«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 3:1 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 3:1 (2:0)

Чемпионат СССР 1966 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 35.
27 ноября 1966 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 15 градусов. 40000 зрителей. С 33-й мин. — электроосвещение.
Судьи: А.Зверев, А.Кишко, К.Смирнов (все — Ленинград).
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Рехвиашвили, Шергелашвили, Петриашвили, Г.Сичинава, Хартишвили, Асатиани, Метревели, Яманидзе (к), Месхи.
«Динамо» К.: Банников, Щегольков, Соснихин, Турянчик, Островский, Сабо, Медвидь, Бышовец (Пузач, 72), Серебряников, Биба, Хмельницкий.
Голы:
1:0 Метревели — 32
2:0 Асатиани — 38
3:0 Метревели — 72
3:1 Хмельницкий — ?

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дела 3061, 3062)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 ноября 1966 года:

Красивый реванш.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 3:1 (2:0). Тбилиси.
Стадион «Динамо». 27 ноября. Ясно. 15 градусов тепла. 40 000 зрителей. Электрический свет с 33-й мин.
Судья А. Зверев; судьи на линии А. Кишко и К. Смирнов (все — Ленинград).
«Динамо»: Котрикадзе, Б. Сичинава, Рехвиашвили, Шергелашвили, Петриашвили, Г. Сичинава, Хартишвили, Асатиани, Метревели, Яманидзе, Месхи.
«Динамо» (Киев): Банников, Щегольков, Соснихин, Турянчик, Островский, Сабо, Медвидь, Бышевец (Пузач — 72-я мин.), Серебряников, Биба, Хмельницкий.
На поле вышли старые, хорошо друг другу знакомые соперники, две первоклассные команды, известные высокой техникой и стремлением к атаке. Тбилисцы не забыли крупного поражения в Киеве и хотели взять реванш у соперника, который к моменту встречи был уже чемпионом.
Пульс матча вначале бился медленно, чувствовалась осторожность, может быть, даже нервозность. Обе стороны упускают выгодные положения: Месхи с близкого расстояния но попал в ворота, Хмельницкий опоздал на отличную прострельную передачу Серебрянникова.
Но вот постепенно команды берут себя в руки. Начинается острая, темповая, красивая борьба. Оба вратаря все время в игре. Им приходится не только парировать и ловить мяч, но и действовать на выходах.
Месхи после неудачных рейдов по краю начал часто появляться в центре поля. В паре с Метревели они проводят несколько тонких, техничных комбинаций, которые озадачили уверенных и опытных защитников киевского «Динамо».
В середине тайма игровое преимущество хозяев поля становится очевидным. На левом фланге активно действует Хартишвили, поддерживаемый полузащитниками. На 32-й минуте комбинация Метревели — Месхи закончилась сильным ударом по воротам. 1:0.
Несколько минут спустя Метревели хорошо прошел по правому флангу, передал мяч в середину, Асатиани спокойно обработал мяч и послал его мимо растерявшегося Банникова в сетку. Этот гол, собственно, и предопределил исход встречи.
После отдыха игра сразу началась в быстром темпе. Киевляне, действовали, слаженно и продуктивно.
Но вот штурм киевлян отбит, игра вновь выравнивается. Теперь уже Месхи остро действует на фланге, а полузащитники поочередно включаются в атаку по центру. Это расшатывает взаимосвязь игроков киевской обороны, в которой Соснихин действовал медленно, небрежно, позиционно неправильно.
За четверть часа до конца Метревели откликнулся на острую передачу Яманидзе, обошел Соснихина и довел счет до 3:0. Это было сделано очень красиво. Киевляне продолжали бороться, но попытки Сабо обстреливать ворота издалека ни к чему не привели. Только под самый конец Хмельницкий, получив передачу Пузача, сумел прорваться и поразить цель.
Со счетом 3:1 в пользу тбилисцев закончился матч, содержательный и красивый.
М. Мержанов.
