«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1966 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 32.
8 ноября 1966 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 14 градусов. 32000 зрителей.
Судьи: В.Бабушкин, Ю.Черников, С.Белов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Б.Сичинава, Челидзе, Шергелашвили, Петриашвили, Хартишвили, Илиади, Датунашвили, Метревели, Яманидзе (к), Месхи.
«Шахтер»: Коротких, Сорокин, Зима, Сальков (к), Дрозденко, Мизерный (Пилипчук, 65), Станкявичус, Бардешин, Ананченко, Евсеенко, Фадеев.
Гол:
1:0 Датунашвили — 55
Нереализованный пенальти: Датунашвили (85, мимо).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дела 3061, 3062)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 9 ноября 1966 года:

Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 1:0 (0:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 8 ноября. Ясно. 14 градусов. 32 000 зрителей.
Судья В. Бабушкин; судьи на линии Ю. Черников и С. Белов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Б. Сичинава, Челидзе, Шергелашвили, Петриашвили, Хартишвили, Илиади, Датунашвили, Метревели, Яманидзе, Месхи.
«Шахтер»: Коротких, Сорокин, Зима, Сальков, Дрозденко, Мизерный (Пилипчук — 65-я мин.), Станкявичус, Бардешин, Ананченко, Евсеенко, Фадеев.
Гол забил на 55-й минуте Датунашвили. Он же не реализовал 11-метровый.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 ноября 1966 года:

მეგობრული ჟესტი და… დაკარგული პენალტი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 8 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “შახტიორი” (დონეცკი) 1:0 (0:0).
“დინამო”: ურუშაძე, ბ. სიჭინავა, ჭელიძე, შერგელაშვილი, პეტრიაშვილი, ხართიშვილი, ილიადი, დათუნაშვილი, მეტრეველი, იამანიძე, მესხი.
“შახტიორი”: კორტკიხი, სოროკინი, ზიმა, სალკოვი, დროზდენკო, მიზერნი (პილიპჩუკი), სტანკიავიჩუსი, ბარდეშინი, ანანჩენკო, ევსეენკო, ფადეევი.
მსაჯი ვ. ბაბუშკინი (მოსკოვი).
დუბლიორები — 0:0.
მატჩის დღისთვის თბილისის “დინამოს” ერთობ არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა ჩემპიონატის ცხრილში: იგი “სადღაც” შუაგულში იმყოფებოდა. მაგრამ გარკვეული პერსპექტივები მას მაინც გააჩნდა: წინ არის გადამწყვეტი მატჩები და მასთან ერთად მარაგიც, რომლის შესაფერისი რეალიზაცია ჩვენს გუნდს საშუალებას მისცემს მჭიდროდ მიუახლოვდეს მოწინავე ჯგუფს.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ “სარეალიზაციო” მატჩს წარმოადგენდა შეხვედრა დონეცკის “შახტიორტან”, ეს გუნდი ჩვენზე წინ იმყოფება სატურნირო ცხრილში და გარდა ამისა, მან პირველ წრეში მოუგო თბილისის “დინამოს” (1:0). ამიტომ დინამოელებს სრული საფუძველი ჰქონდათ ეფიქრათ რევანშზე.
თამაშის დასაწყისმა ნათლად ცხადყო, რომ თბილისელები სერიოზულად იყვნენ განწყობილი სარევანშოდ. პირველივე 10 წუთის მანძილზე “შახტიორის” დაცვამ და მეკარე კოროტკიხმა ნამდვილი შტურმი გადაიტანეს თავიანთ საჯარიმო მოედანზე. ამასთან, სტუმრების კართან მოწოდებულ იქნა კუთხურების მთელი სერია. ფორვარდებს რომ თავი დავანებოთ, შეტევაში აქტიურად მონაწილეობდნენ ნახევარმცველები ხართიშვილი და ილიადი, ხოლო ბ. სიჭინავა სისტემატურად გადიოდა გარღვევაზე მარჯვენა ფრთიდან, საიდანაც მაღალ ბურთებს აწვდიდა კარის წინ. სოროკინი აშკარად ვერ უმკლავდებოდა მესხს. აქეთა ფლანგიდანაც საკმაოდ იყო გადაცემები ცენტრში. მაგრამ “დინამოს” იერიშს აკლდა მხოლოდ ერთი: ზუსტი დაბოლოება. კარგად გათამაშებული კომბინაციები და გარღვევები ფუჭად იკარგებოდა უმისამართო დარტყმების გამო. “შახტიორის” სახიფათო, მაგრამ მაინც ეპიზოდური კონტრშეტევები ვერ ცვლიდა საერთო სურათს.
გამარჯვება მოვიდა მხოლოდ მეორე ტაიმში. მესხის მორიგი გარღვევა 56-ე წუთზე დამთავრდა შორეულ ძელთან ჩაწოდებული ბურთით. დათუნაშვილი ძალზე ძნელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ჩვეულმა ინტუიციამ მას არც ამჯერად უღალატა და გოლი გატანილ იქნა — 1:0.
ეს გამარჯვება თბილისის “დინამომ” მძიმე ბრძოლაში მოიპოვა, თუმცა მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა განემტკიცებინა იგი. მატჩის დასასრულს დათუნაშვილი კარგ პოზიციაში გავიდა მესხის მიერ გადაწოდებული ბურთით და სალკოვმა ზედ კარის წინ მოცელა დინამოელთა მთავარი ბომბარდირი. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი.
გასაგებია ის მეგობრული ჟესტი, რომლითაც გუნდის წევრებმა მიმართეს დათუნაშვილს. მართალია, იგი არაა პენალტისტი, მაგრამ მეგობრებმა, ბუნებრივია, კოლეგიალური წინადადებით მიმართეს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერს შეესრულებინა 11-მეტრიანი: გაიტანე ეს გოლი და პირველი სნაიპერი ხარ! მაგრამ დათუნაშვილმა იჩქარა, ვერ გამოზომა დარტყმა და ბურთი კარს ააცილა. ახლა იგი კიეველ ა. ბიშევეცთან ერთად იყოფს ყველაზე შედეგიანი ფორვარდის წოდებას.
ბ. ქორქია.