«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:2 (0:2)

Чемпионат СССР 1955 года. Класс «А». Матч 05.
8 мая 1955 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 20 градусов. 30000 зрителей.
Судья: И.Таланов (Ленинград), Мартиросян (Ереван), Хачатуров (Баку).
«Динамо» Тб.: Маргания (Кития, 22), Элошвили, Дзяпшпа, Сарджвеладзе, Махарадзе, Хочолава, А.Котрикадзе, Яманидзе, Куртанидзе, Гогоберидзе (к), Хасая.
«Динамо» К.: Макаров, Ларионов, Голубев, Попович, Юст, Михалина, Богданович, Терентьев, Зазроев (к), Коман, Фомин.
Голы:
0:1 Коман — 16
0:2 Сарджвеладзе — 17 (автогол)
1:2 Гогоберидзе — 66
2:2 Куртанидзе — 67
Примечание: гости подали протест на результат матча из-за отмены правильно забитого гола (судья посчитал, что гол был забит из офсайда). Протест отклонен.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 мая 1955 года:

Упущенное преимущество.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 2:2 (0:2).
Тбилиси. Стадион «Динамо». 8 мая. Судья И. Таланов (Ленинград).
После нескольких неудачно проведенных встреч обладатель Кубка сумел, наконец, показать свойственную ему слаженную игру. Киевляне действовали энергично и имели территориальный перевес. Защитникам тбилисцев было нелегко сдерживать атаки, которые вели с флангов быстрые крайние нападающие гостей Богданович (№ 7) и Фомин (№ 11), а с центра — капитан команды Зазроев (№ 9). Счет был открыт на 16-й минуте Команом. Через минуту Сарджвеладзе (№ 4) послал мяч в собственные ворота. Эта неудача внесла растерянность в игру хозяев поля, которая чувствовалась на протяжении оставшегося до перерыва времени. Вместо Маргания в ворота стал Кития, только что выступавший за дублирующий состав. Киевляне, видимо, успокоившись достигнутым, предпочли продолжать игру в спокойном темпе, стараясь как можно дольше контролировать мяч. Такая тактика оказалась неверной.
Правда, хозяевам поля после перерыва долгое время не удавалось добиться успеха, но в игре наступил перелом — киевляне упустили преимущество, игра выравнялась. После того, как на 66-й минуте Гогоберидзе с близкого расстояния забил первый ответный мяч, исправить положение гостям было уже трудно. На следующей же минуте снова возникает острый момент, и молодой центральный нападающий тбилисцев Куртанидзе ударом головы сравнивает счет. Только после этого киевляне активизируются. Но Зазроев и Терентьев бьют мимо ворот, а дважды трудный мяч парирует Кития.
Встречу дублирующих составов выиграли футболисты тбилисского «Динамо» со счетом 4:1.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 мая 1955 года:

