«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Минск) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1955 года. Класс «А». Матч 01.
10 апреля 1955 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Ветер, ясно, 15 градусов. 30000 зрителей.
Судьи: Н.Хлопотин (Москва), В.Рамишвили (Тбилиси), Т.Бахрамов (Баку).
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Хочолава, Махарадзе, Даварашвили, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Хасая.
«Спартак»: Хомич, Голубев, Селицкий, Малявкин, Абрамович, Фомин, Мозер, Курнев, Егоров, Макаров (к), Голощапов.
Голы:
0:1 Абрамович — 24
1:1 Калоев — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 апреля 1955 года:

Две тактики.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Минск). 1:1 (0:1).Тбилиси. 10 апреля. Стадион «Динамо». Судья Н. Хлопотин (Москва).
Этого дня с нетерпением ждали десятки тысяч любителей футбола. Начался чемпионат страны. В первом же состязании в столице Грузии встречались два достойных соперника, которые с самой лучшей стороны показали себя в контрольных состязаниях. Все билеты на стадион были распроданы задолго до встречи. К радости любителей футбола воскресное утро выдалось безоблачное. Правда, дул сильный ветер, который грозил несколько усложнить игру, но в то же время сделал полезное дело— помог быстрее осушить размытое дождями поле.
Мяч установлен в центре поля. Команды занимают свои места. Составы их таковы: «Спартак» (Минск) — Хомич, Голубев, Силицкий, Малявкин, Абрамович, Фомин, Мозер, Курнев, Егоров, Макаров, Голощапов; «Динамо» (Тбилиси)— Маргания, Элошвили, Русадзе, Хочалава, Махарадзе, Даварашвили, Котрикадзе, К. Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе, Хасая.
У тбилисцев мы видим двух новых молодых игроков. Это выдвинутые из дублирующего состава Моисей Даварашвили и Гиви Хочалава. Первый — воспитанник 35-й средней школы, второй вырос в команде зугдидского «Динамо».
Матч начинается не в очень высоком темпе. Минчане, играющие в первом тайме по ветру, применяют в основном короткие передачи. Их полусредний нападающий Макаров оттянут глубоко назад и по существу является третьим полузащитником. В глубину поля часто отходит и второй полусредний Курнев, Остальные нападающие белорусской команды стремятся растянуть защитников по краям поля. Когда это им удавалось, немедленно следовала сильная передача на освободившееся место в центре, и туда устремлялись быстрые Мозер или Голощапов, а иногда кто-нибудь из полузащитников. Такая тактика требовала от игроков умения хорошо маневрировать по по-лю и очень точно передавать мяч.
Спартаковцы действовали довольно четко. Поэтому вначале им удалось навязать тбилисцам свой стиль игры.
Индивидуально динамовцы выглядели сильнее гостей. У хозяев очень активен Гогоберидзе, зачинатель большинства комбинаций. Но все атаки команды разбивались о стойкую оборону минчан. Было яв-но видно, что основная цель тбилисцев — развить максимально темп состязания и переиграть соперников в индивидуальной борьбе. Минчане же стремились снизить темп.
На 24-й минуте Абрамович получив мяч в центре поля, беспрепятственно приближается к штрафной площадке противника. Защитники «Динамо» держат каждый своего подопечного и не решается атаковать Абрамовича.. Последний производит удар, и мяч попав в штангу, влетает в нижний угол ворот. Счет открыт.
Начинается второй тайм. Теперь по ветру играют хозяева поля. Они еще больше усиливают темп. Дважды в выгодных положениях, в непосредственной близости от ворот, оказывается Калоев, но его удары неточны. Минчане используют каждую возможность для контратаки. Примерно за 13 минут до конца матча хозяева поля над которыми нависла реальная угроза поражения, усиливают натиск. Почти все игроки находятся на половине поля минчан. Спартаковцы всей командой переходят в оборону.
