«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 01.
4 апреля 1954 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 10 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Э.Саар (Таллин), Ю.Григорьев (Баку), В.Шавдия (Тбилиси).
«Динамо»: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Тодрия.
«Спартак»: Тучкус, Огоньков, Селицкий, Седов, Тимаков, Паршин (Исаев, 50), Татушин, Парамонов, Симонян, Дементьев (к), Ильин.
Голы:
1:0 Гогоберидзе — 45 (пен)
1:1 Татушин — 59
2:1 Калоев — 89

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 6 апреля 1954 года:

Победа динамовцев Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) — 2:1 (1:0). 4 апреля. Тбилиси. Стадион «Динамо». Судья Э. Саар (Таллин).
Наступил долгожданный для многочисленных любителей футбола день. Еще за несколько часов до начала встречи трибуны стадиона были заполнены зрителями, которых к 16 часам собралось свыше 40 тысяч. Под звуки спортивного марша команды выходят на парад. От имени спортивной общественности республики футболистов приветствует председатель Комитета по физической культуре и спорту при Совете Министров Грузинской ССР т. Мачабели. Капитаны команд — заслуженные мастера спорта Н. Дементьев и А. Гогоберидзе поднимают флаг соревнований.
Судья всесоюзной категории Э. Саар вызывает участников встречи. Цвета «Спартака» защищают: Тучкус, Огоньков, Силицкий, Седов, Тимаков, Паршин, Татушин, Парамонов, Симонян, Дементьев, Ильин. За «Динамо» выступают: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, Котрикадзе, К. Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе, Тодрия. Еще не истекла первая минута состязания, а оба вратаря вынуждены уже вступить в игру. Сначала Маргания пришлось парировать точный удар Парамонова, а через десяток секунд Тучкус перехватил в верхнем углу мяч от Гагнидзе. После 5 — 6 минут, проведенных командами в быстром, темпе и обоюдных атаках, чувствуется, что на игроках сказывается большая ответственность, первой официальной встречи. Некоторая скованность и отчасти нервозность приводит к частым погрешностям в передачах. Так, динамовцы завязывают несколько комбинаций на правом фланге, куда на помощь Котрикадзе часто перемещается Калоев. Однако последний очень неточен в передачах, отчего атаки, как правило, срываются.
Примерно в середине первой половины встречи спартаковцы, несколько освоившись с обстановкой, налаживают игру и добиваются заметного территориального перевеса. В один из моментов они выводят на прорыв Татушина. Следует навесная передача в штрафную площадку, где после неожиданного рывка свободным оказывается Ильин. Не давая упасть мячу, Ильин сильно бьет по воротам. Но мяч рядом со штангой уходит на свободный. На 24-й минуте небрежность вратаря чуть не стоила динамовцам гола. Поймав мяч, Маргания упускает его прямо в ноги Парамонову. Но прежде чем спартаковец пробил по пустым воротам, там оказался Сарджвеладзе. Рикошетом от ноги последнего мяч вновь вернулся к Парамонову, но ему помешали произвести повторный удар. Москвичи продолжают сохранять некоторое преимущество. На 36-й минуте они получают право на штрафной удар метров с 22, прямо против ворот. Но Маргания забирает мяч в нижнем углу ворот. Еще через минуту «Спартак» упускает реальную возможность открыть счет. Перехватив неточную передачу защитника динамовцев к вратарю, Ильин с близкого расстояния не попадает в ворота.
Несмотря на все старания, спартаковцам не удалось добиться успеха, а перед перерывом они пропускают первый мяч в свои ворота. Гагнидзе хорошо обвел двух защитников и стремительно вошел в штрафную площадку москвичей. Пытаясь его остановить, Седов играет рукой. Гогоберидзе с 11-метрового штрафного удара открывает счет. В самом начале второй половины игры москвичи производят замену: получивший повреждение Паршин уступает свое место Исаеву. Введя вместо полузащитника еще одного нападающего, спартаковцы усиливают натиск. Однако защитники «Динамо», в первую очередь Элошвили и Русадзе, ликвидируют многочисленные попытки гостей прорваться к воротам. И все же спартаковцам удается использовать один из моментов. Симонян выводит на удар переместившегося в центр Татушина, который точно завершает комбинацию.
Однако отсутствие полузащитника начинает сказываться на обороне спартаковцев. Игра выравнивается. Значительно активнее, чем раньше, действует правое крыло динамовцев (Гагнидзе Котрикадзе). Их хорошо поддерживают Гогоберидзе и Антадзе. Это вынуждает гостей оттянуть назад Парамонова. В оставшееся время игра проходит в обоюдных атаках. Звучит гонг. А счет по-прежнему —1:1.