“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი).
თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა გუნდის მიერ 1 მაისს სუსტად ჩატარებული თამაში და გასულ კვირას კიევის “დინამოს” წინააღმდეგ საფუძვლიანად გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. ამჯერად გუნდი ასე გამოიყურებოდა: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშპა, სარჯველაძე, მახარაძე, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, იამანიძე, კურტანიძე, ღოღობერიძე, ხასაია. კიეველები მოედანზე თავისი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდნენ – მაკაროვი, ლარიონოვი, გოლუბევი, პოპოვიჩი, იუსტი, მიხალინა, ბოგდანოვიჩი, ტერენტიევი, ზაზროევი, კომანი, ფომინი.
პირველი ათიოდე წუთის განმავლობაში გუნდები ფრთხილად ზვერავდნენ ერთმანეთს და მოწინააღმდეგის სუსტ ადგილებს ეძებდნენ, კარგა ხნის განმავლობაში არც კიეველებს, არც თბილისელებს არ ჰქონიათ გარკვეული, კონკრეტული გეგმა და თამაში ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა თბილისელთა კარი ორჯერ მაინც აღმოჩნდა რეალურ საფრთხის წინაშე – ჯერ ფომინმა, შემდეგ ზაზროევმა სულ ახლო მანძილიდან ვერ შეძლეს ზუსტად დარტყმა.
შემდგომში გამოირკვა, რომ თბილისის “დინამოს” თავდასხმა ფაქტიურად უმოქმედობდა და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა მოწინააღმდეგისათვის. კოტრიკაძე მარჯვენა ფრთაზე დიდი ხნის მანძილზე გამოთიშული იყო თამაშიდან და მას არც უცდია რითიმე დაერღვია თავისი “ნეიტრალიტეტი”. იამანიძე და კურტანიძე აგრეთვე შემოიფარგლნენ თავის ზონაში და მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე მონაწილეობდნენ თამაშში. ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალ დონეზე ჩაატარა მატჩი ღოღობერიძემ და მხოლოდ ხასაია მოქმედებდა მარცხენა ფრთაზე სრული მონდომებით და ძალით.
თამაშის მთელი სიმძიმე მასპინძელთა დაცვას დააწვა, რომელიც მოწინააღმდეგის განუწყვეტელი, სწრაფი იერიშებისაგან თანდათან აირდაირია და დაგეგმილი დაცვის ნაცვლად ბურთის სტიქიურ მოგერიებაზე გადავიდა.
მე–17 წუთზე ძიაპშპა მოედნის სიღრმეში გაჰყვა ზაზროევს, მაგრამ კიეველთა ცენტრალური თავდამსხმელის ნაცვლად აქ წააწყდა მახარაძეს, სანამ თბილისელები ერთმანეთს ებრძოდნენ, კომანმა მიიღო ბურთი, გავიდა წინ და მშვიდად გახსნა ანგარიში. მარღანიას არც უცდია ბურთის აღება – 1:0.
ზუსტად ორი წუთის შემდეგ კიეველებმა მარჯვენა მხრიდან შეუტიეს. ტერენტიევმა კარის წინ ჩააწოდა ბურთი, რომელსაც ფეხი დაუხვედრა სარჯველაძემ და საკუთარ კარში გაგზავნა – 2:0.
ეს ორი გოლი იმის ნათელი დამტკიცება იყო, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ და გულგრილად ეკიდება თბილისის “დინამოს” დაცვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ყოველ თამაშში თბილისელთა კარში გადის ბურთები, რომლებიც მიუტევებელია “ა” კლასის ოსტატთა გუნდისათვის.
ამის შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო აირივნენ. გუნდი არსებითად ორ “ბანაკად” გაიყო: თავდამსხმელები (გარდა ხასაიასი) იდგნენ ერთ მხარეს და უზრუნველად შეცქეროდნენ თუ როგორ თავისუფლად მოძრაობდნენ კიეველები მათ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. ნახევარდაცვა უკან იყო დაწეული და მათ შორის დარჩენილ ვრცელ ტერიტორიაზე შეუფერხებლად ბატონობდნენ სტუმართა ნახევარმცველები და თავდამსხმელები. თბილისელთა მცველები პერსონალურად იჭერდნენ მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს და თან დაყვებოდნენ მოედნის მთელ
სიგანეზე ყოველგვარი ურთიერთდაზღვევის გარეშე. მხოლოდ ელოშვილი უმკლავდებოდა ფომინს შედარებით წარმატებით.
შესვენების შემდეგ კიეველთა იერიშებმა კიდევ უფრო მეთოდური და მწვავე ხასიათი მიიღო. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზაზროევი – თავდასხმის ლიდერი და ორგანიზატორი, აგრეთვე კომანი, იუსტი და მიხალინა.
მთელი თამაშის მანძილზე კიეველები სისტემატურად მიმართავდნენ ერთ მარტივ ტაქტიკურ ვარიანტს, რომელიც ვერაფრით ვერ ამოხსნეს თბილისელებმა. სწრაფი ბოგდანოვიჩი სარჯველაძესთან ბრძოლაში ხშირად გადიოდა ფლანგზე და ბურთს აწოდებდა კარის გასწვრივ, რის შედეგადაც განუწყვეტლივ იქმნებოდა სახიფათო მომენტები. რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს ფომინმა, ტერენტიევმა, ზაზროევმა.
მე–20 და 21–ე წუთებზე კიევის “დინამოს” კართან ორჯერ გათამაშდა კომბინაცია და ორივე გოლით დამთავრდა. პირველად ღოღობერიძემ მიიღო ბურთი და ახლო მანძილიდან გაიტანა იგი, ხოლო შემდეგ იამანიძის მიერ მარჯვენა ფრთიდან მოწოდებულ ბურთს კურტანიძემ თავით ზუსტად შეუცვალა მიმართულება – 2:2.
თბილისელებმა მცირე ხნით გამოაცოცხლეს თამაში. მაგრამ გუნდის დაშლილი მექანიზმის აწყობა ძნელი აღმოჩნდა. კიეველებმა კვლავ ხელთ აიღეს ინიციატივა და განუწყვეტლივ უტევდნენ მოწინააღმდეგეს, სადაც დაცვა პანიკურად ებრძოდა ყოველ მათგანს. 35–ე წუთზე ბოგდანოვიჩი კვლავ გავიდა ფლანგზე და ბურთი გადასცა კარის წინ. ზაზროევმა და ფომინმა ფეხებს შუა გაატარეს იგი, ბურთი მიიღო ლარიონოვმა და ძლიერად დაარტყა კარში. კიტიამ, რომელმაც მარღანია შეცვალა პირველ ტაიმში, კარგად აიღო ძნელი ბურთი.
ორი წუთის შემდეგ ისევ ბოგდანოვიჩის გადაცემიდან კიეველებმა გაიტანეს ბურთი, მაგრამ გადაცემის მომენტში კომანი აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში, რაც დროულად აღნიშნა გვერდითმა მსაჯმა ა. ხაჩატუროვმა (ბაქო). თამაშის მსაჯი ნ. ტალანოვი (ლენინგრადი) დაეთანხმა თავის თანაშემწეს.
შეხვედრამ კიევის “დინამოსთნ” ცხადყო, რომ თბილისელები ჯერ კიდევ შორს არიან თავისი საბრძოლო ფორმიდან.
თბილისელთა დუბლშემადგენლობამ კარგად ჩაატარა თამაში კიევის თანაკლუბელთა წინააღმდეგ და გაიმარჯვა ანგარიშით 4:1.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>