«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 03.
14 апреля 1954 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 14 градусов. 30000 зрителей.
Судьи: Н.Балакин (Киев), Г.Русов (Ереван), И.Лобжанидзе (Тбилиси).
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе (Отарашвили, 83), К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Цагарейшвили.
«Торпедо»: Петров, Бычков, Марьенко, Архипов (к), Сенюков, Анисимов, Стрельцов, Иванов, Гулевский, Ильин, Чернецов (Вацкевич).
Голы:
1:0 А.Котрикадзе — 16
2:0 К.Гагнидзе — 54
2:1 Стрельцов — 73

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 15 апреля 1954 года:

Еще одна победа.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 2:1 (1:0). 14 апреля. Тбилиси. Стадион
«Динамо». Судья Н. Балакин (Киев).
Первые игры нынешнего чемпионата свидетельствуют о том, что наши лучшие нападающие повысили класс игры. Они теперь острее атакуют и увереннее бьют по воротам. В отчетной встрече, например, все три мяча были забиты после стремительных комбинаций, на большой скорости, без какой-либо подготовки к удару.
Судя по первой половине состязания, можно было предположить, что тбилисцы добьются легкой победы. Игра шла на половине поля гостей. Атаки хозяев поля следовали одна за другой. На 16-й минуте южане открыли счет, Котрикадзе (№ 7), завершая комбинацию, начатую полузащитниками, сильно пробил по воротам мимо выбежавшего навстречу вратаря и защитника. Мяч оказался в сетке. Будучи не в силах сдержать натиск динамовцев, автозаводцы часто нарушали правила. Но судья Балакин, хорошо, проведший эту трудную встречу, пресекал малейшую грубость футболистов.
В дальнейшем тбилисцы упустили еще несколько возможностей увеличить счет.
После перерыва Гагнидзе (№8), стремительно пройдя к воротам, отличным ударом забил второй гол, и тбилисцы явно успокоились. Автозаводцам удалось перехватить инициативу. Защитники южан часто необоснованно выходили вперед, увлекаясь индивидуальной игрой. Это дало возможность торпедовцам создать ряд опасных положений. На 28-й минуте молодой нападающий Стрельцов (№7), получив передачу от Гулевского, отквитал один мяч.
Москвичи атакуют еще настойчивее. Особенно активно играет Гулевский, которого с большим трудом сдерживают защитники хозяев поля. Но динамовцам Тбилиси удается удержать счет 2:1 в свою пользу, и они одерживают еще одну важную победу.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 апреля 1954 года:

დაძაბულ ბრძოლაში.
14 აპრილის მატჩმა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” შორის დიდი ინტერესი გამოიწვია ფეხბურთის მოყვარულთა შორის. თამაში დაიწყო “დინამომ”. ღოღობერიძემ მარცხნივ გადააწოდა ცაგარეიშვილს, მაგრამ თბილისელთა მარცხენა გარემარბს ბიჩკოვმა წაართვა ბურთი. ტორპედოელებმა მთელი მოედანი გადალახეს და საჯარიმო მოედანთან მიახლოებისას ივანოვმა ძლიერად დაარტყა კარში. მარღანიამ აიღო ბურთი, სწრაფად დააბრუნა ცენტრში და თბილისელები საფუძვლიან იერიშზე გადავიდნენ. “დინამოს” თავდამსხმელები “ტორპედოს” კართან ყოველი მხრიდან გადიოდნენ, აქ ღოღობერიძეს, კალოევს, გაგნიძეს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ თბილისელები ძლიერ “შეეჩვივნენ” მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს და კარში შეუჩერებელი დარტყმის ნაცვლად ბურთს დიდხანს, სანამ მოწინააღმდეგე არ მოუსწრებდა, ისწორებდნენ.
სწრაფი კომბინაციები განუწყვეტლივ ცვლიდა ერთმანეთს. მე–10 წუთზე მარცხენა ფლანგზე ბურთმა შეუჩერებლად იმოგზაურა ღოღობერიძე–ანთაძე–კალოევ–ანთაძის შორის და მცველებმა ძლივს მოიგერიეს იგი. წამის შემდეგ ისევ იმ ზონაში იქნა გათამაშებული კომბინაცია, ჯერ ცაგარეიშვილმა დაკარგა ბურთი, მერე – კალოევმა. ცოტა ხანში “ტორპედო” თავს უკვე მეორე მხრიდან იცავდა – კოტრიკაძე, გაგნიძე და მახარაძე. სტუმრებს თანდათან უჭირდათ კარის დაცვა. მე–15 წუთზე მახარაძე ბურთიანად გაიჭრა წინ, მას ილინმა უხეშად დაუდო ფეხი, მაგრამ მახარაძემ მაინც მოახერხა ბურთის გადაწოდება მარცხნივ. ღოღობერიძემ ბურთს მიმართულება შეუცვალა და კოტრიკაძემ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში გაიტანა პირველი ბურთი – 1:0.
თამაში გამწვავდა. გულევსკი ყოველ, სულ მცირე ხელსაყრელ შესაძლებლობასაც კი იყენებდა და მეტად სახიფათოდ უტევდა მოწინააღმდეგის კარს. ერთ–ერთ ასეთ მომენტში მარღანიამ ორჯერ ზედიზედ მიიღო მისგან დარტყმული ბურთი.
მოსკოველებმა ერთხანს გამოასწორეს თამაში, რისთვისაც “დამხმარე იარაღად” უხეშობას მიმართეს. ილინი, ივანოვი, სტრელცოვი, სენიუკოვი მეტად სახიფათოდ თამაშობდნენ, მსაჯი იძულებული იყო ყოველ წამს შეეჩერებინა თამაში მათ დასასჯელად. ერთ–ერთი ასეთი საჯარიმო შესანიშნავად გამოიყენეს დინამოელებმა. ღოღობერიძემ, როცა ამას არავინ მოელოდა, შორს მარცხნივ გადააწოდა ბურთი და ანთაძემ იგი ძირს დაუშვებლად კარის მაღალ კუთხეში გაგზავნა. მხოლოდ პეტროვის კარგმა ნახტომმა იხსნა გუნდი გოლისაგან.
დინამოელები ტაიმის დასასრულამდე არ მოსცილებიან “ტორპედოს” ნახევარს, შეტევაში სისტემატურად მონაწილეობდნენ ნახევარმცველებიც, მაგრამ მთავარს – შედეგს მათ ვერ მიაღწიეს.
თამაშის მეორე ნახევარი მოსკოველთა მძაფრი იერიშებით დაიწყო. უკვე პირველ წუთებში გულევსკი და ივანოვი მეტად სახიფათოდ გავიდნენ თბილისელთა კართან და მარღანიამ ორჯერ აიღო ძნელი ბურთი. დინამოელებმა სცადეს თამაშის აწყობა, მაგრამ პირველი ტაიმის ანსამბლიდან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი, კომბინაციები თავიდანვე წყდებოდა, ინდივიდუალურ ბრძოლას კი საერთო გეგმიანი თამაშის შექმნა არ შეეძლო.
მე–9 წუთზე კოტრიკაძემ მოედნის სიღრმიდან ბურთი გაგნიძეს გადასცა, გაგნიძე მოწყდა ადგილს და უდიდესი სისწრაფით გაიჭრა წინ, დიდი მანძილი გაიარა ბურთიანად და უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა – 2:0.
რამდენიმე წუთის შემდეგ ღოღობერიძემ კალოევის გადაცემა მიიღო, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მან გვერდიდან წამოსული ბიჩკოვის მოტყუებაც განიზრახა და ამასობაში ბურთი დაკარგა. ამ შემთხვევამ ახალი ძალები შემატა მოსკოველებს, ისინი კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდნენ, შესამჩნევად გააქტიურდა გულევსკი, რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს კარს სტრელცოვმა, ილინმა.
გუნდებში მოხდა ცვლილებები. “ტორპედოში” ჩერნეცოვის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ვაცკევიჩი, “დინამოს” დაშავებული კოტრიკაძე შეცვალა ოთარაშვილმა. მაგრამ თუ ტორპედოელი მაშინვე სრული ძალით ჩაება თამაშში, დინამოელი თავის ფრთაზე მოკალათდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც მორიდებულად ერეოდა თამაშში.
მე–15 წუთიდან მოყოლებული თბილისის “დინამოს” თამაში კიდევ უფრო გაუფერულდა. თავდასხმაში ორივე ფრთა უმოქმედოდ იყო, ამას დაემატა ის, რომ ელოშვილმა და სარჯველაძემ მოუკლეს ყურადღებას, გარემარბები შორიახლო მიატოვეს და ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგის იერიში სათავეში ჩაექროთ, მაშინ ებრძოდნენ მათ, როცა ბურთი სახიფათო ზონაში შემოდიოდა. შედეგმა არ დააყოვნა – 28–ე წუთზე ანთაძემ უკან მიაწოდა მცველებს ბურთი, აქ მას მოუსწრო სტრელცოვმა და ძლიერი დარტყმით ერთი ბურთი გაათანაბრა – 1:2.
თბილისელები ოდნავ გამოცოცხლდნენ თამაშის დასასრულისათვის, მაგრამ გონგის შემდეგ გულევსკი ოთხჯერ ზედიზედ ისეთ სახიფათო გარღვევაზე გავიდა, რომ “დინამოს” კარი ძლივს გადარჩა გოლს. მსაჯის საფინალო სასტვენისას ანგარიში 2:1 თბილისის “დინამოს” სასარგებლოდ არ შეცვლილა.
რამდენიმე სიტყვა გათამაშების ლიდერზე. თქმა არ უნდა, გუნდი ძლიერად, შეწყობილად თამაშობს. მწვრთნელმა ბ. პაიჭაძემ და კოლექტივმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ასეთი თამაში საჭიროა მთელი 90 წუთის განმავლობაში, გარდა ამისა, ახალგაზრდებს მეტი სითამამე და ენერგიულობა მართებთ, ხოლო მცველებმა წამითაც არ უნდა დაივიწყონ, რომ მათი პირველი მოვალეობა კარის დაცვაა და არა სახიფათო ტრიუკებით თავის გართობა, როგორც ამას ხშირად ხედავს მაყურებელი. ამ გარემოებას ყურადღება უნდა მიაქციონ მწვრთნელმაც და მოთამაშეებმაც.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>