(Наш спец. корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 ноября 1966 года:

ორი ჩემპიონის მატჩი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 27 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (კიევი) 3:1 (2:0).
თბილისი: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, პეტრიაშვილი, გ. სიჭინავა, ხართიშვილი, ასათიანი, მეტრეველი, იამანიძე, მესხი.
კიევი: ბანიკოვი, შჩეგოლკოვი, სოსნიხინი, ოსტროვსკი, საბო, ტურიანჩიკი, ბიშევეცი (პუზაჩი), სერებრიანიკოვი, მედვიდი, ბიბა, ხმელნიცკი.
მსაჯი ა. ზვერევი (ლენინგრადი).
ჩვენი რეცენზიის სათაურმა შეიძლება ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვიოს მკითხველში, ვინაიდან განვლილი მატჩის მონაწილეთაგან, რამდენადაც ვიცით, ჩემპიონი იყო მხოლოდ ერთი — კიევის “დინამო”.
მეორე ჩემპიონი ვიღაა?
უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს მეორე ჩემპიონად დავასახელოთ… თბილისის “დინამო”, 1964 წლის ნიმუშის “დინამო”, როცა იგი ამ უმაღლეს ტიტულს ფლობდა და მის შესატყვის ფორმაშიც იმყოფებოდა. მატჩის ხარისხი, შინაარსი, სიმძაფრე, სანახაობითი მხარე და ორივე მეტოქის კლასი შეესაბამებოდა ჩემპიონთაAკატეგორიას. დიდი ხანია ასეთი საინტერესო თამაში არ გვინახავს ჩვენს სტადიონზე და გამარჯვებულიც და დამარცხებულიც მხოლოდ ქების ღირსია.
კიევის “დინამო” თბილისელ მაყურებელს თავისი ძირითადი, საბრძოლო შემადგენლობით წარუდგა და საუკეთესოდაც ითამაშა. ეს ძალიან რთული და შინაარსიანი კოლექტივია, რომლის მრავალფეროვანი სამოქმედო სქემა დეტალურადაა დამუშავებული. სტუმრების ტაქტიკური ნახაზი შეიძლება გამოიხატოს ფორმულით 4-3-3, მაგრამ ეს მხოლოდ საერთი ფორმებში, მხოლოდ საწყისი განლაგებისას, თვით თამაშის დროს კი კიეველები ქმნიან მრავალსაფეხურიან სისტემას, სადაც თავდასხმას შეტევაში რეგულარულად ჰყავს მაშველი რეზერვი ბიბასა და საბოს სახით. გუნდის წამყვან, მარეგულირებელ ძალას უეჭვოდ წარმოადგენს ნახევარდაცვის ხაზი, რომელიც განუწყვეტელ მოქმედებაშია და კონტროლს აწესებს არა მარტო მინდვრის შუაგულზე, არამედ საკუთარი და მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნების ფარგლებშიც.
ასევე რთული თამაში აქვს ჩემპიონს დაცვაში, სადაც ზედმიწევნითაა დამუშავებული ურთიერთდაზღვევა და მოპირდაპირე თავდამსხმელების აყვანა ზონებში, შეტევის დაწყება ღრმა ზურგიდან და სხვა საფეხბურთო სიბრძნეები. თავდასხმას, როგორც ზევით ვთქვით, შეტევის დასასრულს არასოდეს აკლია მხარდაჭერა ნახევარმცველთაგან და აქცენტი გადამწყვეტი დარტყმისთვის კეთდება ბიშევეცზე. იგი მუდამ წინაა წაწეული. ბევრს მოძრაობს ფლანგებზე, ყოველთვის დამიზნებულია კარზე.
