«Динамо» (Тбилиси) — «Буревестник» (Кишинев) 0:3 (0:0)

Чемпионат СССР 1957 года. Класс «А». Матч № 21.
6 ноября 1957 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо». 20000 зрителей.
Судья: Н.Шевцов (Московская обл.).
«Динамо»: С.Котрикадзе, Элошвили (к), Чохели, Хочолава, Киладзе, Рамишвили, Квливидзе, К.Гагнидзе (А.Котрикадзе), Чкуасели, Яманидзе, Месхи.
«Буревестник»: Еремеев, Левкин, Самохин, Миргородский, Маркевич, Бутылкин, Фаламеев, Данилов, Коротков, Мухортов (к), Дерябин.
Голы:
0:1 Дерябин — 51
0:2 Данилов — 75
0:3 Данилов — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился, переписан.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 ноября 1957 года:

Матч в Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Буревестник» (Кишинев). 0:3(0:0).
Тбилиси. 6 ноября. Стадион «Динамо». Судья. Н. Шевцов (Московская обл.).
Кажется, впервые за многие годы матч динамовцев Тбилиси на их поле проходил при неполных трибунах. Неудача команды — ее слабая, бесцветная игра — послужила причиной тому, что тбилисские футболисты стали терять своих приверженцев. Вот и вчерашний матч против кишиневского «Буревестника» команда провела плохо, потерпела очередное поражение.
Вскоре после начала второго тайма молдавские футболисты добились успеха. Их левый крайний Дерябин, получив мяч вблизи ворот, забил первый гол. Минимальный счет держался долгое время, хотя динамовцы имели возможность сквитать результат. Минут за пятнадцать до конца встречи капитан «Буревестника» Мухортов хорошо вывел на удар правого полусреднего Данилова, который довел счет до 2:0. Тот же Данилов после гонга, обыграв двух защитников, забил еще один мяч.
Так со счетом 3:0 в пользу кишиневского «Буревестника» и закончился матч.
Встреча дублирующих составов не состоялась.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 ноября 1957 года:

სამარცხვინოდ წაგებული მატჩი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 6 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) – „ბურევესტნიკი“ (კიშინიოვი) – 0:3 (0:0).
“დინამო” – ს. კოტრიკაძე, ელოშვილი, ჩოხელი, ხოჭოლავა, კილაძე, რამიშვილი, ქვლივიძე, გაგნიძე (ა. კოტრიკაძე), ჭკუასელი, იამანიძე, მესხი.
“ბურევესტნიკი” – ერემეევი, ლევკინი, სამოხინი, მირგოროდსკი, მარკევიჩი, ბუტილკინი, ფალამეევი, დანილოვი, კოროტკოვი, მუხორტოვი, დერიაბინი.
მსაჯი: ნ. შვეცოვი (მოსკოვი).
გუშინდელი მატჩის დაწყების წინ სტადიონის ტრიბუნებზე მრავლად იყო თავისუფალი ადგილები. თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისის “დინამოს” კალენდარულ თამაშზე ცარიელი ყოფილიყო ტრიბუნა, მაგრამ იმათ, ვინც არ მოვიდა თბილისელთა მატჩზე კიშინიოვის “ბურევესტნიკთან”, ბევრი არაფერი დაუკარგავთ. მათ არ ნახეს მხოლოდ დინამოელთა უაღრესად სუსტი, უსუსური და ქაოტური თამაში, არ ნახეს მათი სამარცხვინო წაგება საკუთარ მინდორზე.
სტვენა ტრიბუნებზე წესრიგის დარღვევაა. მაგრამ როცა თბილისის “დინამო” მატჩის დამთავრების შემდეგ გვირაბისაკენ მიდიოდა, მთელი სტადიონი გამაყრუებლად უსტვენდა.
სხვაგვარად არც შეიძლებოდა აღშფოთების გამოხატვა მათი უხამსი თამაშის მიმართ და ძნელიცაა დააყვედრო გულშემატკივრებს ასეთი “წესრიგის დარღვევა”.
ეს იყო პირველობის ერთ–ერთი ყველაზე უინტერესო, უგეგმო თამაში. მისი ტაქტიკური შეფასება მხოლოდ ასე შეიძლება: “ურტყი და ირბინე”.
დინამოელთა თამაში ყოველმხრივ ხელს უწყობდა კიშინიოველებს. ისინი ძალისმიერ ბრძოლაში აშკარად ჯობნიდნენ მოწინააღმდეგეებს, მეტი მონდომებით იბრძოდნენ ბურთისათვის, ხოლო მინდვრის შუაგულში “დინამოს” ფიზიკურად მეტად სუსტ ნახევარმცველებთან მათ შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოვლად უგეგმო, უაზრო სირბილი, რასაც “ა” კლასის ფეხბურთის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. “დინამოს” თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს ვერც ერთი ხეირიანი კომბინაციის გათამაშება, ვერც ერთი რეალური საფრთხის შექმნა მეტოქის კართან.
ანალოგიური იყო მეორე ტაიმიც. კვლავ ბურთის ზედმეტი ტარება, არაზუსტი გადაცემები, შეჯგუფებული თამაში, რასაც ბოლოს დაერთო აშკარა, დაუფარავი უხეშობა, მსაჯთან კინკლაობა.
ერთი სიტყვით თბილისელთა გუნდს მთლიანად და ყოველ მის წევრს ცალ–ცალკე ამ თამაშისათვის სამართლიანად ეკუთვნით შეფასება – „2“.
სამი “მშრალი” გოლი კიშინიოველებმა სრულიად უბრალოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე გაიტანეს. პირველად ეს გააკეთა დერიაბინმა მე–9 წუთზე, შემდეგ დანილოვმა 30–ე წუთზე, ხოლო მატჩის დასასრულს იმავე დანილოვმა “დინამოს” რამდენიმე მცველი თავისუფლად მოატყუა და სულ ახლოდან “დაამრგვალა” ანგარიში – 3:0.
6 ნოემბერს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მარტო მწვრთნელების ცვლა საქმეს არ უშველის. საჭიროა ძირეული, კარდინალური ცვლილებების მოხდენა თვით გუნდის შემადგენლობაში.
თბილისის “დინამოში” უნდა ითამაშოს მხოლოდ იმან, ვინც ამის ღირსია.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>