«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:3 (0:3)

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:3 (0:3)

Чемпионат СССР 1949 года. Группа I. Матч № 22.
3 августа 1949 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им.Л.П.Берия. Дождь.
Судья: П.Белов (Ленинград).
«Динамо»: Маргания, Кикнадзе (к), Тантыба, Сарджвеладзе, Челидзе (Тодрия, 55), Гагуа, Джоджуа, Зазрошвили, Махарадзе, Гогоберидзе, Панюков.
«Спартак»: Костиков, Холодков, В.Соколов (к), Седов, Тимаков, Рязанцев, Парамонов, Терентьев, Симонян, Н.Дементьев, Рысцов (Сальников, 55).
Голы:
0:1 Гагуа — 01 (автогол)
0:2 Дементьев — 17
0:3 Симонян — 23
1:3 Гогоберидзе — 58 (пен.)
2:3 Зазрошвили — 78

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодой сталинецЛенинское знамяკომუნისტიახალგაზრდა კომუნისტი

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 августа 1949 года:

Острая игра.
«Спартак» — «Динамо» (Тбилиси). 3:2 (3:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 3 августа.
Судья П. Белов (Ленинград).
Матч только начался. Спартаковец Парамонов прорывается по правой стороне поля и бьет вдоль ворот. Гагуа, отбивая мяч, …посылает его в сетку. 1:0. Тбилисцы ответили серией атак. В одной из них Махарадзе передал мяч Зазрошвили, который с трех метров пробил… мимо ворот. Прошло четверть часа, и Н. Дементьев после схватки на штрафной площади забил второй мяч. 2:0. Через некоторое время динамовец Тантыба не смог остановить мяч, промахнулся. Симонян тотчас завладел мячом и, пройдя к воротам, забил третий гол.
Один из защитников «Спартака» грубо свалил Махарадзе на штрафной площадке. Гогоберидзе точно пробил 11-метровый удар. 3:1.
За 12 минут до конца матча Зазрошвили сильным ударом под штангу забил гол. Счет 3:2.
Дублеры сыграли 2:2.
М. Сушков, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 августа 1949 года:

უსაფუძვლო ექსპერიმენტი და წაგებული მატჩი.
3 აგვისტოს თბილისის ლ. პ. ბერიას სახელობის „დინამოს” სტადიონის ტრიბუნები, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ხალხით აივსო. მწვანე მინდორზე გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის ცნობილი კოლექტივები – მოსკოვის „სპარტაკი“ და ადგილობრ ვი „დინამო“.
გუნდების შემადგენლობაშია: ,,სპარტაკი“ – კოსტიკოვი, ხოლოდკოვი, ვ. სოკოლოვი, სედოვი, ტიმაკოვი, რიაზანცევი, პარამონოვი, ტერენტიევი, სიმონიანი, ნ. დემენტიევი, რისცოვი. „დინამო“ – მარღანია, კიკნაძე, ტანტიბა, სარჯველაძე, ჭელიძე, გაგუა, ჯოჯუა, ზაზროშვილი, მახარაძე, ღოღობერიძე, პანიუკოვი.
მატჩის პირველივე წუთი ტრაგიკული აღმოჩნდა თბილისის დინამოელებისათვის. სპარტაკელებმა კარგად გაითამაშეს ბურთი, რომელსაც პარამონოვი დაეუფლა. იგი სწრაფად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და ბურთი ძლიერი დარტყმით თბილისელთა კარის გასწვრივ გაგზაენა. საჯარიმო მოედანზე ელვისებურად შემოიჭრნენ კიკნაძე და გაგუა. უკანასკნელს სახიფათო მომენტის თავიდან აცილება უნდოდა, მაგრამ ბურთი თავის ბადეში გაახვია…
…ჩვენ აღარ შევუდგებით მატჩის შემდგომ აღწერას; ეს ბოლოსათვის მოვიტოვოთ.
დავიწყოთ თბილისელთა შემადგენლობით. პირველ ყოვლისა შევეხოთ ნახევარდაცვას, რადგან ამ წაგებულ მატჩში მას დიდი „წვლილი“ აქვს შეტანილი. ცნობილია, რომ ნახევარდაცვას თანამედროვე ფეხბურთში უდიდესი როლი ენიჭება. იგი აკავშირებს თავდაცვასა და თავდასხმას, ბურთებით ამარაგებს წინა ხუთეულს და ხშირად თითონ გადადის მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის აქტიურ შეტევაზე. საანგარიშო მატჩში ნახევარდაცვის თამაში მეტისმეტად დაბალ დონეზე იდგა, და აი რატომ: გაგუა უმთავრესად თავდაცვითი სტილის ფეხბურთელადაა ცნობილი და გუნდში თავდაცვისა და თავდამსხმელთა კონტაქტი ყოველთვის პანიუკოვის მიერ ხორციელდება. ამჯერად პანიუკოვის ადგილი ჭელიძემ დაიჭირა, რომელიც უფრო ხშირად უკან თამაშობს. ამის გამო სავსებით იქნა დარღვეული გუნდის ცალკეული რგოლების ურთიერთმოქმედება. გაგუაც ღა ჭელიძეც მხოლოდ ბურთების უსისტემო მოგერიებით კმაყოფილდებოდნენ და კავშირის დამყარებაზე სრულებით არ ზრუნავდნენ. უნდა ითქვას, რომ ჭელიძის გამოყვანა საერთოდ საეჭვო იყო. ჭელიძემ ცალკეულ, განსაკუთრებით სახიფათო, ფინტებით აღჭურვილი ფორვარდების (პ. დემენტიევი, დიომინი და სხვ.) უვნებელყოფით გაითქვა სახელი, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინათ. ამჯერად კი ნ. დემენტიევი, რომელიც ჭელიძეს უნდა „გამოერთო“ მატჩიდან მოედნის სრულ ბატონპატრონად გვევლინებოდა და სპარტაკელთა თითქმის ყოველ კომბინაციას უდგა სათავეში.
თამაშის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ პანიუკოვმა ღრმა ზურგში გადაინაცვლა. ამან ძლიერ შეასუსტა თბილისელთა წინა ხაზი. საჭირო მომენტებში, როდესაც ბურთი მოწინაღმდეგის კართან ტრიალდება, თბილისელთაგან იქ მხოლოდ მახარაძეს დაინახავდით: მარცხენა გარემარბი თავის ადგილზე არ იდგა, მარცხენა შუამარბი მოედნის ცენტრში, ან უფრო უკან ცდილობდა კომბინაციების ღაწყებას და წინ არც თუ ისე ხშირად მიდიოდა, მარჯვენა შუამარბი ერთგვარ ინერტულობას იჩენდა, ხოლო მარჯვენა გარემარბი საიმედოდ ჰყავდა „ჩაკეტილი“ სედოვს. ერთადერთი მახარაძე აქტიურად იბრძოდა წინ და ხშირად მოწინააღმდეგის კარს აშკარა საფრთხის ქვეშ აყენებდა. თბილისელთა შეცდომა იყო აგრეთვე ის, რომ მათ მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში დაიწყეს სპარტაკელთა თავდაცვის მარცხენა მხრიდან გარღვევა.
შესვენების შემდეგ თამაშში გარდატეხა სწორედ თოდრიას გამოსვლამ მოახდინა, რასაც ჭელიძის მოედნიდან წასვლა და პანიუკოვის თავის ადგილზე გადასვლა მოჰყვა. პანიუკოვმა სწრაფად დაამყარა კავშირი ზურგს და წინახაზს შორის, თოდრიამ კი სპარტაკელთა ძლიერი შევიწროება დაიწყო მარცხნიდან. ტიმაკოვი ისე თავისუფლად ვეღარ ეხმარებოდა თავის თავდამსხმელებს და ტერენტიევიც კი იძულებული გახდა უფრო მეტად თავისი კარის დაცვაზე ეფიქრა.
პირველ ტაიმში მიღებული სამი ბურთის გათანაბრებისაკენ იყო მიმართული დინამოელთა მთელი ძალები, მაგრამ მათ მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა მოახერხეს (თუმცა გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა მათ ბევრჯერ ჰქონდათ).
ბურთები ასე იქნა გატანილი: 1 წუთი – გაგუა ურტყამს თავის კარში. მე-17 წუთი – „დინამოს“ თავდაცვა სიმონიანთან და ტერენტიევთან საჯარიმო მოედანზე ბრძოლისას საოცარ უმოქმედობას იჩენს. მოსკოველებმა თავისუფლად გაითამაშეს თბილისელთა ფხვირწინ ლამაზი კომბინაცია და დემენტიევს ძლიერი დარტყმით გააქვს მეორე ბურთი. მე-23 წუთი – ტანტიბა უშვებს შეცდომას, ბურთს ეუფლება სიმონიანი, სწრაფად გადის წინ და ანგარიში „სპარტაკის“ სასარგებლოდ იზრდება. 58-ე წუთი – საჯარიმო მოედანზე ორთაბრძოლაში სოკოლოვმა წააქცია მახარაძე და ღოღობერიძეს გააქვს ბურთი 11-მეტრიან საჯარიმო დარტყმით. 78-ე წუთი – პანიუკოვი მშვენივრად აძლევს ბურთს მარცხენა ფლანგზე მყოფ მახარაძეს, რომელიც ატყუებს ხოლოდკოვს და წინ გადის. ჩაწოდება საჯარიმო მოედანზე და ზაზროშვილი ოსტატური დარტყმით მეორე ბურთს ახვევს მოსკოველთა ბადეში.
რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯმა ბელოვმა (ლენინგრადი) სუსტად ჩაატარა შეხვედრა.
მ. გიაძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 4 августа 1949 года:

3:2. «СПАРТАК» (Москва) — «ДИНАМО» (Тбилиси).
Вчера на тбилисском стадионе «Динамо» имени Л. П. Берия в очередном матче на первенство страны встретились команды «Спартак» (Москва) и «Динамо» (Тбилиси)
Счет был открыт на первой же минуте. Стараясь отбить мяч, поданный спартаковцем Проворновым на штрафную площадку. Гагуа неудачно подставляет ногу, и мяч стремительно влетает в ворота тбилисцев.
Окрыленные первым успехом, спартаковцы продолжают наступать. Полузащитники Челидзе и Гагуа слабо помогают своим нападающим.
На 8-й минуте Махарадзе удачно проходит по левому краю, пасует мяч вышедшему на свободное место Зазрошвили. Последний бьет сильно… но мимо ворот.
Второй гол был забит в ворота тбилисцев на 17-й минуте левый полусредним нападения Дементьевым.
Игра гостей оставляет хорошее впечатление. Они продуманно комбинируют, организованно ведут наступление. Хорошо играет центр нападения москвичей Симонян. На 23-й минуте он забивает третий мяч в ворота тбилисцев.
Первая половина игры закончилась со счетом 3:0 в пользу гостей.
Вторую половину матча команды начинают играть в том же составе. Однако Панюков, играющий в этот день нападающим, оттягивается назад. Место левого крайнего занимает Тодрия, сменивший Челидзе. У спартаковцев вместо Рысцова вступает в игру Сальников. Эту половину игры тбилисцы провели несравненно сильнее, чем первую. Ворота гостей часто находятся в опасности. На 13-й минуте Гогоберидзе успешно реализует 11-метровый штрафной удар, назначенный судьей за грубую игру.
Игра приобретает более острый, порой резкий характер. На 28-й минуте Тодрия направляет мяч в ворота противника, однако спартаковцев выручает штанга…
На 33-й минуте комбинация Махарадзе — Зазрошвили заканчивается голом. Счет стал 3:2. Хозяева поля прилагают все старания сквитать счет, однако время истекает и финальный свисток судьи Белова (Ленинград) фиксирует победу «Спартака» со счетом 3:2.

Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 4 августа 1949 года:

Еще одно поражение тбилисского «Динамо».
Вчера, несмотря на непрекращающийся дождь, стадион «Динамо» имени Л. П. Берия был переполнен многочисленными зрителями, пришедшими посмотреть на игру первоклассных команд страны — московского «Спартака» и тбилисскою «Динамо».
Первым по мячу делает удар спартаковец Симонян. Он быстро передает мяч налево, и вскоре у ворот тбилисцев создается опасный момент. Мяч с правого фланга сильно идет вдоль ворот, и набежавший Гагуа неожиданно сильным ударом направляет его в свои ворота. Счет открыт. 1:0. Это было буквально на первой минуте игры.
Спартаковцы демонстрируют слаженную, коллективную игру.
На 17-й минуте Дементьев, воспользовавшись замешательством защиты «Динамо», неожиданным сильным ударом забивает второй гол. Спартаковцы продолжают наступать. Центр защиты тбилисцев Тандыба не может сдержать активного, энергично игравшего Симоняна, который на 23-й минуте увеличивает результат. Последующие минуты игры не изменяют счета. Команды уходят на отдых.
Проходит 10 минут второй половины матча. Тбилисцы делают замену. На место ушедшего полузащитника Челидзе становится игравший на левом крыле Панюков, а на его место становится Тодрия.
Спартаковцы также производят замену: Рысцова сменяет Сальников.
Динамовцы значительно острее и осмысленнее начинают вести атаки на ворота противника. На 13-й минуте прорвавшегося Махарадзе сбивают на штрафной площадке. Судья Белов (Ленинград) назначает 11-метровый удар. Гогоберидзе его точно реализует. В дальнейшем, имея множество выгодных моментов у самых ворот «Спартака», динамовцы недостаточно используют их.
Временами инициатива переходит к москвичам, но они недостаточно энергично ведут наступление на ворота. На 28-й минуте быстро передвигаясь, по левому краю, Тодрия обходит Холодкова и вскоре сильным ударом направляет мяч в ворота противника. Но штанга спасает спартаковцев.
В одной из комбинаций Панюков — Махарадзе — Зазрошвили последнему удается сильным ударом забить второй гол.
Все старания динамовцев в последующие минуты игры сквитать счет не увенчались успехом. Матч заканчивается победой спартаковцев со счетом 3:2.
А. АЛЕКСИДЗЕ.

Газета «Ленинское знамя» (Тбилиси) от 4 августа 1949 года:

РЕВАНШ «СПАРТАКА».
Вчера в Тбилиси на стадионе «Динамо» имени Л. П. Берия в очередном матче на первенство страны по футболу хозяева поля встретились с московской командой общества «Спартак». Матч сразу же принял характер острой спортивной борьбы. Счет игры был открыт уже на второй минуте: один из тбилисцев неотразимым ударом послал мяч в сетку… своих ворот. На семнадцатой минуте спартаковец Н. Дементьев не сильным, но точным ударом увеличил счет до 2:0. Затем лидер нападения «Спартака» Н. Симонян, прорвавшись с мячом к воротам «Динамо», обманул вратаря В. Маргания и заставил его вынуть третий мяч из сетки своих ворот.
Счет 3:0 не изменился до конца первой половины игры.
Во втором тайме динамовцы мобилизовали все свои силы, чтобы уйти от поражения. Им удалось отквитать два гола. Все попытки спартаковцев увеличить счет во втором тайме ликвидировались зашитой тбилисцев. Со счетом 3:2 в пользу «Спартака» закончился этот интересный матч. Спартаковцы взяли реванш за проигрыш тбилисцам в первом круге.

