«Динамо» (Тбилиси) — ЦДСА (Москва) 0:3 (0:1)

Чемпионат СССР 1955 года. Класс «А». Матч 04.
1 мая 1955 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Дождь, 15 градусов. 30000 зрителей.
Судьи: Э.Саар (Таллин), Т.Бахрамов (Баку), Г.Акобашвили (Тбилиси).
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Хочолава, Махарадзе, Даварашвили, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Яманидзе.
ЦДСА: Разинский, Порхунов, Башашкин (к), Перевалов, Фомин, АПетров, Агапов, Ванзел, Федоров, Емышев, Беляев.
Голы:
0:1 Ванзел — 44
0:2 Ванзел — 55
0:3 Беляев — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 мая 1955 года:

Дружные атаки армейцев.
«Динамо» (Тбилиси) — ЦДСА. 0:3 (0:1). 1 мая. Тбилиси. Стадион «Динамо». Судья Э. Саар (Таллин).
В чемпионатах прошлых лет команды ЦДСА и тбилисского «Динамо» играли между собой 24 раза и лишь 5 встреч завершились мирным ничейным исходом. В одиннадцати случаях побеждали армейцы, в восьми — динамовцы. 1 мая старые спортивные соперники вновь встретились между собой, и футболисты Центрального дома Советской Армии одержали еще одну победу— уверенную и заслуженную.
Сильный дождь, беспрерывно ливший с субботнего вечера и прекратившийся лишь перед самым матчем, не только усложнил задачу спортсменов, но как-то предопределил и самый характер игры. Динамовцы, лишившиеся возможности в полной мере использовать индивидуальные технические возможности нападающих, реже обычного угрожали воротам гостей. В успехе армейцев решающую роль сыграли отличная физическая подготовка игроков, большая работоспособность каждого из них и уменье вести дозволенную правилами силовую борьбу за мяч. Команда в целом и отдельные ее звенья провели матч с большим подъемом. В обороне умело руководил действиями партнеров капитан армейцев Башашкин. Много и плодотворно работали полузащитники, особенно А. Петров. Остро и комбинационно играла вся пятерка нападения, в которой на месте левого крайнего впервые выступая 20-летний воспитанник дублирующего состава Юрий Беляев..
В игре динамовцев не чувствовалось обычной слаженности. Неуверенно, с просчетами провели матч защитники: придерживаясь принципа персональной опеки соперников, она плохо подстраховывали друг друга, то и дело ставя под угрозу собственные ворота. В противоположность Башашкину, который действовал преимущественно в своей зоне (передоверяя, опеку перемещающегося с фланга на фланг Калоева кому-либо из партнеров), центральный защитник «Динамо» Русадзе часто нерасчетливо следовал за своим подопечным Федоровым (№ 9) вглубь поля, давая тем самым возможность полусредним и крайним нападающим. ЦДСА атаковать по центру. В результате такой ошибки защитников перед перерывом был открыт счет. Полусредний армейцев Ванзел оказался в штрафной площадке противника и беспрепятственно послал мяч в угол ворот.
Сразу же после перерыва динамовцы имели возможность отыграться. Безошибочно проведший весь матч вратарь армейцев Разинский взял несколько труднейших мячей. Когда на 59-й минуте Ванзел, перехватив подачу Петрова, головой забил второй гол, игра вновь пошла под знаком превосходства футболистов ЦДСА. Уже после гонга Беляев (№11) закрепил успех своей команды.
Встреча дублирующих составов из-за непогоды не состоялась.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 мая 1955 года:

ასეთი თამაშით წარმატებას ვერ მოვიპოვებთ.
საკავშირო კატეგორიის მსაჯის ე. საარის (ტალინი) ფინალური სასტვენის შემდეგ ანგარიშის აღმრიცხველ კოშკურებზე ეწერა 3:0.
ასე დამთავრდა 1 მაისის მატჩი თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა არმიის ცენტრალური სახლის გუნდებს შორის, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდნენ ფეხბურთის მოყვარულები: გაიმარჯვეს მოსკოველებმა.
საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის აღსავსეა მოულოდნელობებით, გაუმართლებელი პროგნოზებით, შემთხვევითობით, არც ერთი გუნდი არაა გარანტირებული მარცხისაგან. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გუნდს ყოველ მატჩში მოსთხოვო 2 ქულა, ისიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, მაგრამ ის, რაც თბილისის “დინამოს” გულშემატკივრებმა იხილეს 1 მაისის მატჩში, მათ უფლებას აძლევს სამართლიანი პრეტენზიები წაუყენონ გუნდს.
დინამოელები ერთნაირად ცუდად თამაშობდნენ პირველ წუთზე, როცა ანგარიში იყო 0:0, და 89–ე წუთზეც, როცა მოსკოველებს აქტივში 3 ბურთი ჰქონდათ, ხოლო მათ კვლავ 0. მართალია, წვიმიანი, ტალახიანი გრუნტი დიდად უშლიდა ხელს თამაშს, მაგრამ არმიელებმა კარგად გაითვალისწინეს ეს და თამაში წარმართეს გრძელი, მაღალი გადაცემებით, მთელი გუნდი მობილიზებული იყო შეუპოვარი ბრძოლისათვის. ყოველი მოთამაშე იბრძოდა ძალების დაუზოგავად, კოლექტიურად. დაშვებული თუნდაც სულ მცირე შეცდომა დაუყოვნებლივ სწორდებოდა ან თვით შეცდომის დამშვები მოთამაშის, ან მისი პარტნიორის მიერ. განუწყვეტელ მოქმედებაში იყო თავდასხმის ხუთეული, სრული დატვირთვით მუშაობდნენ ნახევარმცველები და მცველები.
სულ სხვა სურათს წარმოადგენდა დინამოელთა თამაში. მატჩის დასაწყისში გუნდი ცოტა ხანს მოქმედებდა გეგმის მიხედვით, შემდგომში კი, როცა თბილისელები სიძნელეებს წააწყდნენ, გეგმიდან არ დარჩა ნატამალიც კი. ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული იყო ნახევარდაცვის თამაში. არც მახარაძე, არც დავარაშვილი მჭიდროდ არ იჭერდა მოწინააღმდეგეს და არმიელთა შუამარბები ემიშევი და ვანზელი ფაქტიურად უმეთვალყუროდ იყვნენ მიტოვებული. განსაკუთრებით უსუსური იყო დავარაშვილი. მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ცენტრალური მცველის როლში მეტად სუსტია რუსაძე. იგი ხშირად უშვებს როგორც ტაქტიკურ, ისე ტექნიკურ შეცდომებს.
არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოსკოველთა კარისათვის “დინამოს” თავდამსხმელები. 90 წუთის მანძილზე მათ ფაქტიურად ერთხელ შექმნეს კრიტიკული მომენტი, როცა კ. გაგნიძემ სულ ახლო მანძილიდან სუსტად მიუგორა ბურთი მეკარეს. უნდა აღინიშნოს, რომ გაგნიძემ ბოლო ხანებში ძლიერ დაუკლო თამაშის კლასს და ტრაფარეტულად მოქმედებს.
ეს დამარცხება ფრიად მრავალმეტყველია. თუ “დინამოს” ფეხბურთელები ყოველი სიძნელის წინაშე ასე უნებისყოფოდ დაუშვებენ ხელებს, ასე გულგრილად შეხვდებიან ყოველ გატანილ ბურთს თავის კარში, ძალების მაქსიმალური, უკიდურესი დაძაბვით არ იბრძოლებენ გამარჯვებისათვის – განმეორდება გასული წლის სურათი.
წინაა საპასუხისმგებლო შეხვედრები როგორც საკუთარ მოედანზე, ისე მოსკოვში, ლენინგრადში, სტალინოში… თბილისის “დინამო” თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს რამდენიმე საწვრთნელი მატჩის მოგებით. თამაში და ბრძოლა
საჭიროა ოფიციალურ, კალენდარულ შეხვედრებში და არა ამხანაგურ შეხვედრებში შავი ზღვის სანაპიროზე.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>