Встреча, вероятно, так бы и закончилась вничью, если бы не оплошность вратаря «Спартака» Тучкуса, который, поймав мяч, выронил его. Набежавший Гогоберидзе из трудного положения сумел пробить по воротам.. Мяч попал в штангу. Но новый удар, на этот раз Калоева, принес динамовцам победу. Спартаковцы потерпели первое в этом сезоне поражение.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 апреля 1954 года:

ჩემპიონის დამარცხება.
“დინამო” (თბილისი) – ვ. მარღანია, ე. ელოშვილი, ჯ. რუსაძე, ი. სარჯველაძე, რ. მახარაძე, გ. ანთაძე, ა. კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, ზ. კალოევი, ა. ღოღობერიძე, ნ. თოდრია.
“სპარტაკი” (მოსკოვი) – ვ. ტუჩკუსი, მ. ოგონკოვი, მ. სილიცკი, ი. სედოვი, ო. ტიმაკოვი, ნ. პარშინი (ა. ისაევი), ბ. ტატუშინი, ა. პარამონოვი, ნ. სიმონიანი, ნ. დემენტიევი, ა. ილინი.
აპრილის პირველ რიცხვებში თბილისის ფეხბურთის მოყვარულებს ორი სადარდელი ჰქონდათ – სტადიონის ბილეთი და ამინდი. ბილეთზე კი ბევრი ხელცარიელი დარჩა, მაგრამ ამინდმა თანაუგრძნო გულშემატკივრებს. წინა დღეების თოვლიანი და წვიმიანი დარების შემდეგ 4 აპრილს – სსრ კავშირის ჩემპიონის მოსკოვის “სპარტაკისა” და თბილისის “დინამოს” მატჩის დღეს – ცა დილიდანვე მოიწმინდა.
სრულ 3 საათსა და 30 წუთზე “პირამდე” ავსებული სტადიონი ტაშით შეეგება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გუნდებს მოსკოვის “სპარტაკსა” და თბილისის “დინამოს”. ფეხბურთელებს წინ მიუძღოდნენ უფროსი მწვრთნელები, სპორტის დამსახურებული ოსტატები, სპარტაკელი ვ. სოკოლოვი და დინამოელი ბ. პაიჭაძე. ეს ორი განთქმული ფეხბურთელი თავის დროზე უშუალოდ ებრძოდნენ მწვანე მინდორზე ერთმანეთს – სოკოლოვი ცენტრალური მცველი იყო, ხოლო პაიჭაძე – ცენტრალური თავდამსხმელი. ისინი დღესაც სპორტული მეტოქეები არიან. ორივენი საგანგებოდ ამზადებდნენ თავის კოლექტივებს ამ საპასუხისმგებლო შეხვედრისათვის.
საკავშირო კატეგორიის მსაჯის ე. საარის სასტვენზე თამაში დაიწყო. ჯერ პარამონოვმა დაარტყა კარში, მაგრამ მარღანიამ აიღო ბურთი, მერე მეკარისგან მოწოდებული ბურთი სწრაფად გათამაშდა გაგნიძე–ღოღობერიძე–კოტრიკაძის შორის. სედოვმა თავით პირით ხაზს იქით მოიგერია ბურთი და კოტრიკაძის მიერ მოწოდებული კუთხური მაღალ ნახტომში აიღო ტუჩკუსმა.
პირველი თავბრუდამხვევი იერიშები, ეტყობა, ორივე გუნდმა მეტად სარისკოდ ჩათვალა ამ საპასუხისმგებლო შეხვედრისათვის და თამაში უფრო “ზომიერ” კალაპოტში ჩადგა. როგორც სტუმრები, ისე მასპინძლები ფრთხილობდნენ, ფხიზლად დარაჯობდნენ მოწინააღმდეგეს, თამაშობდნენ მოკლე გადაცემებით. საგრძნობი იყო მათი ნერვიულობა.
სადებიუტო ურთიერთ შეტევების შემდეგ ინიციატივა ხელთ აიღო “დინამომ”. თამაში ძირითადად მარჯვენა მხრიდან წარიმართა. გაგნიძე და კოტრიკაძე მოკლე, სწრაფი გადაცემებით ხშირად გადიოდნენ გარღვევაზე, მათ აქტიურად უმაგრებდა ზურგს მახარაძე და ხშირად ელოშვილიც. თამაშის მთელმა სიმძიმემ კარგა ხნით “სპარტაკის” საჯარიმო მოედნის მარცხენა კუთხის არეში გადაინაცვლა, მაგრამ “დინამოს” შეტევამ ამ ხნის განმავლობაში ერთფეროვანი და სტანდარტული ხასიათი მიიღო და მოსკოველებმა იოლად მოძებნეს მისი უვნებელყოფის გეგმა. ვინაიდან ღოღობერიძე და თოდრია თითქმის სრულიად იყვნენ გამოთიშული თამაშიდან, ხოლო კალოევი ეპიზოდურად მოწოდებულ ბურთებს კარგავდა, სილიცკიმ, ოგონკოვმა და ტიმაკოვმა მარცხნივ გადმოინაცვლეს და ჩაკეტეს მისასვლელები კარისკენ. ხუთივე სპარტაკელ მცველს კარგად აქვს დაზუსტებული კავშირი
ერთმანეთთან და დაზღვევა, ძლიერად თამაშობს მათი ახალი ცენტრალური მცველი სილიცკი.
