«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1950 года. Группа I. Матч № 24.
31 июля 1950 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. Л.П.Берия. 25000 зрителей.
Судья: В.Богданов (Ленинград).
«Динамо»: Маргания, Русадзе, Дзяпшпа, Сарджвеладзе, Антадзе, Гаришвили, Джоджуа, Махарадзе (Вардимиади, 59), Б.Пайчадзе (к), Гогоберидзе, Тодрия.
«Спартак»: Чернышев (Костиков, 2т.), Чеканов, Соколов (к), Седов, Тимаков, Нетто, Парамонов, Терентьев, Симонян, Дементьев, Паршин (Сагасти, 75).
Голы:
1:0 Тодрия — 54

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Заря Востока», «Молодой сталинец», «Ленинское знамя», «კომუნისტი» («Коммунист»), «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист»), «Комсомольская правда».
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 августа 1950 года:

Победа Тбилисских динамовцев.
Вчера динамовцы Тбилиси в трудной борьбе одержали победу над московскими спартаковцами. Гости превосходили тбилисцев в темпе. Но центральный защитник динамовцев Дзяпшпа зорко следил за Симоняном, не давая ему возможности пробить по воротам. Несмотря на несколько реальных возможностей, счет в первом тайме не был открыт.
На 56-й минуте левый крайний тбилисцев Тодрия, прорвался по краю и ударил в нижний угол ворот. Чернышев запоздал с броском. 1:0.
Дальнейшая игра шла С переменным успехом и счета не изменяла, хотя спартаковцы имели возможность отквитаться.
У дублеров тоже победили динамовцы — 3:2.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 августа 1950 года:

ნ. თოდრიას გადამწყვეტი ბურთი.
“დინამო” (თბილისი) _ “სპარტაკი” (მოსკოვი) — 1:0 (0:0).
31 ივლისი. თბილისი. ლ. პ. ბერიას სახელობის “დინამოს” სტადიონი.
მსაჯი: ბოგდანოვი (ლენინგრადი).
თბილისის “დინამო” და მოსკოვის “სპარტაკი” ძველი მეტოქეები არიან. მათი სპორტული ქიშპობა იმ ისტორიული სათასო მატჩიდან დაიწყო, როდესაც 1936 წლის პირველი ჯგუფის დებიუტანტმა თბილისის “დინამომ” ანგარიშით 6:3 დაამარცხა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი — “სპარტაკი”.
მას შემდეგ საკავშირო პირველობის კალენდარულო მატჩებში გუნდები 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: დინამოელებმა 10 მატჩი მოიგეს, 6 წააგეს და 3 ფრედ დაამთავრეს.
მეორე წრის შეხვედრამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია თბილისელ ფეხბურთის მოყვარულთა შორის. გუნდები მოედანზე საუკეთესო შემადგენლობებით გამოვიდნენ.
მოწინააღმდეგენი ზედმიწევნით კარგად იცნობენ ერთმანეთს, ამიტომ დაზვერვაზე დრო არ იხარჯება. სტუმრებს საუცხოოდ აქვთ დამუშავებული კომბინაციური სტილი. ბურთი სიზუსტით მოძრაობს ერთი მოთამაშიდან მეორესთან და საჭირო ადგილას იგზავნება. კომბინაციები იწყება მოედნის შუაში ნახევარდამცველთა მიერ. ბურთი, როგორც წესი გაივლის “საკვანძო პუნქტს” — ნ. დემენტიევს და თავის “სვლას” ამთავრებს სიმონიანის (№9) ან პარამონოვის (№7) სწრაფი გარღვევით, ან უბრუნდება შრომისუნარიან ნახევარდაცვას (ტიმაკოვი, ნეტტო) შორიდან კარში დასარტყმელად.
თბილისელებმა ჩვეულებრივად ააგეს სამოქმედო გეგმა: მეტად მაღალტექნიკური მოთამაშენი ძლიერ სწრაფად მოძრაობენ, კარგად ამუშავებენ ბურთს და მეტწილად მოწინააღმდეგესთან პირისპირ შებმას ამჯობინებენ. თავდამსხმელები მარჯვედ ატყუებენ მოპირდაპირეს, კარგად ფლობენ დრიბლინგის ტექნიკას, მაგრამ დროდადრო ზედმეტად აჩერებენ ბურთს, მისი მოძრაობის ტემპს კარგავენ და თავისუფალ ადგილზე არ გადიან.
საინტერესო იყო სოხუმელი მეგობრების — ძიაპშპას და სიმონიანის ორთაბრძოლა. დინამოელთა ცენტრალურმა მცველმა სავსებით “ჩაკეტა” თავისი მოპირდაპირე და არ მისცა კარში დარტყმის საშუალება. მატჩის შედეგისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე მოსკოველთა კომბინაციების ლიდერის ნ. დემენტიევის (№10) ნეიტრალიზებას. ანთაძემ შესანიშნავად შეძლო ამ ამოცანის შესრულება. საიმედოდ და კეთილსინდისიერად მოქმედებდა გარიშვილი, რომელიც წარმატებით ასწრებდა დაცვაშიც და თავდასხმაშიც.
თამაშმა შედარებით ნელ ტემპში ჩაიარა, მაგრამ იშვიათად თუ რომელიმე მატჩში იყოს ამდენი სახიფათო მომენტი ორივე კართან. გუნდების მცველები ენერგიის არნახული დაძაბვით ახერხებდნენ თავდამსხმელთა მოქმედების უვნებელყოფას. საუცხოოდ ჩაატარა მატჩი რუსაძემ (№2), რომელიც კარგად გაუმკლავდა პარშინს და წარმატებით ეხმარებოდა პარტნიორებს.
მატჩის დასაწყისშივე მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. პაიჭაძე, ღოღობერიძე, ჯოჯუა ზედიზედ შედიან საჯარიმო მოედანში, მაგრამ მოსკოველთა მცველები მედგრად იცავენ კარს. თავის მხრივ სპარტაკელები მარჯვენა ფრთიდან მოქმედებენ, სადაც პარამონოვი და ტერენტიევი სწრაფად და დროულად იცვლიან ადგილებს.
55-ე წუთზე ღოღობერიძე თბილისელთა ნახევარზე დაეუფლა ბურთს და იგი თოდრიას გადააწოდა. “დინამოს” მარცხენა გარემარბმა მოატყუა ჩეკანოვი, გაასწრო მას, და კარს მიახლოებულმა შორ კუთხეში დაარტყა. ბურთი ბადეში გაეხვია. 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
მატჩის ბოლო წუთებში სპარტაკელთა თავდასხმას იერიში იერიშზე მიჰქონდა, მაგრამ თბილისელთა მეკარემ მარღანიამ, დაცვამ და ნახევარდაცვამ შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება.
სუსტად ჩაატარა მატჩი მსაჯმა ბოგდანოვმა.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>