«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 0:0

Чемпионат СССР 1957 года. Класс «А». Матч № 19.
26 октября 1957 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо». 30000 зрителей.
Судья: К.Демченко (Москва).
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Элошвили, Дзяпшипа (Чохели), Хочолава, Киладзе, Рамишвили, Чкуасели, К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Яманидзе, Месхи.
«Динамо» К.: Лемешко, Соболев, Ерохин, Попович, Войнов, Юст, Грамматикопуло, Терентьев, Каневский, Коман (Коршунов), Фомин (к).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился, переписан.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Молодой сталинец».
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 27 октября 1957 года:

Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 0:0. 26 октября. Тбилиси. Стадион «Динамо». Судья К. Демченко (Москва).
Высокий темп, взятый обоими коллективами в начале матча, был выдержан до конца встречи. В первой половине состязания хозяева поля, атаковавшие в основном правым крылом, создавали много острых положений у ворот киевлян, но отличная игра вратаря гостей Лемешко не позволила тбилисцам добиться успеха.
Вторая половина встречи прошла в обоюдных атаках и также не дала результата. Состязание дублирующих составов, закончилось победой тбилисцев со счетом 2:0.
А. Буслаев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 октября 1957 года:

ანგარიში არ გახსნილა.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 26 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი) – 0:0.
“თბილისი: ს. კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშპა (ჩოხელი), ხოჭოლავა, კილაძე, რამიშვილი, ჭკუასელი, გაგნიძე, ღოღობერიძე, იამანიძე, მესხი.
კიევი: ლემეშკო, სობოლევი, ეროხინი, პოპოვიჩი, ვოინოვი, იუსტი, გრამატიკოპულო, ტერენტიევი, კამენსკი, კომანი (კორშუნოვი), ფომინი.
მსაჯი: კ. დემჩენკო (მოსკოვი).
გუშინდელ მატჩს კიევისა და თბილისის დინამოელთა შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისათვის. განსაკუთრებით საჭირო იყო ორი ქულა თბილისელთათვის, რომლებიც სწორედ კიევის “დინამოს” შემდეგ იმყოფებიან გათამაშების ცხრილში.
მატჩის პირველი 15 წუთი მეტად მძაფრ ურთიერთშეტევებში მიმდინარეობდა. მოწინააღმდეგეთა სამოქმედო გეგმა თითქმის ერთგვარი იყო: როგორც მასპინძლები, ისე სტუმრები თავიანთ ძირითად შემტევ ოპერაციებს მარჯვენა ფლანგიდან აწარმოებდნენ, სადაც ხშირად იგზავნებოდა ბურთი ჭკუასელისა და გრამატიკოპულოს მისამართით. კიეველების ამ ტაქტიკურ ვარიანტს სრული გამართლება ჰქონდა, ვინაიდან ძლიერ მარჯვენა ფრთას რეგულარულად ერთვოდა ვოინოვი და ზოგჯერ ფომინიც და ასეთ გაძლიერებულ შეტევას სულ ადვილად შეიძლებოდა გოლი მოჰყოლოდა.
თბილისელთა ფლანგური იერიშები, თუ შეიძლება ითქვას, უფრო იძულებითი ხასიათისა იყო, ვინაიდან მესხი ამ დღეს ერთობ ინერტულად იყო განწყობილი და არც ცდილა რამდენადმე მაინც აეღო თავის თავზე ინიციატივა.
15 წუთის დაძაბული ბრძოლის შემდეგ თანდათან გამომჟღავნდა თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა და კიეველთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, სადაც მცველმა და მეკარე ლემეშკომ მეტად ძნელ მდგომარეობაში შეძლეს საშიშროების ლიკვიდაცია.. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა მასპინძელთა იერიშები სულ უფრო მძლავრ ხასიათს ღებულობდა, თავდამსხმელები გადავიდნენ მოკლე, განივ გადაცემებზე. ბურთის განუწყვეტელი მოძრაობა ერთი მოთამაშიდან მეორისაკენ (და ხშირად მოწინააღმდეგისკენაც), მისი ზედმეტი ტარება, სხვადასხვა უსარგებლო ტრიუკები აჩერებდა თამაშის ტემპს, ანელებდა შეტევის სიმწვავეს და საშუალებას აძლევდა სტუმრებს წარმატებით მოეხდინათ სათანადო გადაჯგუფებანი დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებში.
პირველ 45 წუთს შედეგი არ მოჰყოლია – 0:0. მეორე ტაიმის დასაწყისში ჭკუასელი კარგად გავიდა მარჯვენა მხრიდან და შესანიშნავად გადასცა ბურთი ცენტრში, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა კიეველთა გარდა. ცოტა ხანში ზუსტად იმავე ადგილზე გაიჭრა გაგნიძე და ძლიერად დაარტყა კარში. ლემეშკომ შეძლო ძნელი ბურთის აღება.
მალე თბილისელთა თამაშში ისევ თავი იჩინა არაზუსტმა გადაცემებმა, ბურთის ხშირმა გაჩერებამ. სისტემატურად ტოვებდა თავის ადგილს მარჯვენა ნახევარმცველი კილაძე და იყო ეს საჭირო თუ არა, გადიოდა წინ. კიეველები მაშინვე აძლევდნენ ბურთს თავისუფლად დარჩენილ მოთამაშეს და ყოველ ასეთ შემთხვევაში მასპინძელთა დაცვა მცირერიცხოვანი ძალებით ებრძოდა მოწინააღმდეგეს და განმეორებითი შეტევა სტუმართა კარზე საგრძნობი ხნით იგვიანებდა.
გავიდა 20–25 წუთი და თამაშმა დაკარგა ინტერესი, ბურთი იშვიათად აღწევდა საჯარიმო მოედანს, ხშირად გადიოდა ხაზს გარეთ ან კარს იქით.
სურათი არ შეცვლილა გონგის შემდეგაც. მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს შედეგის მიღწევა და მატჩი დამთავრდა ფრედ – 0:0.
დუბლიორთა შეხვედრა, რომელიც შედგა 25 ოქტომბერს მოიგეს თბილისელებმა ანგარიშით 2:0.

Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 29 октября 1957 года:


Месяца два назад в этот перечень грузинские болельщики не без основания включали и свою команду – тбилисское «Динамо». Однако во втором круге футболисты столицы Грузии не оправдали возлагаемых на них надежд. Не далее как в минувшую субботу нам пришлось довольствоваться разрешением более скромного вопроса: сумеют ли динамовцы переместиться с седьмого на шестое место. Для этого им необходимо было победить своих киевских одноклубников.

Но выполнить эту задачу они не сумели. А ведь киевляне, хотя и выставили свой боевой состав (Лемешко, Соболев, Ерохин, Попович, Войнов, Юст, Граматикопуло, Терентьев, Каневский, Коман, Фомин), играли далеко не лучшим образом.
На протяжении всего матча ни одной из команд не удалось открыть счет. Не стоит себя утешать тем, что у тбилисцев для этого было значительно больше возможностей. Нереализованные шансы хуже, чем отсутствующие. Хозяева поля не сумели добиться успеха в основном из-за двух причин: излишней «возни» с мячом в завершающей фазе атаки и так называемой «мелкой игры», которую характеризуют короткие передачи мяча, мешающие развернуть атаку широким фронтом.
Динамовцы Тбилиси выступали в составе Котрикадзе, Элошвили, Дзяпшипа, Хочолава, Киладзе, Рамишвили, Чкуасели, Гагнидзе, Гогоберидзе, Яманидзе и Месхи.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>