«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 1:2 (1:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 04.
19 апреля 1954 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Облачно, 15 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Э.Саар (Таллин), Н.Хачиян (Ереван), Г.Акобашвили (Тбилиси).
«Динамо» Тб.: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Тодрия.
«Динамо» М.: Яшин, Родионов, Крыжевский (к), Кузнецов, Байков, Савдунин, Шабров, Мамедов, Бондаренко, Сальников, Ильин.
Голы:
1:0 А.Котрикадзе — 28
1:1 Савдунин — 46
1:2 Ильин — 52
Предупреждение: Кузнецов (39, грубая игра).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ – в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 апреля 1954 года:

Встреча одноклубников.
Вчера на тбилисском стадионе «Динамо» в очередном состязании первенства СССР хозяева поля принимали обладателя Кубка СССР по футболу 1953 года — динамовцев Москвы. Состязание представляло большой спортивный интерес. До этой встречи динамовцы Тбилиси, одержав победы в первых трех состязаниях чемпионата, уверенно лидировали. Как известно, южане всегда очень сильно начинают розыгрыш, набирая большое количество очков на своем поле. Москвичи же наоборот неуверенно начали первенство, вяло проведя предыдущие игры.
Первые минуты состязания прошли в обоюдных атаках. На 28-й минуте правый крайний нападения тбилисцев Котрикадзе, хорошо использовав ошибку защиты и вратаря Яшина, забил гол.
После перерыва москвичи сразу бросаются в атаку. На первых же секундах в ворота хозяев поля назначается штрафной удар, и Савдунин более чем с 20 метров бьет по воротам. Гол — 1:1. Однако и этот результат продержался недолго. Развивая успех своей команды, москвич Ильин с подачи Сальникова проводит второй мяч. Этот гол оказался решающим. До конца игры тбилисцы приложили немало усилий, чтобы отыграться. Однако защитники москвичей во главе с Крижевским и вратарь Яшин ликвидировали все угрозы. Москвичи ушли с поля победителями.
После этой победы динамовцы Москвы возглавили турнирную таблицу. Следует отметить, что у москвичей пятерка нападения выглядела несколько необычно. Шабров, Мамедов, Бондаренко, Сальников и Ильин наиболее хорошо проявили себя во второй половине встречи. Полузащита, особенно Савдунин, умело поддерживала атаки нападающих.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 21 апреля 1954 года:

ლიდერის დამარცხება.
ძველი მეტოქეების – მოსკოვისა და თბილისის “დინამოს” ოსტატთა გუნდების შეხვედრა ყოველთვის მძაფრ ბრძოლაში მიმდინარეობს და პრინციპული ხასიათი აქვს. მაყურებელი ამჯერადაც ასეთ თამაშს ელოდა 19 აპრილს.
ესტონელი მსაჯის ე. საარის სასტვენზე სტუმრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბონდარენკომ ბურთი თამაშში შეიყვანა. იგი მიიღო სალნიკოვმა (#10), გავიდა მარცხენა ფლანგზე და კართან ჩააწოდა. აქ მცველებმა მოიგერიეს ბურთი და წინ გადასცეს. რამდენიმე გრძელი გადაცემის შემდეგ სახიფათო მდგომარეობა მოსკოველთა კართან შეიქმნა და მარჯვენა მცველმა როდიონოვმა ბურთი პირით ხაზს იქით გადააგდო. ღოღობერიძის მიერ მოწოდებულ კუთხურ საჯარიმოს სტუმრები დაეუფლნენ, ბურთი ცენტრში გაათამაშეს და სალნიკოვმა ზუსტად გაიყვანა დარტყმაზე ბონდარენკო.
ყველაფერი ეს გათამაშდა მატჩის პირველ წუთებში. მაყურებელთა მოლოდინი მართლდებოდა, მაგრამ 22 ფეხბურთელს თითქოს უცბად გაახსენდა, რომ თამაში მეტად საპასუხისმგებლო და პრინციპული იყო და ორივე გუნდმა ერთბაშად მოუკლო ტემპს, ფეხბურთელებმა სწრაფად დაიხიეს “წინასწარ მომზადებულ” პოზიციებზე და თავის ზონებში ჩაიკეტნენ. განმეორდა ის ამბავი, რაც მოსკოვის “სპარტაკთან” მოხდა – მოთამაშეები ფრთხილობდნენ, სარისკო კომბინაციებს ერიდებოდნენ და მოწინააღმდეგის შცდომის მოლოდინში ადგილობრივი მნიშვნელობის გადაცემებით კმაყოფილდებოდნენ.
28–ე წუთზე სტუმრების საჯარიმო მოედანზე მოწოდებულ იქნა ბურთი. მეკარე იაშინი საჯარიმო მოედნის ხაზამდე გამოვიდა და სუსტად გადაიყვანა ბურთი მარცხნივ. ბურთი მიიღო კოტრიკაძემ და სანამ მეკარე კარში დაბრუნდებოდა შორიდან ზუსტად, ძლიერად დაარტყა კარში. 1:0.
