაირატისგან”, “პახტაკორისგან” და სხვა საშუალო გუნდებისგან? არაფრით, სულ არაფრით! არც ერთი კოლორიტული, გამოკვეთილი ფიგურა, არც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი. ეს იყო გუნდი, რომელიც სავსებით შეესაბამებოდა თავის მე-18 ადგილს.
და აი, თბილისის “დინამომ” ვერ შეძლო დაემარცხებინა ეს სუსტი მოწინააღმდეგე. ყოველგვარი მკვეხარობისა და გადაჭარბების გარეშე გეტყვით: ასეთი სუსტი მოსკოვის “დინამო” ხელში რომ ჩაგვეგდო ჩვენი დროის თბილისის “დინამოს”, შავ დღეს დავაყრიდით.
პირველი საყვედური ეკუთვნის თბილისელთა ნახევარდაცვას და, რა თქმა უნდა, სიჭინავას. სადავო არაა, რომ სიჭინავა დიდი ინდივიდუალური მონაცემების ფეხბურთელია და ბევრი შეუძლია, მაგრამ ასეთი თამაშით იგი სარგებელს ვერ მოუტანს თავის გუნდს. და აი, რატომ: არ შეიძლება ნახევარმცველმა,
განსაკუთრებით ახლა, თანამედროვე ფეხბურთის ტაქტიკური სქემების პირობებში, ასე ატაროს ბურთი მთელი შუა მინდვრის გაყოლებით და არ გამოიყენოს გრძელი, მოულოდნელი გადაცემები, არ შექმნას კოლექტიური თამაში მინდვრის შუაგულში.
სიჭინავა არ აძლევს პარტნიორებს თავისუფალი თამაშის საშუალებას, განუწყვეტლივ სთხოვს მათ ბურთს ახლო მანძილზე და ღებულობს მას მხოლოდ იმიტომ, რომ ინდივიდუალურად, დრიბლინგით წავიდეს წინ. ამასობაში იკარგება დრო, იკარგება სისწრაფე, მოულოდნელობის ფაქტორი, მეტოქე ასწრებს დაცვის რიგების ორგანიზებას.
ქიქავა ახალგაზრდა მოთამაშეა და კარგი მომავალიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ იგი მორიდებულად თამაშობს, ნერვიულობს და თითქმის ყველა გადაცემას მეტოქეს აბარებს. ქიქავას მეტი სითამამე და ყურადღების კონცენტრირება სჭირდება.
პეტრიაშვილის მიმართ პრეტენზიები არა გვაქვს, — მან თავისი დავალება შეასრულა.
თავდასხმაში, და არა მარტო თავდასხმაში, არამედ მთელ გუნდშიც წამყვან ძალას წარმოადგენენ ვეტერანები — მეტრეველი და მესხი. ორივე ჩვენი პირველხარისხოვანი ფორვარდი საუკეთესო ფორმაშია და მით უმეტეს საჭიროა მათი მაქსიმალურად გამოყენება. მესხიც და მეტრეველიც დინამოელთა თამაშის ორგანიზატორები არიან. მაგრამ მათაც აქვთ ნაკლი: ისინი ბურთს თხოულობენ ახლოდან, მცველების წინ, როცა კომბინაციები უნდა დაიგეგმოს გრძელ გადაცემებზე, მოპირდაპირე მცველების ზურგს უკან გასვლით, სწრაფი გარღვევების გამოყენებით. ეს კი არ ხდება.
თბილისის “დინამოს” თავდასხმის ცენტრი ხშირად რჩება ცარიელი იმის გამო, რომ გავაშელი ვერ წყდება თავის მეურვე მცველს, ვერ პოულობს თავისუფალ ადგილს და მუდამ ვიღაცის ზურგს უკანაა მოფარებული.
მაღალ ბურთებზე ლაპარაკიც ზედმეტია: ასეთ გადაცემებს ჩვენ სისტემატურად ვკარგავთ. შედარებით უკეთესია დაცვა. მას ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს გაშვებული მიმდინარე ჩემპიონატში და, ცხადია, ძლიერად თამაშობს. ძოძუაშვილი, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი საიმედო ხაზია, მაგრამ ურთიერთდაზღვევისა და მიშველების ელემენტები ზოგჯერ იშლება, — მცველებს არ ესმით ერთმანეთისა. ამა გარდა, მეკარე ურუშაძეც, ზოგჯერ ადუნებს ყურადღებას და მზად არ ხვდება მოწინააღმდეგის შეტევას.
სალაპარაკო და სასაყვედურო თბილისის “დინამოს” ახლანდელი თამაშის მიმართ ბევრია. მართალია, გუნდს ცუდი ადგილი არ უკავია გათამაშების ცხრილში, მაგრამ მაყურებელი და არც ჩვენ, ვეტერანები, კმაყოფილი არა ვართ. ცუდად ჩატარებული შეხვედრა მოსკოვის “დინამოსთან” ზემოთქმულის დადასტურებაა. ეს ტრადიციული მატჩი ტრადიციულ მეტოქესთან თბილისელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ.
ი. სარჯველაძე, სპორტის ოსტატი.