დინამოელებმა დროზე ვერ მოძებნეს შეტევის სხვა ვარიანტი და თამაში მათ ნახევარზე გადმოვიდა. “სპარტაკის” თავდამსხმელები მოედნის მთელ სიგანეზე გაიშალნენ. ისინი კარის უშუალო სიახლოვეს იშვიათად გადიოდნენ, რადგან “დინამოს” მცველები ინდივიდუალურ ბრძოლაში ძლიერები იყვნენ.
მე–19 წუთზე სწრაფი ტატუშინი გაიჭრა წინ და მარცხნივ ჩააწოდა. ილინის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა კარს.
ტაიმის დასასრულს თბილისელებმა ისევ მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს. გაგნიძე რამდენიმე მცველს შორის მოექცა, მაგრამ მაინც მოახერხა კართან გასვლა. წაქცეულმა სედოვმა უკანასკნელ საშუალებას მიმართა და ბურთი ხელით დაიჭირა. 11–მეტრიანი საჯარიმო გაიტანა ღოღობერიძემ – 1:0.
მეორე ნახევარი ისევ “დინამოს” შეტევით დაიწყო. ამჯერად იერიშს უფრო მრავალფეროვანი ხასიათი ჰქონდა, მასში მარცხენა ფრთაც ჩაება, თავდასხმაში ჩაებნენ ანთაძე და მახარაძე, სრული ძალით ამოქმედდა ღოღობერიძე.
სტუმართა დაცვა მოფიქრებულად და ზუსტად თამაშობდა, მათ შეძლეს შეტევის მოგერიება და მალე თამაში მოედნის შუაგულში გადაიტანეს, სადაც შესანიშნავად თამაშობდა დემენტიევი. მალე მან გარღვევაზე გაიყვანა სიმონიანი. მოსკოველთა ცენტრალური თავდამსხმელი პირისპირ გავიდა მარღანიასთან, მაგრამ დროზე ვერ მოირგო ბურთი და ელოშვილმა ზედ კარის წინ ააცალა იგი.
მე–14 წუთზე ტატუშინი გადაცემის მოლოდინში წინ გაიჭრა და ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო. საარი ბურთს ჩამორჩა და ვერ შეამჩნია ეს მდგომარეობა (თუმცა გვერდითმა მსაჯმა ვ. შავდიამ ნიშანი დროზე მისცა). ტატუშინმა ნელი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
წარმატების შემდეგ “სპარტაკი” კიდევ უფრო გააქტიურდა. მოსკოველები კარგად არიან შეთამაშებული, ესმით ერთმანეთის, კომბინაციები სრულდება სწრაფ ტემპში. მეტად სახიფათოდ თამაშობენ გარემარბები ტატუშინი და ილინი.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, გაისმა გონგის ხმაც. თითქოს შეხვედრის შედეგი გარკვეული იყო, მაგრამ 88–ე წუთზე ღოღობერიძემ მიიღო ბურთი და გავიდა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე. აქ ტუჩკუსმა ვერ ითამაშა სწორად, ბურთი ხელიდან გაუშვა. ღოღობერიძის დარტყმა მოხვდა ძელს და მარცხნივ ასხლტა, კალოევმა მოუსწრო ბურთს და ძლიერი დარტყმით ბადეში გაგზავნა. თბილისელებმა მატჩი მოიგეს ანგარიშით 2:1.
რა გვიჩვენა პირველმა შეხვედრამ? რა თქმა უნდა, ჯერ ძნელია მსჯელობა გუნდების საერთო კლასზე, მაგრამ ზოგიერთი ნაკლოვანება თვალსაჩინო იყო მაყურებელთათვის. ფეხბურთელები თამაშობენ სწრაფად, მაღალ ტემპში, მაგრამ ხშირად კარგავენ ბურთს, არაზუსტად აწოდებენ ერთმანეთს, დროზე არ გადიან თავისუფალ ადგილზე. თუ უწინ ლაპარაკი იყო კარში არაზუსტ დარტყმებზე, ახლა ამას დაემატა ის, რომ კარში დარტყმების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. მარღანია და ტუჩკუსი ხშირად უსაფუძვლოდ ღელავდნენ – ორივე გუნდის თავდამსხმელები მათთვის “ვერ იმეტებდნენ” ბურთს.
5 აპრილს “დინამოს” სტადიონზე ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის “სპარტაკისა” და თბილისის “დინამოს” დუბლიორები. გაიმარჯვეს მოსკოველებმა – 2:1.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>