«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 2:0 (0:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 06.
1 мая 1954 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 25 градусов. 25000 зрителей.
Судьи: М.Дмитриев (Москва), Ю.Григорьев (Баку), Н.Сомхишвили (Тбилиси).
«Динамо»: Маргания (Саная, 46), Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Вардимиади, Тодрия.
«Крылья Советов»: Корнилов, Скорохов, Гаврилов, Ширяев, Карпов, Г.Горностаев, Редкин, Бровкин, Ворошилов (к), Н.Зайцев, Новиков. На замену: Кирш.
Голы:
1:0 Корнилов — 70 (автогол)
2:0 Тодрия — 86
Примечание: по ОП автогол забил Скорохов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 мая 1954 года:

Два мяча в свои ворота.
«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) — 2:0 (0:0).

1 мая. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья М. Дмитриев (Москва);
Оба мяча, определившие исход встречи, оказались в сетке ворот «Крыльев Советов» в результате технических ошибок, допущенных защитником и вратарем. За 20 минут до конца игры Гогоберидзе низом пробил по воротам. Мяч мог уйти за пределы поля, если бы Скорохов (№ 2) не послал его мимо вратаря Корнилова в сетку. Второй гол был забит после гонга. Левый крайний «Динамо» Тодрия, перекидывая мяч через вышедшего навстречу вратаря, попал в перекладину, Корнилов пытался перехватить отскочивший мяч, но упустил его в ворота.
Встреча проходила вяло и была мало интересной. С первых же минут стало очевидным, что и на этот раз волжане играют, оттянув назад одного из нападающих, и тем самым намного снижают остроту своих атак. Динамовцы, имевшие заметный территориальный перевес, долгое время не могли его использовать. Правда, в игре пятерки нападения, составленной по-новому (в центре играл Гогоберидзе, а на месте левого полусреднего — Вардимиади), было больше сыгранности, чем в предыдущих встречах. Тем не менее чувствовалось отсутствие на поле центрального нападающего. Гогоберидзе и Вардимиади играли, далеко оттянувшись в глубину поля, мало угрожали воротам противника, предоставив центральному защитнику гостей Гаврилову свободу действий в своей зоне. После перерыва Гогоберидзе и Вардимиади стали действовать на своих обычных местах. Одержав четвертую победу, динамовцы Тбилиси остались на третьем месте в турнирной таблице.
Г. Гаришвили, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 мая 1954 года:

