«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 0:2 (0:1)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 22.
9 августа 1954 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Пасмурно, 30 градусов. 30000 зрителей.
Судьи: В.Архипов (Москва), Г.Акобашвили, П.Челидзе (оба — Тбилиси).
«Динамо»: Кития, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Хасая, Гогоберидзе (к), Цагарейшвили (Калоев).
«Зенит»: Л.Иванов, Гартвиг, Самарин (к), Северов, Войнов, Кравец, Худояш, Марютин, Катровский, Виноградов (Добриков), А.Иванов.
Голы:
0:1 Войнов — 05
0:2 Худояш — 83

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 августа 1954 года:

Два матча.
Вчера в Москве и Тбилиси состоялись очередные игры команд класса «А».
Отлично провели встречу с тбилисскими динамовцами футболисты «Зенита». Лучшими на поле были полузащитники ленинградцев Кравец и Войнов. Последний не только нейтрализовал Гогоберидзе, но и сам помогал активно вести атаки. Первый гол был забит им на 5-й минуте. Неожиданный удар с 26 метров не смог парировать вратарь тбилисцев Кития. Второй гол забил Худояш. Общий счет 2:0 в пользу Команды «Зенит».

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 августа 1954 года:

მეცხრე დამარცხება.
9 აგვისტოს მატჩს თბილისის ,,დინამოსა” და ლენინგრადის ,,ზენიტს” შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისათვის, განსაკუთრებით თბილისელთათვის. ახლა, ჩემპიონატის დასასრულს, მათთვის გადამწყვეტია ყოველი ქულა, რათა გუნდა შეძლოს შეინარჩუნოს თუნდაც ის არასახარბიელო ადგილი, რომელიც მას ამჟამად უჭირავს. გარდა ამისა, დინამოელებს რევანშის აღების ბუნებრივი სპორტული მისწრაფებაც უნდა ჰქონოდათ.
დაიწყო თამაში, უკვე პირველმა წუთებმა ცხადყო, რომ სტუმრები მასპინძლებზე გაცილებით უკეთესად თამაშობდნენ. მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდნენ დინამოელები მოწინააღმდეგის კარს და ღოღობერიძემ კოტრიკაძის მიწოდებიდან თვით გაგზავნა კარის მიმართულებით ბურთი, რომლის აღება მეკარე ივანოვისათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. სამაგიეროდ ,,ზენიტის” შეტევა ხანგრძლივი, მოფიქრებული და მწვავე იყო. თავდამსხმელებმა ჯერ მარჯვენა ფრთაზე (ხუდოიაში, მარიუტინი) გაითამაშეს კომბინაცია, შემდეგ კი იერიშში ჩართეს მარცხენა ფლანგიც (ა. ივანოვი, ვინოგრადოვი) და ცენტრალური თავდამსხმელი კატროვსკი. თბილისელთა დაცვა მოწინააღმდეგის პირველივე იერიშს პანიკითა და არეული რიგებით შეხვდა, ამით მაშინვე ისარგებლეს ლენინგრადელებმა და ნახევარმცველმა ვოინოვმა მე-5 წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან ზუსტად და ძლიერად დაარტყა, მეკარე კიტიას ნახტომმა კარი ვერ იხსნა გოლისგან – 1:0.
გატანილმა ბურთმა კიდევ მეტი დეზორგანიზაცია შეიტანა თბილისელთა რიგებში, კიტია ნერვიულობდა, არაზუსტად აწოდებდა კარიდან ბურთს, ა. ივანოვის მიერ დარტყმული იოლი ბურთი მან ფეხებში გაუშვა და მხოლოდ ძელმა იხსნა კარი გოლისგან. თბილისელთა მცველები მჭიდროდ არ იჭერდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, უსისტემოდ, ანგარიშმიუცემლად იგერიებდნენ ბურთებს, მათ შორის არ იყო არავითარი ურთიერთდაზღვევა (ამაში განსაკუთრებით სუსტი იყო რუსეთი). კარის წინ შექმნილ უმძიმეს სიტუაციაშიც კი ელოშვილი და სარჯველაძე ბურთს ატარებენ და კიდევ უფრო ირთულებენ საქმეს. განსაკუთრებით უმწეოდ გამოიყურებოდა ამ დღეს ნახევრადდაცვა. მახარაძე და ანთაძე თითქმის ყოველთვის წაგებული გამოდიოდნენ ,,ზენიტის” შუამარბებთან ბრძოლაში, სავსებით მარტივ პოზიციაშიც კი მათი გადაცემების 90 პროცენტი ლენინგრადელებს მისდიოდათ ფეხში. ამას გარდა, მახარაძე ხშირად უსარგებლოდ, უდროო დროს გადადიოდა დრიბლინგზე, კარგავდა ბურთს დ ავერ ასწრებდა დაცვაში. ორივე ნახევარმცველის წყალობით ,,ზენიტის” თავდამსხმელებს ყოველთვის ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა თბილისელთა ნახევარზე.
ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა იდგა თბილისის ,,დინამოს” თავდამსხმელთა თამაში. 90 წუთის განმავლობაში ლ. ივანოვმა მხოლოდ ორი მეტად ადვილი ბურთი აიღო. კ. გაგნიძე თამაშიდან სრულიად გამოთიშა ნახევარმცველმა კრავეცმა, არ ჩანდა მოედანზე ღოღობერიძეც, იგი საფუძვლიანად ჩაკეტა ვოინოვმა. მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი სასარგებლო არ შეუქმნიათ ხასაიას და ცაგარეიშვილს, უნაყოფო გამოდგა კოტრიკაძის რამდენიმე სტიქიური იერიში მარჯვენა ფრთაზე.
მთელ ხუთეულს არც ერთი ეფექტური კომბინაცია არ გაუთამაშებია. როგორც კი რომელიმე თავდამსხმელს ბურთი ჩაუვარდებოდა, ოთხივე მისი პარტნიორი ჩაკეტილი იყო. და უაზრო, უგეგმო გადაცემებს მაშინვე ეუფლებოდნენ ზენიტელები.
სულ სხვაგვარად თამაშობდა ლენინგრადის ,,ზენიტი”. გუნდმა ერთიანი, მონოლითური კოლექტივის შთაბეჭდილება დატოვა, ყოველი ფეხბურთელი კეთილსინდისიერად, ოსტატურად ასრულებდა თავის მოვალეობას, ყოველი რგოლი მოქმედებდა გააზრებულად და შეთანხმებულად. ბრწყინვალედ ითამაშეს ნახევარმცველებმა, ვოინოვმა და კრავეცმა.
მეორე ბურთი ლენინგრადელებმა თამაშის დასასრულს გაიტანეს. კიტია ცუდად გამოვიდა მაღალ ბურთზე და ხუდოიაშთან ბრძოლაში ხელიდან გაუშვა იგი. ლენინგრადელმა არ დააყოვნა მისი კარში გაგზავნა.
მატჩი დამსახურებულად მოიგო ,,ზენიტმა” – 2:0.
ვ. ხეცურიანი

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>