Развязка наступает на 80-й минуте. С подачи Хочалава, прошедшего с мячом по левому краю Калоев головой забивает в верхний угол ворот ответный гол.
Но и после этого минчане не меняют тактики. Они попросту стремятся снизить темп состязания. Встреча так и закончилась вничью, со счетом 1:1.
Матч дублирующих составов минчан и тбилисцев также прошла в напряженной борьбе, где также результат был 1:1.
Г. Акопов, В. Фролов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 апреля 1955 года:

პირველი მატჩი.
“დინამო” (თბილისი) – “სპარტაკი” (მინსკი)
გასული წლებისაგან განსხვავებით, წელს მაყურებლებს საშუალება აქვს ნახოს ორი თამაში ერთად – როგორც დუბლიორების, ისე ძირითადი შემადგენლობისა.
ასე მოხდა სეზონის გახსნის დღესაც. 10 აპრილს 13 საათსა და 30 წუთზე გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა და “დინამოს” თავდასხმის ცენტრმა ი. კურტანიძემ შეასრულა პირველი დარტყმა დუბლიორთა გათამაშებაში.
საფეხბურთო მოედანზე ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები ხელაძე, ჩიჩუა, მელაშვილი, იამანიძე, კურტანიძე, მესხი, მოხოვი, ბულიგინი, გალიკინი – მომავალი ოსტატები, რომელთაც სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში აჩვენეს კარგი მომზადება და ენერგიული თამაში. ანგარიში გახსნეს მინსკელებმა, მაგრამ შემდგომში კურტანიძემ გაათანაბრა იგი და მატჩი დამთავრდა ფრედ – 1:1.
მსაჯის ნ. ხლოპოტინის სასტვენზე თბილისის “დინამოს” და მინსკის “სპარტაკის” ოსტატები გამოდიან მწვანე მინდორზე.
“დინამო” – მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, ხოჭოლავა, მახარაძე, დავარაშვილი, კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე, ხასაია.
“სპარტაკი” – ხომიჩი, გოლუბევი, სილიცი, მალიავკინი, აბრამოვიჩი, ფომინი, მოზერი, კურნეევი, ეგოროვი, მაკაროვი, გოლიშჩაპოვი.
თამაში დაიწყო. გუნდები თავიდანვე, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე გადადიან შეტევაზე.
მინსკელებს ხშირად ეხმარება ძლიერი ზურგის ქარი. მე–18 წუთზე ღოღობერიძემ მოატყაუა ორი მცველი და დროზე გადასცა ღიად დარჩენილ კოტრიკაძეს. ამ უკანასკნელმა კი დაკარგა ბურთი, ცოტა ხანში მარჯვენა მხრიდან მოწოდებული ბურთი მიიღო კალოევმა და გადამწყვეტ მომენტში არაზუსტად, მაღლა დაარტყა.
თამაშის 25–ე წუთია. მოედნის შუაგულში ღოღობერიძემ დაარღვია წესი. სტუმრებს მიეცა საჯარიმო დარტყმის უფლება. ბურთი მიიღო ნახევარმცველმა აბრამოვიჩმა, რომელიც სწრაფად მიუახლოვდა მასპინძელთა საჯარიმო მოედანს. “დინამოს” მცველებმა დაუშვეს უხეში ტაქტიკური შეცდომა – აბრამოვიჩს არავინ არ შეებრძოლა და ყველამ კარისკენ დაიხია. მინსკელი შევიდა საჯარიმო მოედანში და კარში დაარტყა. მარღანია გადახტა, მაგრამ ბურთი მოხვდა გვერდით ძელს და ბადეში გაეხვია.
დინამოელები ჩქარობენ, ზოგ შემთხვევაში ზედმეტად ატარებენ ბურთს. მახარაძე ხშირად ტოვებს თავის ზონას და თავდამსხმელთა რიგებში ერევა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის სიახლოვეს, რაც მოთამაშეთა თავშეყრას იწვევს. ეს კი მნიშვნელოვნად უადვილებს სამუშაოს მისნკელთა დაცვას.
