«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 4:0 (1:0)

Чемпионат СССР 1961 года. Класс ‘А’. Финальный турнир за 1-10 места. Матч № 28.
11 октября 1961 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Буревестник». 30000 зрителей.
Судьи: К.Демченко, В.Подгорный, Б.Соловьев (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Чохели, Хочолава, Г.Сичинава, Хеладзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Яманидзе (к) (Зейнклишвили, 70), Месхи.
«Пахтакор»: Пшеничников, Таджиров, Моторин, Суюнов, Семенов, Мухин, Нерсесов (Азизходжаев, 70), Рахматуллаев, Красницкий, Тазетдинов (к), Беляков.
Голы:
1:0 Калоев — 29
2:0 Месхи — 50
3:0 Зейнклишвили — 82
4:0 Зейнклишвили — 88

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2954)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от октября 1961 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 октября 1961 года:

ბრძოლა ერთადერთი პრიზისათვის.
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 11 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “პახტაკორი” (ტაშკენტი) 4:0 (1:0).
“პახტაკორი”: პშენიჩნიკოვი, ტაჯიროვი, მოტორინი, სუიუნოვი, სემიონოვი, მუხინი, ნერსესოვი (აზიზხოჯაევი), რახმატულაევი, კრასნიცკი, ტაზეტდინოვი, ბელიაკოვი.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ჩოხელი, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე (ზეინკლიშვილი), მესხი.
მსაჯი: კ. დემჩენკო (მოსკოვი).
თბილისის დინამოელები საკმაოდ პასიური მაჩვენებლებით წარსდგნენ 11 ოქტომბერს თავიანთ გულშემატკივართა წინაშე. მართლაც, ოთხმა წაგებამ ზედიზედ, რომლებიც მათ განიცადეს სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ეტაპზე, გუნდი საგრძნობლად დასწია უკან. მათგან, რა თქმა უნდა, ყველაზე დასანანია სტალინოში განცდილი მარცხი სსრ კავშირის თასზე, ვინაიდან, როგორც გათამაშების შემდგომმა მსვლელობამ ცხადყო, ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვების შემთხვევაში საუკეთესო პერპექტივები ჰქონდათ ფინალისათვის.
სადღეისოდ თბილისის “დინამომ” შეინარჩუნა ერთადერთი შანსი 1961 წელს გამოიჩინოს რაიმეთი თავი. ესაა ყოველკვირეული დამატება “ფუტბოლის” პრიზი, რომელიც დაწესებულია დიდი ანგარიშით ყველაზე მეტი მატჩის მოგებისათვის. სწორედ განვლილ მატჩში ჰქონდათ დინამოელებს შანსი განემტკიცებინათ თავიანთი პოზიციები აღნიშნული პრიზის მოპოვებისათვის და ეს ამოცანა მათ წარმატებით გადაჭრეს.
მთელი დღის ნაწვიმარი, ატალახებული და დამძიმებული მინდორი საგრძნობლად უძნელებდა თამაშს ორივე გუნდს, მაგრამ თბილისელები გაცილებით უფრო ტექნიკურად ფლობდნენ ბურთს, სჯობდნენ მოწინააღმდეგეებს სისწრაფეში და ინიციატივაც თითქმის მთლიანად მათს მხარეს იყო. “პახტაკორის” თავდასხმას მნიშვნელოვნად ეტყობოდა ის, რომ მას აკლდა მთავარი “ბომბარდირის”, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო “სნაიპერის” გ. კრასნიცკის გოლების თანაავტორი ს. სტადნიკი.
თბილისელთა პირველივე საიერიშო დაზვერვის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ მინდვრის შუაგულს ისინი საკმაოდ იოლად გადიოდნენ, მაგრამ გაცილებით ძნელი დასაძლევი იყო ცენტრალური ზონა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე, სადაც მოქმედებდა “პახტაკორის” გაორმაგებული ცენტრალური მცველი და წვიმის ვეება გუბე იდგა. შეტევა ძირითადად წარიმართა მესხის ფლანგიდან. მართალია, იგი ზედმეტად ერთობოდა დრიბლინგით და აჩერებდა ბურთს, მაგრამ გადაცემები კარის წინ ამ მხრიდან ხშირად მოდიოდა ცენტრში და როგორც მეკარე პშენიჩნიკოვს, ისე ცენტრალურ მცველს მოტორინს, განუწყვეტლივ უხდებოდათ ბრძოლაში ჩაბმა.
რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. მარცხენა ფრთიდან წამოწყებული იერიშის შემდეგ თავდამსხმელებმა ბურთი გაითამაშეს ცენტრში და კალოევმა ზუსტი დარტყმით გაგზავნა იგი ბადეში — 1:0. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა პირველ ტაიმში, თუმცა 41-ე წუთზე მასპინძელთა კარი აშკარა საშიშროების წინაშე იდგა: კოტრიკაძე საჯარიმო მოედანს გარეთ გამოვიდა ბურთის მოსაგერიებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეს მოახვედრა იგი და რიკოშეტით უკუგდებული ბურთი სულ მცირე მანძილით აცდა ძელს.
მეორე ტაიმი თბილისელებმა გაცილებით უფრო გეგმიანად და შედეგიანად ჩაატარეს. ჯერ კიდევ მე-5 წუთზე იამანიძის მიერ მარცხნივ ძლიერად გადაცემული ბურთი მოხვდა მესხს და კარისკენ წავიდა, რომელიც პშენიჩნიკოვმა ღიად დატოვა წინდაუხედავი გამოსვლის შედეგად. ბურთმა “მშვიდობიანად” გადასერა კარის საზი და ბადესთან შეჩერდა — 2:0.
მალე ორივე გუნდში მოხდა ცვლილება. კერძოდ, დაშავებული იამანიძის ნაცვლად “დინამოს” თავდასხმაში შემოვიდა ზეინკლიშვილი. შეიძლება იგი საერთო ურთიერთმოქმედებაში ჩამორჩებოდა თავის წინამორბედს, მაგრამ კარის იერიშში კი სავსებით გამართლებულად და აქტიურად მოქმედებდა. 37-ე წუთზე მან ძნელი მდგომარეობიდან დაამთავრა მელაშვილისა და კალოევის მიერ გათამაშებული კომბინაცია, ხოლო 42-ე წუთზე კვლავ კალოევისაგან მიღებული ბურთი ძლიერი დარტყმით გაიტანა პშენიჩნიკოვის კარში — 4:0.
ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის “დინამოს” რეალური შანსი აქვს მოიპოვოს “ფუტბოლის” პრიზი.
რ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1961 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1961 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1961 года: