«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Горький) 2:1 (2:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 16.
6 июля 1954 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Пасмурно, 30 градусов. 25000 зрителей.
Судьи: В.Барашков (Москва), Г.Акобашвили, Аколидзе (оба — Тбилиси).
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Н.Гагнидзе, А.Котрикадзе, Антадзе, Хасая, Гогоберидзе (к), Чкуасели (Тодрия).
«Торпедо»: Сухоставский, Половинкин, Дуганов (к), Белов, Бреньо, Родин, Варела, Афанасьев, Ефимов, Денисов, Матвеев. На замену: Лазарев.
Голы:
1:0 Антадзе — 19
2:0 Гогоберидзе — 23 (пен.)
2:1 Денисов — 82
Примечание: команда гостей подавала протест на результат матча (несправедливо отмененный гол) — протест отклонен.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 июля 1954 года:

В упорной борьбе.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Горький). 2:1 (2:0).
Тбилиси. 6 июля. Стадион «Динамо». Судья В. Барашков (Москва).
Отчетную встречу динамовцы провели значительно лучше предыдущей. Слаженно действовала линия нападения, где продуманной игрой отличался центральный нападающий Хасая. В течение всей первой половины игры динамовцы имели неоспоримое преимущество и, несмотря на самоотверженную игру защитников горьковчан, провели в их ворота два мяча.
На 19-й минуте Гогоберидзе прорвался по левому краю. Удар! Мяч попал в перекладину, отскочил прямо на Антадзе, и тот направил его в ворота. Через три минуты Гогоберидзе вместе с Чкуасели разыграли на левом краю еще одну комбинацию, после которой Гогоберидзе оказался в выгодном перед воротами положении. Но, прежде чем он успел ударить по мячу, центральный защитник гостей Дуганов схватил нападающего тбилисцев за руку, за что и был наказан 11-метровым ударом. Гогоберидзе увеличил счет до 2:0.
После перерыва гости действовали активнее, но попрежнему в их игре не чувствовалось остроты. Футболисты или передерживали мяч или очень неточно били по воротам. Динамовцы в свою очередь грешили неточными передачами, а в нападении Чкуасели часто передерживал мяч, подолгу готовясь к завершающему удару, Грубые ошибки динамовских защитников Элошвили и Н. Гагнидзе могли дорого обойтись команде. Защитники, напри-мер, плохо передавали мяч назад вратарю. Нападающие горьковчан нередко перехватывали мяч в непосредственной близости от ворот и лишь хладнокровие Маргания спасало положение. За 9 минут до конца встречи горьковчане провели один ответный гол. Варела обыграл Сарджвеладзе. Удар парировал Маргания, но находившийся тут же Денисов направил мяч в верхний угол ворот.
Оставшееся время проходило под знаком превосходства гостей. Мяч все время находился на штрафной площадке динамовцев. Подавалось несколько угловых ударов, но ни один из них не дал результата.
Динамовцы выиграли со счетом 2:1. Это их первая победа во втором круге.
В. Рамишвили, судья республиканской категории.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 июля 1954 года:

პირველი გამარჯვება მეორე წრეში.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (გორკი).
გუშინ ჩატარდა მორიგი კალენდარული მატჩი თბილისის “დინამოსა” და გორკის “ტორპედოს” შორის. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ შემდეგი შემადგენლობით: “ტორპედო” (გორკი) – სუხოსტავსკი, პოლოვინკინი, დუგანოვი, ბელოვი, ბრენინი, როდინი, ვარელა, აფანასიევი, ეფიმოვი, დენისოვი, მატვეევი (ლაზარევი). “დინამო” (თბილისი) – მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, სარჯველაძე, მახარაძე, ნ. გაგნიძე, კოტრიკაძე, ანთაძე, ხასაია, ღოღობერიძე, ჭკუასელი (თოდრია). მატჩს სჯიდა საკავშირო კატეგორიის მსაჯი ბარაშკოვი (მოსკოვი).