საკუთარ კარში.
კუიბიშევის “კრილია სოვეტოვის” წინააღმდეგ თბილისის “დინამო” შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა. კალოევის მაგივრად ცენტრში თამაშობდა ღოღობერიძე, ხოლო მარცხენა შუამარბის ადგილი დაიკავა ვარდიმიადიმ. ანალოგიური ცვლილება ჰქონდათ სტუმრებსაც – მათი მარჯვენა შუამარბი ვოროშილოვი გადაყვანილ იქნა ცენტრალურ თავდამსხმელად.
თამაში უწყინარი დაზვერვით, დაბალი ტემპით დაიწყო. ბურთი კარგა ხანს მოედნის ცენტრში ტრიალებდა, ორივე გუნდის დაცვის ხაზს არ სცილდებოდა. მხოლოდ ერთი სწრაფი კომბინაცია გათამაშდა მე–5 წუთზე ღოღობერიძის, კ. გაგნიძისა და კოტრიკაძეს შორის, მაგრამ კუიბიშეველთა მცველებმა ბურთს თავის კართან უკანასკენლ მომენტში მიუსწრეს.
პირველი 15 წუთის განმავლობაში ორივე მეკარე უქმად იდგა კარში, არც კორნილოვი და არც მარღანია თავდამსხმელებს არ შეუწუხებიათ. მხოლოდ მე–15 წუთზე მოუხდა სტუმრების მეკარეს კორნილოვს ღოღობერიძის მიერ დარტყმული ბურთის აღება. ამის შემდეგ გავიდა კიდევ 10 წუთი და ანთაძემ მეორედ დაარტყა კარში. კუიბიშეველებმა მხოლოდ 30–ე წუთზე გაგზავნეს ბურთი კარისაკენ – მარჯვენა გარემარბის რედკინის ძლიერი დარტყმა სხარტი ნახტომით აიღო მარღანიამ, დანარჩენი დროის მანძილზე კარში დარტყმას ადგილი არ ჰქონია და მეკარეები თამაშში ერეოდნენ კარიდან მოშორებით, საჯარიმო მოედნის ფარგლებში.
მატჩი, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, უფერული გამოდგა. ინიციატივა ძირითადად თბილისელთა მხარეს იყო, მაგრამ მათ იერიშებს აკლდა სიმწვავე, კომბინაციები გადამწყვეტ ფაზაში იშლებოდა, გადაცემა არ იყო ზუსტი. ღოღობერიძის ცენტრში გადაყვანამ გამართლება ვერ ჰპოვა. საერთოდ იგი დიდი სამოქმედო დიაპაზონის მოთამაშეა, მოქმედებს ვრცელი რადიუსით და ყოველთვის წარმატებით აკავშირებს თავდასხმას დაცვასთან. ცენტრში იგი შეიზღუდა, მეცხრე ნომრის ლიმიტირებულ ზონას ვერ გასცდა და ნაკლები სარგებლობა მოუტანა გუნდს. კუიბიშეველთა ცენტრალური თავდამსხმელი ვოროშილოვი სხვაგვარად თამაშობდა. მან მოედნის სიღრმეში დაიხია და ძირითადად შუამარბის ფუნქციებს ასრულებდა, ხოლო ცენტრში მოქმედებდა ბროვკინი (#8).
ტაიმის დასასრულს დინამოელებმა გააძლიერეს იერიშები, მაგრამ თავდამსხმელები ჯგუფდებოდნენ კარის წინ და მოწინააღმდეგეს უადვილებდნენ კარის დაცვას. თამაშის პირველ 45 წუთს ანგარიში არ მოუცია.
მეორე ტაიმში თბილისელთა კარში მარღანიას ნაცვლად სანაია დადგა და მაშინვე მოუხდა თამაშში ჩაბმა. “დინამოს” კართან სახიფათოდ გაიჭრნენ ბროვკინი და ნოვიკოვი (#11) და მეკარემ მათ ფეხებიდან ააცალა ბურთი. ამის შემდეგ დინამოელებმა დიდი ხნით გადაინაცვლეს მოწინააღმდეგის ნახევარზე. “კრილია სოვეტოვის” კართან ზედიზედ შეიქმნა სახიფათო მდგომარეობა. გაგნიძეს, კოტრიკაძეს, ღოღობერიძეს ჰქონდათ ხელსაყრელი მომენტები, მაგრამ ისინი კარში დარტყმას აგვიანებდნენ და დროზე არ იყენებდნენ შექმნილ შესაძლებლობას.
“დინამოს” თავდამსხმელებს “წამოეხმარა” სტუმრების მარჯვენა მცველი სკოროხოვი. 24–ე წუთზე ვარდიმიადიმ თავით გადააწოდა ბურთი ღოღობერიძეს. თბილისელთა კაპიტანმა დაარტყა კარში, მაგრამ დარტყმა არ იყო ზუსტი და ბურთი ძელს იქით მიდიოდა. სკოროხოვმა ძლივს მოუსწრო კარის წინ მგორავ ბურთს, დაარტყა… და საკუთარ კარში გაგზავნა იგი. კორნილოვის ნახტომმა ბურთს მხოლოდ ხაზს იქით მოუსწრო. ანგარიში გაიხსნა – 1:0.
გოლს თამაშში ცვლილება არ შეუტანია. კუიბიშეველები კვლავ დაცვაში იყვნენ (ხშირად 7–8 კაცის რაოდენობით), თბილისელები კი განუწყვეტლივ, მაგრამ შეჯგუფებულად და უშედეგოდ უტევდნენ.
გაისმა გონგის ხმა. მატჩის ანგარიში თითქოს არ შეიცვლებოდა, მაგრამ კოტრიკაძემ კარგად გადასცა ბურთი ღოღობერიძეს, ამ უკანასკნელმა მარჯვნივ გადაინაცვლა, მცველები თან გაიყოლია და კარის წინ მიაწოდა თოდრიას, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში დაარტყა. ბურთი მოხვდა ზედა ძელს და ძირს დაშვებისას გადალახა კარის ხაზი. ამ დროს მას მოუსწრო კორნილოვის ნახტომმაც და მეკარე ბურთიანად შეგორდა კარში.
თამაში მოიგო თბილისის “დინამომ” – 2:0.
2 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის “დინამოსა” და კუიბიშევის “კრილია სოვეტოვის” დუბლიორები. მატჩი დამთავრდა კუიბიშეველთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1.
ეს იყო თბილისელთა სათადარიგო შემადგენლობის მეხუთე მატჩი. აქედან მათ წააგეს 4 შეხვედრა და მხოლოდ 1 დაამთავრეს ფრედ. ამ ფაქტისათვის გვერდის ახვევა არ შეიძლება, ოსტატთა რეზერვებს მეტი ყურადღება და მოვლა ესაჭიროება. გუნდში არიან ნიჭიერი, კარგი მომავლის მქონე ახალგაზრდები, მაგრამ მწვრთნელი მ. მინაევი მათთან სუსტად მუშაობს. შემადგენლობა ხშირად იცვლება, მოთამაშეებს უცვლიან ადგილებს. “დინამოს” ხელმძღვანელობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს დუბლიორებს.
დუბლიორთა შეხვედრები იმიტომ არის დანიშნული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შეინარჩუნონ სპორტული ფორმა და ყოველ შეჯიბრებაში აღიმაღლონ თამაშის კლასი. ეს კარგად უნდა ახსოვდეს გუნდის ხელმძღვანელობას.
ზ. ჯორჯაძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>