«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 3:1 (1:0)

Чемпионат СССР 1950 года. Группа I. Матч № 23.
26 июля 1950 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. Л.П.Берия. 25000 зрителей.
Судья: М.Дмитриев (Москва).
«Динамо»: Кития, Русадзе, Дзяпшпа, Сарджвеладзе, Антадзе, Гаришвили, Джоджуа, Махарадзе, Б.Пайчадзе (к), Гогоберидзе, Тодрия (Вардимиади).
«Крылья Советов»: Корнилов, Скорохов, Мурзин (к) (Петухов, 80), Гаврилов, Ширяев, Поздняков, Смыслов, Ворошилов, Гулевский, Васильев, Митин.
Голы:
1:0 Махарадзе — 32
1:1 Скорохов — 67
1:2 Гогоберидзе — 77 (пен.)
1:3 Махарадзе — 90
Нереализованный пенальти: Гогоберидзе (18, вратарь).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Документы — тренерский отчет команды «Крылья Советов» (ГАРФ).
Пресса — «ლელო» («Лело»), «Заря Востока», «Молодой сталинец», «Ленинское знамя», «კომუნისტი» («Коммунист»), «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист»).
Программа матча — нет.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 июля 1950 года:

მახარაძეს გააქვს ორი ბურთი.
“დინამო” (თბილისი) _ “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი). 3:1 (1:0). 26 ივლისი. თბილისი. ლ. პ. ბერიას სახელობის “დინამოს” სტადიონი. მსაჯი: მ. დმიტრიევი (მოსკოვი).
აი, ბ. პაიჭაძემ ლამაზი ფინტით უკან ჩამოიტოვა მურზინი, სწრაფად გავიდა მარცხენა ფლანგზე და ბურთი ცენტრში გადააწოდა. იქ მახარაძე დაეუფლა ბურთს, ღოღობერიძესთან ერთად გაითამაშა და კარში დაარტყა… მაგრამ ბურთს წინ გადაეღობა შირიაევის მკერდი, სკოროხოვის თავი, პოზდნიაკოვის ფეხი, მიტინის მუხლი და ბოლოს იგი მეკარე კორნილოვმა ჩაიგდო ხელთ.
ასეთი სურათი ხშირი იყო… სანამ თბილისელები პირველ გოლს გაიტანდნენ. თავდაცვითი ტაქტიკა, რომელიც არ ახასიათებს საბჭოთა ფეხბურთის სკოლას, მაგრამ, რომელმაც ქულათა საკმაო რაოდენობა მოუპოვა ვოლგელებს.
მოკლედ შევჩერდეთ მატჩზე. დავიწყოთ შემადგენლობებით: “კრილია სოვეტოვი” _ კორნილოვი, სკოროხოვი, მურზინი (პეტუხოვი), გავრილოვი, შირიაევი, პოზდნიაკოვი, სმისლოვი, ვოროშილოვი, ვასილიევი, მიტინი, გულევსკი; “დინამო” — კიტია, რუსაძე, ძიაპშპა, სარჯველაძე, ანთაძე, გარიშვილი, ჯოჯუა, მახარაძე, ბ. პაიჭაძე, ღოღობერიძე, თოდრია (ვარდიმიადი).
თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა. ბ. პაიჭაძის შესანიშნავი გარღვევები, მახარაძის ოსტატური გადაცემები და ტექნიკური ხერხები, კომბინაციათა სიუხვე — ერთის მხრივ, და კუიბიშეველთა 7-8 კაცი თავდაცვაში, ეპიზოდური გასვლები საჯარიმო მოედანზე, დაცვის (განსაკუთრებით სკოროხოვის) და მეკარის კარგი თამაში — მეორეს მხრივ.
დინამოელები უტევენ, მაგრამ თითქმის შეუძლებელია ამ მჭიდრო “ცოცხალი კედლის” გარღვევა. მე-18 წუთზე ღოღობერიძის მიერ 11 მეტრიდან დარტყმულ საჯარიმო ბურთს ბრწყინვალე ნახტომით იგერიებს კორნილოვი.
32-ე წუთზე მახარაძე ძლიერი დარტყმით ხსნის ანგარიშს და ასე მთავრდება ტაიმი.
შესვენების შემდეგ სტუმრები ნორმალურად განლაგდებიან მოედანზე და მათი იერიშები მძაფრ ხასიათს ღებულობს. რამდენიმე მეტად ძნელ ბურთს ეუფლება ახალგაზრდა კიტია, დაუღალავად, საზრიანად თამაშობს ანთაძე.
წინ კი კვლავ პაიჭაძე ბრწყინავს, რომელსაც მხარს უმშვენებს მახარაძე.
სტუმრები მონდომებით ცდილობენ ანგარიშის გათანაბრებას და ამას ახერხებენ კიდეც: ზედმეტად წინ გამოსულმა კიტიამ ვერ შეძლო სკოროხოვის მიერ შორიდან დარტყმული ბურთის აღება, რომელიც ბადეში ჩაეშვა. 1:1.
კვლავ სტუმრების თავდაცვითი ტაქტიკა და თბილისელთა იერიშები. 32-ე წუთზე სახიფათო მომენტი ვოლგელთა საჯარიმო მოედანზე. პეტუხოვი ხელით აჩერებს ბურთს და კორნილოვი ამჯერად უძლურია უვნებელყოს ღოღობერიძის გარტყმა. 2:1.
მატჩის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე ბ. პაიჭაძემ ელვასავით ჩაიქროლა მარცხენა ფლანგზე, შეუჩერებლივ, ფინტებით შემოიფანტა წინ გადაღობილი მოწინააღმდეგენი, ბურთი მახარაძეს გადასცა, რომელმაც ბრწყინვალე გარტყმით იგი ბადეში გაახვია.
3:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
შესანიშნავი იყო მ. დმიტრიევის მსაჯობა.
მ. გიაძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>