«Трудовые резервы» (Ленинград) — «Динамо» (Тбилиси) 1:2 (0:1)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 07.
7 мая 1954 года. 19-00. Ленинград. Стадион им. С.М.Кирова. Ясно, 14 градусов. 40000 зрителей.
Судьи: В.Барашков, Г.Епихин (Москва), В.Солдатенков (Ленинград).
«Трудовые резервы»: Фарыкин (Пестов, 2т.), Шестаков, Донцов, Зонин, Горохов, Пономарёв, В.Цветков, Колобов, Соловьёв, Тенягин (к), Сочнев.
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе (Калоев, 46), К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Вардимиади, Тодрия.
Голы:
0:1 Гогоберидзе — 29
1:1 Цветков — 46
1:2 Антадзе — 75
Нереализованный пенальти: Соловьёв (78, вратарь).
Примечание: команда хозяев подала протест на результат матча (незасчитанный мяч в ворота оперника) — протест отклонен.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 мая 1954 года:

«Динамо» (Тбилиси)—«Трудовые резервы» (Ленинград).
2:1 (1:0). 7 мая. Ленинград. Стадион имени Кирова. Судья В. Барашков (Москва).
За 12 минут до конца игры при счете 2:1 в пользу тбилисцев последовал прорыв ленинградцев. Вратарь Маргания выбежал вперед, и в это время последовал удар. Оставшийся в воротах защитник отбил мяч руками. Судья назначил 11-метровый удар. Но ленинградец В. Соловьев пробил мяч в руки вратарю. Реальная возможность сквитать счет не была использована.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 9 мая 1954 года:

მარღანიამ აიღო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა.
“დინამო” (თბილისი) – “შრ. რეზერვები” (ლენინგრადი).
ლენინგრადი. 7 მაისი (ტელეფონით ჩვენი სპეციალური კორესპონდენტისაგან).
დღეს ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სტადიონზე თბილისის “დინამოსა” და ლენინგრადის “შრომითი რეზერვების” მატჩზე აუარებელმა მაყურებელმა მოიყარა თავი. კარგი ამინდი ხელს უწყობდა თამაშის ნორმალურ მსვლელობას.
ლენინგრადის გუნდი თამაშზე გამოვიდა შემდეგი შემადგენლობით: ფარიკინი, საფრონოვი, დონცოვი, ზონინი, გოროხოვი, პონომარევი, ცვეტკოვი, კოლობოვი, სოლოვიოვი, ტენიაგინი, სოჩნევი. თბილისელთა კარს იცავდა მეკარე მარღანია, მცველებად თამაშობდნენ ელოშვილი, რუსაძე და სარჯველაზე, ნახევარდაცვაში იყვნენ მახარაძე და ანთაძე, ხოლო თავდასხმაში – კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, ღოღობერიძე, ვარდიმიადი, თოდრია.
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. ლენინგრადელებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის კარზე, მაგრამ თანდათან ინიციატივა სტუმრების მხარეს გადავიდა და “შრომითი რეზერვების” კარი რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხეში. ერთ–ერთ კომბინაციაში (25–ე წუთზე) გაგნიძემ ადგილი შეიცვალა კოტრიკაძესთან, გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და ჩააწოდა ცენტრში. ღოღობერიძემ კარგად შეარჩია ადგილი და ბურთი შეუჩერებლივ გაგზავნა კარში – 1:0. თამაშის პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიშში ცვლილება არ მომხდარა.
შესვენების შემდეგ, უკვე მე–2 წუთზე ლენიგნრადელებმა მეტად სახიფათოდ შეუტიეს დინამოელთა კარს. კოლობოვი ბურთიანად გავიდა მარცხენა ფრთაზე, გადააწოდა კარში წინ, სადაც იგი მიიღო ცვეტკოვმა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 1:1. ცვლილება მოხდა ორივე გუნდის შემადგენლობაში. “შრ. რეზერვების” კარში ფარიკინი შეცვალა პესტოვმა, ხოლო “დინამომ” დაშავებული კოტრიკაძის ნაცვლად მოედანზე გამოიყვანა კალოევი. თამაში კიდევ უფრო გამოცოცხლდა. დინამოელებმა ზედიზედ გაითამაშეს ტემპიანი კომბინაციები. 28–ე წუთზე ლენინგრადელთა მხარეს დაინიშნა საჯარიმო დარტყმა მარჯვენა ფრთიდან. ღოღობერიძემ ძლიერი დარტყმით ბურთი გადააწოდა შორს, მარცხნივ. ბურთმა გადაუარა კარის წინ შეჯგუფებულ მოთამაშეებს. აქ იგი მიიღო ანთაძემ და თავით გაგზავნა კარში. ანგარიში გახდა 2:1.
აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა თბილისელთა კარი. თამაშის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე სარჯველაძემ მოწინააღმდეგის იერიშის უვნებელყოფის მიზნით ბურთი უკან გადასცა მარღანიას. გადაცემას მოუსწრო ცვეტკოვმა და დაეუფლა ბურთს. თბილისელთა მეკარე სწრაფად გამოვიდა კარიდან, მაგრამ ლენინგრადელმა დაასწრო და ცარიელ კარში დაარტყა. “დინამოს” ცენტრალური მცველი რუსაძე იძულებული იყო ხელით გაეჩერებინა ბურთი. თბილისელთა კარში დაინიშნა 11–მეტრიანი საჯარიმო. სოლოვიოვმა ძლიერად დაარტყა კარის დაბალ, მარცხენა კუთხეში, მაგრამ მარღანიამ ბრწყინვალე ნახტომით გადაარჩინა გუნდი აშკარა გოლს. ამის შემდეგ დინამოელები მსაჯის საფინალო სასტვენამდე უტევდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.
მატჩი ლენინგრადში დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1.
ანთაძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>