გატანილმა ბურთმა თამაში გამოაცოცხლა, სტუმრები მთელი ძალით ამოქმედდნენ, რასაც კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უპასუხეს მასპინძლებმა. საგრძნობლად გააქტიურდა მარჯვენა ფრთა, ამოძრავდა კ. გაგნიძე, სულ უფრო ხშირად ჩანდნენ თავდასხმაში მახარაძე და ანთაძე.
მეორე ტაიმი დაიწყო იმით, რომ თბილისელთა კარში დაინიშნა საჯარიმო. სავდუნინმა 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა კარის მაღალ კუთხეში. მარღანიას დაგვიანებულმა ნახტომმა ვერ მოუსწრო ბურთს და ანგარიში გათანაბრდა – 1:1. ზედმეტი არ იქნება ითქვას, რომ მარღანიამ ტრადიციად შემოიღო ყოველ თამაშში შორი მანძილიდან გაუშვას ბურთი სავდუნინისაგან. ასე იყო შარშანდელი ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრაშიც.
მე–8 წუთი. მახარაძე მოედნის სიღრმიდან დრიბლინგით გავიდა წინ და მარცხნივ, გაიყოლია მცველები და უცბად მარჯვნივ მიაწოდა კოტრიკაძეს. 12–14 მეტრის მანძილზე პირისპირ დარჩნენ კოტრიკაძე და იაშინი. მეკარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაშინვე გამოვიდა წინ, თავდამსხმელი კი შეცდა. ბურთი ჯერ გააჩერა და მერე კარისკენ გაიჭრა. მისი ყოველი ნაბიჯი ამცირებდა გოლის გატანის შესაძლებლობას. იაშინმა დაასწრო და მოსკოველთა კარი უეჭველ გოლს გადარჩა.
ამ შემთხვევამ საფუძვლიანი გარდატეხა შეიტანა თამაშში. მატჩის დამთავრებამდე მოედანზე ჩანდა მხოლოდ ერთ გუნდი – მოსკოვის “დინამო”. მოსკოველები სწრაფად მოძრაობდნენ, ზუსტად ანაწილებდნენ ბურთებს, თავდამსხმელები ყოველთვის პოულობდნენ თავისუფალ ადგილს ბურთის
მისაღებად, კარგად იყვნენ შეთამაშებული. ხშირად იცვლიდნენ ადგილებს. ისინი მასპინძლებზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდნენ ფიზიკურადაც და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდნენ მაღალი ბურთისათვის ბრძოლაში, მოედნის შუაგული მათი შეუნელებელი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისელებმა მთლიანად დათმეს თამაში. მათ ვერც ერთი კომბინაცია ვერ გაითამაშეს, თავდასხმა კარგავდა ყოველ ბურთს, კალოევი მთლიანად გამოეთიშა პარტნიორებს და არც ამჟღავნებდა ბურთისათვის ბრძოლის სურვილს, ერთფეროვნად, პრიმიტიულად თამაშობდა თოდრია. მთელი სიმძიმე დააწვა დაცვას.
მე–19 წუთზე თბილისის “დინამოს” მარჯვენა მცველი ელოშვილი თავის ერთ–ერთ მორიგ “ექსკურსიაზე” გაემართა მეზობელ ზონაში და “ღვთის ანაბარად” დატოვა ილინი (#11). სალნიკოვმა წამსვე გადასცა მას ბურთი. ილინმა მიიღო იგი და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით მეორე ბურთი გაიტანა – 2:1.
მეორე გოლმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეიტანა მოსკოველთა თამაშში და კიდევ უფრო აურია მასპინძელთა გეგმები. სტუმრების იერიშები განუწყვეტლივ ცვლიდა ერთიმეორეს, ბურთი შეუჩერებლად მოძრაობდა მოთამაშეთა შორის. მალე სავდუნინნა ერთხელ კიდევ დაარტყა კარში, ბურთს გზაში ილინმა შეუცვალა მიმართულება, მაგრამ მეკარემ აიღო იგი.
თამაშის ბოლო წუთებში თბილისელები რამდენჯერმე გამოჩნდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე, მაგრამ ამ შეტევებს გეგმაზომიერი ხასიათი არ ჰქონია, ეს იყო სტიქიური იერიშები აგებული მცველთა მიერ მოგერიებულ ბურთებზე.
მატჩის ანგარიში 2:1 მოსკოვის “დინამოს” სასარგებლოდ აღარ შეცვლილა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის “დინამომ” განიცადა პირველი დამარცხება.
დუბლიორთა შეხვედრა დამთავრდა ფრედ – 1:1.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>