ერთხანს თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ტაიმის დასასრულს თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრების ნაღდი შესაძლებლობა დაკარგეს – ღოღობერიძე გავიდა მარჯვენა ფრთაზე და ცენტრში ჩააწოდა. კალოევმა კარის ხაზიდან 4 მეტრის დაშორებით მიიღო ბურთი, მაგრამ მის დარტყმას მოუსწრო ხომიჩმა და ბურთი კუთხურზე გადაიყვანა.
თამაშის მეორე ნახევარი ძირითადად “სპარტაკის” ნახევარზე ჩატარდა. ხშირად იყო შემთხვევები, როცა სტუმრების კართან თითქმის გამოუვალი მდგომარეობა იქმნებოდა, მაგრამ მცველები და ნახევარმცველები, რომელთაც აქტიურად ეხმარებოდნენ შუამარბები, ძალებს არ იშურებდნენ კარის
უვნებელყოფისათვის. თბილისელთა თავდამსხმელები ტაქტიკურად არასწორად თამაშობდნენ, რატომღაც ხშირად იხევდა უკან კალოევი, მოედანზე არ ჩანდა გაგნიძე. დიდი ხნის განმავლობაში დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობა უშედეგო იყო. სპარტაკელები ცდილობდნენ უპირატესობის შენარჩუნებას და განზრახ აჭიანურებდნენ დროს. პირველ ტაიმში უმოქმედოდ მყოფი ხასაია გააქტიურდა და მისი სწრაფი გარღვევები მოწინააღდეგეს ხშირად აყენებდა საფრთხის წინაშე.
“სპარტაკის” მცველები დიდი ხნის განმავლობაში მძიმე ბრძოლით იგერიებდნენ თბილისელთა იერიშებს. 37–ე წუთზე ხოჭოლავა გაიჭრა მარცხენა ფრთაზე და ბურთი ზუსტად ჩააწოდა სტუმრების საჯარიმო მოედანზე. კალოევმა ძლიერი თავური დარტყმით იგი კარში გაგზავნა – 1:1. გატანილი გოლის შემდეგ თბილისელები თითქმის მთელი გუნდით არიან შეტევაზე. ერთ–ერთ მომენტში ხომიჩი სტოვებს კარს, საჯარიმო მოედანსაც და ბურთისათვის გამოდის მოედნის სიღრმეში, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტშიც მინსკის მცველებმა შეძლეს ხიფათის უვნებელყოფა. მატჩის ბოლო წუთები თბილისელთა განუწყვეტელ იერიშებში მიმდინარეობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მატჩი დამთავრდა ფრედ და გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს ცხრილში.
თბილისის “დინამომ” თამაში ჩაატარა თავის შესაძლებლობაზე დაბლა. მოთამაშეები მოქმედებდნენ ჯგუფად, არ იგრძნობოდა კოლექტიურობა. მცველთა თამაში მხოლოდ მოწინააღმდეგის პერსონალურ დაჭერაზე, ზონალურ ურთიერთმოქმედების გარეშე, ხშირად ქმნის კართან სახიფათო მომენტს მაშინაც კი, როცა ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად და ძალების დაძაბვის გარეშე, რაც უფრო ყურადღებით მოეპყრობიან ქართველი ფეხბურთელები თავის ნაკლოვანებათა გამოსწორებას, მით უფრო ახლო იქნებიან ისინი რეალურ მიზანთან – ჩემპიონატში საპატიო ადგილის დაკავებასთან. გუნდში კურსი სწორადაა აღებული – ნიჭიერი ახალგაზრდობა გაამართლებს მათზე დამყარებულ იმედებს, საჭიროა მხოლოდ მეტი მონდომება, უკიდურესი ყურადღება და პასუხისმგებლობა თამაშის ყოველ, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მომენტში.
გ. ჟარკოვი, სპორტის ოსტატი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>