შეხვედრის პირველ წუთებში ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ორივე გუნდის მცველები მოწინააღმდეგე თავდამსხმელებს საჯარიმო მოედნამდე ებრძოდნენ.
თანდათან შესამჩნევი გახდა თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა. მე–12 წუთზე ანთაძემ მოედნის სიღრმეში წამოიწყო კომბინაცია, რომელიც შემდეგ ხასაიამ, ჭკუასელმა და ღოღობერიძემ განაგრძეს. საბოლოოდ ბურთი ჭკუასელს გადაეცა, რომლის დარტყმა აცდა კარს. “დინამოს” თავდამსხმელები მოედნის მთელ სიგანეზე გაიშალნენ და ყოველი მხრიდან თანაბარი ძალით უტევდნენ “ტორპედოს” კარს, სადაც სრული დატვირთვით მუშაობდნენ პოლოვინკინი, დუგანოვი, ბელოვი და ბრენინი. სტუმრების კართან ზედიზედ 3 კუთხური იქნა მოწოდებული, მაგრამ დინამოელებმა შედეგს ვერ მიაღწიეს.
გორკელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის ენერგიული იერიშები და შუამარბების აქტიური დახმარებით თამაში შუა მოედანზე გადაიტანეს. მალე ვარელა გაექცა სარჯველაძეს და კარგად მიაწოდა ეფიმოვს. ამ უკანასკნელმა ძლიერად დაარტყა კარში, მაგრამ მარღანიამ აიღო ბურთი.
21–ე წუთზე ღოღობერიძემ მიიღო ბურთი, გაუსხლტა მცველს და შორიდან მოულოდნელად დაარტყა კარში. სუხოსტავსკის ნახტომმა დაიგვიანა, მაგრამ ბურთი მოხვდა ზედა ძელს და მოედანს დაუბრუნდა. ანთაძემ დაასწრო მცველებსა და მეკარეს და ბურთი კარში გაგზავნა – 1:0.
რამდენიმე წუთის შემდეგ ღოღობერიძემ კარის წინ სულ მცირე ფართობზე სამი მცველი მოატყუა და მეკარეს შერჩა პირისპირ, ტორპედოელებმა სხვა ვეღარაფერი მოახერხეს და ხელით დაიჭირეს თბილისელთა კაპიტანი. 11–მეტრიანი საჯარიმო ღოღობერიძემ ზუსტად დაარტყა. 2:0.
“ტორპედოს” კარის შტურმი ტაიმის დასასრულამდე გაგრძელდა. თავდამსხმელებს ხშირად მახარაძეც უერთდებოდა, მაგრამ იგი ზედმეტად ერთობოდა დრიბლინგით, აჩერებდა ბურთს, რაც მოწინააღმდეგე მცველებს საშუალებას აძლევდა დაეკეტათ მისასვლელები კარისაკენ. რამდენჯერმე ჰქონდა ხელსაყრელი მდგომარეობა ჭკუასელს, მაგრამ ეს ძლიერი და ზუსტი დარტყმის მქონე ფეხბურთელი არ იყენებდა თავის უპირატესობას და კარში დარტყმის ნაცვლად განაგრძობდა ბურთის ტარებას. კარგად ითამაშა ხასაიამ. იგი სწრაფად, დიდ ტერიტორიაზე თამაშობს, აქტიურად მონაწილეობს კომბინაციებში.
ამ ხნის განმავლობაში ტორპედოელები ძირითადად კარის დაცვით იყვნენ გართულნი, მაგრამ ერთხელ რუსაძემ უყურადღებოდ დატოვა ეფიმოვი და შემდეგ თვითონვე გაჭირვებით წაართვა მას ბურთი და მეორედ ვარელას მიერ კართან კარგად ჩაწოდებულ ბურთს ვერ მოუსწრეს მისმა პარტნიორებმა.
მიუხედავად თბილისელთა დიდი უპირატესობისა, ტაიმის დამთავრებამდე ცვლილება ანგარიშში არ მომხდარა.
მეორე ნახევარში “ტორპედომ” მარცხენა ფრთაზე ლაზარევი გამოიყვანა, რომელიც კარგა ხანს უსაქმოდ იდგა – თამაში კვლა სტუმრების კართან მიმდინარეობდა. ისევ არ იყენებს რამდენიმე შესაძლებლობას ჭკუასელი, ახლო მანძილიდან ააცილა კარს კოტრიკაძემ.
რთული კომბინაცია ჩაატარეს “დინამოს” თავდამსხმელებმა მე–5 წუთზე: ხასაია–კოტრიკაძე–ხასაია–ღოღობერიძე–ანთაძე. სუხოსტავსკიმ შეძლო ძლიერად დარტყმული ბურთის მოგერიება.
ისევე, როგორც პირველ ტაიმში, სტუმრებმა გაუძლეს ამ იერიშებს და მერე თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. რამდენიმე მაღალ ბურთს იღებს მარღანია. მე–13 წუთზე ელოშვილმა თავის მეკარეს მიაწოდა ბურთი, მაგრამ დენისოვმა მიუსწრო გადაცემას, ჩაიგდო ბურთი და მარღანიამ გაბედული ნახტომით გადაარჩინა კარი რეალურ საფრთხეს.
საინტერესო შემთხვევა მოხდა თამაშის 66–ე წუთზე. ბურთი ჰქონდა ჭკუასელს, მან მოფიქრებულად გადასცა იგი სარჯველაძეს, რომელმაც შორიდან ძლიერად დაარტყა კარში. ბურთი მოხვდა ზედა ძელს, დაეცა მიწაზე, კვლავ მოხვდა ზედა ძელს და ისევ დაეცა დაბლა. მხოლოდ ამის შემდეგ მოუსწრო მას სუხოსტავსკიმ.
ტორპედოელთა კარი განუწყვეტლივ იმყოფებოდა საფრთხის წინაშე. ზედიზედ გადიან კართან ჭკუასელი და ანთაძე, ვერ იყენებენ კარგ შესაძლებლობას ხასაია და ღოღობერიძე. 29–ე წუთზე მოულოდნელად მეტად სწრაფად გავიდა კართან ხასაია, მაგრამ ბურთი კვლავ მეკარის ხელში აღმოჩნდა.
15–20 წუთის განმავლობაში “დინამოს” აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ თავდამსხმელებმა ეს დრო უნაყოფოდ გაატარეს მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს და ვერც ერთი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თბილისელები ძირითადად მარცხენა ფრთაზე თამაშობდნენ და კოტრიკაძე გამოთიშული იყო თამაშიდან.
36–ე წუთზე თამაშის სურათი მთლიანად შეიცვალა. სარჯველაძემ უმეთვალყურეოდ დატოვა ვარელა, რომელიც სწრაფად გავიდა კარისკენ. სარჯველაძემ გზა გადაუჭრა მოწინააღმდეგეს.
ვარელა დრიბლინგით გავიდა და კარში დაარტყა. მარღანიამ მოახერხა ბურთის უკუგდება, მაგრამ დენისოვმა მოუსწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა საპასუხო ბურთი – 1:2.
ამან აღაფრთოვანა სტუმრები და დარჩენილი 9 წუთის განმავლობაში ისინი არ მოსცილებიან “დინამოს” კარს. აქ თბილისელთა დაცვამ მშვიდი, კოლექტიური თამაშის ნაცვლად ბურთის უსისტემოდ მოგერიებას მიჰყო ხელი, ისინი ნერვიულობდნენ, ჩქარობდნენ, ჯგუფ–ჯგუფად მიდიოდნენ ბურთზე.
ნაცვლად იმისა, რომ მატჩი მოეგო დიდი ანგარიშით, თბილისის “დინამომ” მხოლოდ მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და გაიმარჯვა ანგარიშით 2:1.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>