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 5 августа 1949 года:

ფეხბურთი.
3 აგვისტოს ლ. ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონზე შედგა მორიგი მატჩი სსრ კავშირის პირველობაზე ფეხბურთში. ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები.
თამაშის პირველ ნახევარში სპარტაკელებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა. ისინი ადვილად არღვევდნენ დინამოელთა დაცვის ხაზს და ზუსტად ურტყამდნენ კარში. პირველი ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 3:0 მოსკოველთა სასარგებლოდ.
თამაშის მეორე ნახევარში თბილისელებმა გააუმჯობესეს თამაში და კიდეც გაიტანეს ორი ბურთი მოსკოველთა კარში. სპარტაკელები კი დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და თავდაცკაზე გადავიდნენ. თამაშის ბოლო წუთებში დინამოელებს იერიში იერიშზე მიჰქონდათ მოწინააღმდეგის კარზე, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შესძლეს.
ამრიგად, ეს საინტერესო მატჩი დამთავრდა სპარტაკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 4 августа 1949 года:

დაუსრულებელი “ექსპერიმენტების” შედეგი.
თამაში მოსკოველთა მძაფრი იერიშებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ის, რომ ჭელიძემ ვერ შეაკავა შუამარბი ნ. დემენტიევი, რომელმაც თბილისელთა კარისაკენ ძლიერად დაარტყა. გაგუამ დარტყმას კიდევ დაუმატა და… ბურთი საკუთარი კარის ბადეში გაახვია. ეს მოხდა მეორე წუთზე. ასე დაიწყო გუშინ თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “სპარტაკის” მატჩი. ამის შემდეგ მთელ მოედანს მოსკოველები დაეპატრონენ. ისინი ბურთის ზუსტი გადაცემებით თბილისელთა საჯარიმო მოედნის ხშირი სტუმრები იყვნენ და მათ შეტევებს მასპინძლების თავდასხმა ეპიზოდური იერიშებით უპასუხებდა.
მე-16 წუთზე მოსკოველ ნ. დემენტიევს გააქვს მეორე ბურთი, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ ისევ “დინამოს” დამცველთა წყალობით მოსკოვის “სპარტაკის” ფარზე ციფრი — 3 აღიმართა. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.
მეორე ტაიმში მოსალოდნელი იყო, რომ “დინამო” შეცვლიდა თამაშის ტაქტიკას, მაგრამ იგივე განმეორდა, რაც პირველ ტაიმში. თბილსელთა დაცვა ვერ აკავებდა “სპარტაკის” სწრაფ და საზრიან იერიშებს. მე-15 წუთზე “სპარტაკი” ჯარიმდება. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა კარგად გამოიყენა ა. ღოღობერიძემ და ანგარიში გახდა 3:1.
მ. ჭელიძის მაგივრად მოედანზე ა. თოდრია გამოდის. ვ. პანიუკოვი თავის ადგილს უბრუნდება და თამაშის სურათი სრულიად იცვლება. თბილისელთა თავდასხმას გამოცოცხლება დაეტყო, თოდრია მარცხენა მხრიდან აშკარა საფრთხეს უქმნის მოსკოველთა კარს, ხოლო პანიუკოვი დაცვაშიც ძლიერია და ასევე კარგად ასრულებს მე-6 თავდამსხმელის როლს. 32-ე წუთზე მარცხენა მხრიდან მ. ჯოჯუა გაიჭრა ბურთით და ზუსტად ჩააწოდა მარჯვენა მხარეზე ა. ზაზროშვილს. უკანასკნელმა კარში ძლიერად დაარტყა. მოსკოველთა მეკარემ მხოლოდ მაშინ შენიშნა ბურთი, როდესაც იგი ბადეში გაეხვია.
მატჩის უკანასკნელ წუთებში “დინამოს” მთელი შემადგენლობა გადავიდა იერიშზე, მაგრამ ამაოდ. ეს საინტერესო შეხვედრა მოიგო მოსკოვის “სპარტაკმა” ანგარიშით 3:2.
მოთამაშეთა მწყობრიდან ძიაპშიპას გამოსვლამ თბილისელთა დაცვა შესამჩნევად შეასუსტა, ამიტომ გამოცდილი ნახევარდამცველის პანიუკოვის თავდასხმაში გადაყვანა არასწორი ექსპერიმენტი იყო და თბილისელებმა სათანადო შედეგიც მიიღეს.
ბ. ზურაბიშვილი.