თბილისელებმა სწორად დაგეგმეს მატჩი ჩემპიონთან. პოზიციური ბრძოლა ბურთის ნელი გათამაშებით მათ წარმატებას არ მოუტანდა. ამიტომ აირჩია გუნდმა მაქსიმალური ტემპი, სრული სისწრაფე შეტევისას და ხშირი დრიბლინგი, როგორც მოწინააღმდეგე დაცვის დეზორგანიზაციის საშუალება. კოლექტივის თითოეულმა წევრმა საუცხოოდ ჩაატარა მთელი მატჩი და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. როგორც იქნა, ვიხილეთ თავისი ნამდვილი უნარის დონეზე თავდასხმის ცენტრში მეტრეველი, ხოლო გ. სიჭინავამ კიეველებთან ითამაშა ისე, როგორც მას შეუძლია — თანამედროვე საერთაშორისო კლასის ნორმაზე მთელ რიგ მომენტებში იგი შეუდარებელი იყო და, თანაც, ზედმეტი ინდივიდუალიზმით არ სცოდავდა.
მატჩს არ ჰქონია მოსაწყენი პროლოგი. ბრძოლას თავიდანვე უკიდურესად დაძაბული, საინტერესო ხასიათი მიეცა და უკვე მე-9 წუთისთვის შეიძლებოდა ანგარიში 1:1 ყოფილიყო. ჯერ მესხმა ვერ გამოიყენა მეტრეველის მიერ მოწოდებული ბურთი, ხოლო შემდეგ ხმელნიცკიმ ერთი ნაბიჯით დაიგვიანა ზედ კარის ხაზთან.
მართალია, ჩემპიონი ამ მატჩში ჩემპიონს ჰგავდა და სრული სიძლიერითაც თამაშობდა, მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო, რომ სისწრაფეში იგი ჩამორჩებოდა მეტოქეს და მცირე, სულ მცირე დროით ვერ ასწრებდა საჭირო კონტრზომების მიღებას პირისპირ, ინდივიდუალურ ბრძოლისას.
სწორედ ამ უნაკლო ინდივიდუალური საშემსრულებლო ხელოვნების ნიმუში იყო თბილისელთა მიერ გატანილი პირველი გოლი 32-ე წუთზე: გ. სიჭინავა მინდვრის სიღრმიდან დაიძრა, გადასცა ბურთი მესხს, მარცხენა გარემარბმა რთული ტექნიკური ელემენტი შეასრულა და კარის წინ გაიყვანა მეტრეველი, რომელმაც უმაღლესი ოსტატობით დაამთავრა ეს საუკეთესო კომბინაცია — 1:0.
6 წუთის შემდეგ მეტრეველმა ზუსტად გადააწოდა ბურთი ასათიანს, რომელიც ღიად აღმოჩნდა ბანიკოვის წინ — 2:0.
არც ერთი წუთით არ დამცხრალა ტემპი მეორე ტაიმშიც. კიეველებმა რამდენიმე მეტად სახიფათო კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დროსაც ძნელი ბურთების აღება მოუხდა კოტრიკაძეს, სრული დატვირთვით მუშაობდა დაცვა.
მიმდინარეობდა მატჩის 72-ე წუთი, როცა სტუმრების კარი კიდევ ერთხელ იქნა აღებული. მეტრეველმა რთულ სიტუაციაში მიიღო იამანიძის გადაცემა და შორ კუთხეში გააგზავნა ბურთი. ბანიკოვი უძლური იყო ეხსნა კარი ამ დარტყმისგან — 3:0.
გამარჯვება სრული და უაპელაციო იყო, მაგრამ კიეველებმა მაინც შეძლეს თავი ეხსნათ “მშრალი” ანგარიშით დამარცხებისაგან და მათ მიერ გატანილი ერთადერთი საპასუხო გოლიც უმაღლესი კლასის დონეზე იყო შესრულებული. მისი ავტორი გახლდათ ხმელნიცკი.
მატჩს თამამად შეიძლება ეწოდოს საუკეთესო სეზონში ჩვენს სტადიონზე და, დამარცხების მიუხედავად, მას არ შეულახავს ჩემპიონის პრესტიჟი. უბრალოდ, თბილისელები ამ დღეს შესანიშნავად თამაშობდნენ.
რ. ქორიძე.