«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 6:1 (4:1)
Чемпионат СССР 1949 года. Группа I. Матч № 29.
13 сентября 1949 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им.Л.П.Берия.
Судья: В.Моргунов (Москва).
«Динамо» Тб.: Маргания, Гагуа (к), Тантыба, Сарджвеладзе, Челидзе, Гаришвили (Элошвили), Джоджуа, Махарадзе, Зазрошвили, Гогоберидзе, Тодрия.
«Динамо» К.: Зубрицкий, Лавер, Лерман (к), Годничак, Гаврилюк, Принц, Жилин, Коман, Дашков, Виньковатов, Сенгетовский.
Голы:
1:0 Зазрошвили — 02
1:1 Сенгетовский — 09
2:1 Зазрошвили — 18
3:1 Махарадзе — 22
4:1 Махарадзе — 29
5:1 Зазрошвили — 70
6:1 Джоджуа — 83
Предупреждение: Лерман (нетактичное поведение по отношению к сопернику).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 сентября 1949 года:
Дружная игра тбилисцев.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 6:1 (4:1).
Тбилиси. Стадион «Динамо». 13 сентября. Судья В. Моргунов (Москва).
Обе команды вышли на поле в измененных составах. У гостей в защите играл Годничак, в нападении молодые Коман и Сенгитовский. Тбилисцы вместо Панюкова ввели в полузащиту Челидзе. Зазрошвили был поставлен в центр нападения.
Игра началась атаками хозяев поля. Уже на второй минуте после комбинации Гогоберидзе — Махарадзе Зазрошвили, обойдя Лермана, сильно пробил в дальний угол ворот. 1:0.
Киевляне не растерялись и предприняли попытки отквитать мяч. Это им удается: с подачи Дашкова никем не прикрытый Сенгитовский вкатывает мяч в ворота.
Казалось, что киевляне начнут играть еще активнее. Этого не случилось. Преимущество тбилисцев становилось все более очевидным. Тодрия прошел по левому краю и, обойдя защитников, навесил мяч на ворота. Зазрошвили на лету перехватил мяч и заставил Зубрицкого вынуть мяч из сетки.
Нападающие Тбилиси играли в одно касание, часто меняясь местами, не злоупотребляя обводками у ворот противника. Атаки хорошо поддерживал полузащитник Гаришвили. К перерыву тбилисцы вели 4:1.
Вторая половина матча прошла при территориальном преимуществе хозяев поля. Зазрошвили, а перед самым гонгом Джоджуа, заставляют киевлян еще дважды начинать игру с центра. Общий счет матча — 6:1.
У киевлян слабо играли защитники и особенно капитан команды Лерман. Команда южан играла очень дружно, особенно нападение.
В матче дублеров также победили тбилисцы — 2:1.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 сентября 1949 года:
თავდასხმის კარგი თამაში.
„დინამო“ (თბილისი) — „დინამო“ (კიევი).
კიევისა და თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდებს შორის მატჩს საბჭოთა კავშირის პირველობაზე, რომელიც 13 სექტემბერს შედგა ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქის „დინამოს“ სტადიონზე, ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგების შემთხვევაში უკრაინელი სპორტსმენები 36 ქულას აგროვებდნენ და მათი ხუთეულში მოხვედრის შანსები საგრძნობლად მტკიცდებოდა. თბილისელთათვის კი დარჩენილი მატჩებს წარმატებით ჩატარება ისევე აუცილებელია, როგორც წყალი თევზისათვის, – წელს მათ საკმარისად ბევრი ქულა დაკარგეს.
საკავშირო კატეგორიის მსაჯის ვ. მორგუნოვის (მოსკოვი) სასტვენის ხმაზე გუნდები სტადიონის მწვანე მინდორზე შემდეგი შემადგენლობით გამოდიან: სტუმრები – ზუბრიცკი; ლავერი, ლერმანი, გოდნიჩაკი; გავრილიუკი, პრინცი; ჟილინი, კომანი, დაშკოვი, ვინკოვატოვი, სენგიტოვსკი; მასპინძლები – მარღანია; გაგუა, ტანტიბა, სარჯველაძე; ჭელიძე, გარიშვილი (ელოშვილი); ჯოჯუა, მახარაძე, ზაზროშვილი, ღოღობერიძე, თოდრია.
სასტვენის ხმა.. ზაზროშვილი ნელი დარტყმით აძლევს ბურთს მახარაძეს, და მატჩი იწყება. ბურთს სტუმრები ეუფლებიან და ვინკოვატოვი ძლიერად, მაგრამ არაზუსტად ურტყამს თბილისელთა კარში.
ტემპი მაღალია. ინიციატივა მასპინძლებმა ჩაიგდეს ხელთ და ოსტატური კომბინაციით მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს. ზაზროშვილი სწრაფად ამუშავებს ბურთს, ატყუებს თავის დარაჯს ლერმანს და გზავნის ბურთს კარში. ზუბრიცკის ნახტომი ამაოა… ბადე შეირხა.
ასე, მე-2 წუთზე სტუმრები იძულებული არიან თამაში ცენტრიდან დაიწყონ.
…მრავალრიცხოვან მაყურებელს კარგა ხანია არ უნახავს თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელთა ასეთი ოსტატური თამაში. მოედანზე უხილავ ძაფივით გაბმული მათი კომბინაციები კიეველთა თავდაცვის ზღუდეებს შეუჩერებლად არღვევდნენ. თბილისელთა ხუთეული შეთანხმებული, მაღალტექნიკური თამაშის საუცხოო ნიმუშებს აჩვენებდნენ და ბურთი ხშირად ორი-სამი გადაცემის შემდეგ კიეველთა საჯარიმო მოედანზე ჩნდებოდა. მთელი მატჩის მანძილზე ლერმანი, ლავერი, გოდნიჩაკი, ნახევარდამცველები და ზუბრიცკი ენერგიის მაქსიმალური დაძაბვით ებრძოდნენ თბილისელთა მრისხანე იერიშებს, მაგრამ ანგარიში იზრდებოდა…
მასპინძელთა თავდასხმას ამჯერად ზაზროშვილი ედგა სათავეში და პირდაპირ უნდა ითქვას, ეს ვარიანტი დიდი ხნით ადრე უნდა განხორციელებულიყო. ზაზროშვილი, მეტად სწრაფმავალი მოთამაშე, ტექნიკური და ტაქტიკური ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია და მისი მოქმედება უშუალოდ ცენტრშია სწორედ მიზანშეწონილი. შუამარბად მისი თამაში გუნდისათვის აშკარად საზიანოა (შედარებით, რა თქმა უნდა), რადგან სიღრმეში დაწყებული კომბინაცია ან გარღვევა გაცილებით უფრო ძნელი დასაგვირგვინებელია, ვიდრე კარის სიახლოვეში მოქმედება და დასკვნით ფაზაში მონაწილეობა – მეტწილად დამამთავრებელი დარტყმის შესრულება (ზაზროშვილს კარგად აქვს დამუშავებული იგი).
კიეველთა შეტევა დროდადრო მძაფრ ხასიათს ატარებდა, მაგრამ, უნდა ითქვას, თბილისელთა დაცვა ამ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე იდგა: ისეთი ოსტატების, როგორიც არიან ვინკოვატოვი, ჟილინი და დაშკოვი, მცირე ხნით ყურადღების გარეშე დატოვება, ცხადია, კარგს არას მოუტანდა მასპინძლებს. სარჯველაძის სასახელოდ უნდა ითქვას. რომ მან განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩი და ჟილინს სისწრაფე „დაუკარგა“.
შეხვედრის პირველ ნახევარში თბილისელებმა კიდევ სამი ბურთი გაიტანეს, კიეველებმა – მხოლოდ ერთი. ბურთები ასე იქნა გატანილი: მე-9 წუთი. გავრილიუკი საჯარიმო დარტყმიდან მაღალ ბურთს გზავნის მოწინააღმდეგის კარისაკენ… თბილისელთა დაცვას თითქოს ფეხი ღაებაო, მარცხნიდან შემოჭრილ სენგიტოვსკის არავინ უღობავს გზას და უჯრაიმელი სამი მეტრიდან წუნარად აგორებს ბურთს ბადეში. 1:1.
მე-15 წუთი. ჯოჯუა მარცხენა ფრთაზე გადმოდის და ბურთს ეუფლება. გასწვრივი მიწოდება თოდრიასადმი, თბილისელს ლავერი ხვდება წინ, მაგრამ თოდრია კარგად ატყუებს მას და ბურთს ცენტრისაკენ კარის პარალელურად გზავნის. აქვეა ზაზროშვილი, და ანგარიში მატულობს – 2:1.
22-ე წუთი. ზაზროშვილი შესანიშნავად გადის მარჯვენა მხრიდან, პირითი ხაზის გაყოლებით ამუშავებს ბურთს და მშვენივრად აწოდებს მას მოედნის სიღრმიდან გამოჭრილ მახარაძეს. ძლიერი დარტყმა 20 მეტრიდან და ბურთი ბადეშია… 3:1.
29-ე წუთი. ლერმანმა უხეშად ჰკრა ხელი ჯოჯუას. ჯარიმა… თოდრია თავის ზონაში ღებულობს გადაცემას და დაუყოვნებლივ ურტყამს კარში. ზუბრიცკი იღებს ბურთს, მაგრამ ხელიდან უვარდება იგი და მახარაძე ახლო მანძილიდან ადიდებს ანგარიშს. 4:1.
70-ე წუთი. თბილისელები ბრწყინვალე კომბინაციას ანხორციელებენ. მოედნის ცენტრში ბურთს მახარაძე იღებს და ღოღობერიძეს აწოდებს, რომელიც თავური დარტყმით უბრუნებს მას ჯოჯუას. თბილისის „დინამოს“ მარჯვენა გარემარბი თავის სექტორში სწრაფად აძლევს ბურთს ზაზროშვილს, რომელიც ატყუებს ლერმანს, უახლოვდება კარს და კიეველები მეხუთედ იწყებენ თამაშს ცენტრიდან.
83-ე წუთი. ზაზროშვილს სწრაფად გადაჰყავს ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე და ჯოჯუა გოდნიჩაკთან ჭიდილში უკან იტოვებს უკრაინელს, შეუჩერებლად მიიწევს კარისაკენ, მარტო რჩება მეკარესთან და ანგარიშია 6:1.
თამაშის უკანასკნელ წუთებში ტემპი კვლავინდებურად მაღალია და მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, ორივე მხარე შეუპოვრად იბრძვის. გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა. მატჩი მთავრდება… ·
მ. გიაძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 15 сентября 1949 года:
ТБИЛИСИ — КИЕВ 6:1.
13 сентября тбилисские динамовцы встретились на стадионе «Динамо» имени Л.П.Берия в очередном матче на первенство страны со своими киевскими одноклубниками.
Игра началась в быстром темпе. Уже на 2-й минуте центр нападения тбилисцев Зазрошвили, прорвавшись к воротам гостей, открыл счет.
Киевляне перешли в атаку. Вскоре судья В.Моргунов назначает штрафной удар в ворота Тбилиси, и киевские динамовцы уравнивают счет.
Но в дальнейшем, несмотря на новые атаки киевлян, инициативу перехватывают хозяева поля. Они переходят в наступление и после нескольких удачных комбинаций Зазрошвили, с подачи Тодрия, посылает мяч в ворота противника. Вратарь киевлян Зубрицкий вынимает мяч из сетки. Счет 2:1.
Через несколько минут комбинация, хорошо разыгранная Гогоберидзе, Зазрошвили и Махарадзе, вновь приносит победу тбилисским спортсменам.
Киевляне прилагали все усилия к тому, чтобы отыграться. Они часто прорывались к воротам тбилисцев. Но хорошо игравшие защитники Сарджвеладзе, Челидзе, Гагуа и вратарь Маргания успешно отражали атаки.
Судья назначает штрафной удар в ворота киевлян. Еще один гол.
Первая половина игры закончилась со счетом 4:1 в пользу тбилисских динамовцев.
Во вторую половину игры тбилисцы усиливают натиск. Их удары точны, комбинации продуманны. Среди гостей чувствуется растерянность. Они подчас оставляют нападающих тбилисского «Динамо» без прикрытия. Воспользовавшись этим, Зазрошвили легко обходит защиту киевлян и забивает еще один гол.
Незадолго до конца игры защита киевлян, увлекшись атакой, не сумела предотвратить стремительный прорыв Джоджуа. Точный удар – и забит шестой гол.
Матч, в котором тбилисские футболисты показали отличную слаженность и хорошую технику игры, окончился со счетом 6:1 в пользу тбилисского «Динамо».
Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 15 сентября 1949 года:
Тбилисцы побеждают с крупным счетом.
13 сентября на тбилисском стадионе «Динамо» состоялся очередной календарный матч футбольного чемпионата страны между динамовскими командами Киева и Тбилиси.
Игра началась в быстром темпе, и уже на 2-й минуте после удачно проведенной комбинации хозяева поля открывают счет: центральный нападающий Зазрошвили забивает мяч в левый нижний угол ворот.
Начав игру с центра, гости стараются захватить инициативу в свои руки и провести ответный гол. Но тбилисские нападающие, которые на сей раз играют исключительно продуманно и сплоченно, почти беспрестанно штурмуют неприятельские ворота. Однако киевлянам удается забить гол на 9-й минуте: Гаврилюк со штрафного удара навешивает мяч на ворота тбилисцев, и Сенгитовский с близкого расстояния выравнивает счет.
На 15-й минуте Джоджуа и Тодрия красиво прорвали правый фланг обороны гостей. Последовала подача в центр, и набежавший Зазрошвили четким ударом увеличил результат. 2:2 – повели тбилисцы.
Киевляне осуществляют несколько прорывов; Маргания берет мячи сперва от Жилина, а затем от Виньковатова. Игра проходит в том же высоком темпе. Нападающие тбилисцев демонстрируют хорошую сыгранность. Их активно поддерживают полузащитники. На 22-й минуте Махарадзе получает мяч от Зазрошвили и метров с 20 сильно бьет по воротам. Гол!
До конца первой половины хозяева поля проводят еще один гол (Махарадзе), и команды уходят на перерыв с результатом 4:1 в пользу тбилисцев.
Начало второй половины матча проходит в обоюдоострых атаках.
На 25-й минуте, после красивой комбинации Махарадзе – Гогоберидзе – Джоджуа мяч получает Зазрошвили, и на башне тбилисцев появляется цифра «5». Через 13 минут по центру стремительно прорывается Джоджуа и, оставшись один на один с вратарем киевского «Динамо», забивает еще один мяч.
В дальнейшем счет не меняется, и финальный свисток судьи всесоюзной категории Моргунова (Москва) фиксирует победу тбилисского «Динамо» – 6:1.
М. Гигаури.
Газета «Ленинское знамя» (Тбилиси) от 14 сентября 1949 года:
Два матча.
Очередной матч на первенство страны по футболу тбилисская команда «Динамо» провела на своем поле, где 13 сентября встретилась с динамовцами Киева.
В отчетном матче тбилисцы показали хорошую коллективную игру. Атакуя широким фронтом, они создавали немало опасных моментов у ворот противника и добились победы.
Прошло лишь три минуты, как начался матч, и уже первая атака тбилисцев увенчалась успехом: мяч, точно пробитый Зазрошвили, оказался в сетке ворот гостей. Вскоре киевляне сумели отквитать гол, но после этого инициативой твердо завладели динамовцы Тбилиси, и в первой половине игры они сумели забить еще три мяча.
После перерыва динамовцы Киева пытались улучшить игру, но все их атаки были малоопасными и защита тбилисцев легко отбивала их. Воодушевленные хорошим счетом игры в свою пользу, тбилисцы играют с под’емом и во второй половине игры забивают еще два мяча.
Матч закончился крупной победой тбилисской команды «Динамо» со счетом 6:1.
***
…
Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 14 сентября 1949 года:
ფეხბურთი.
გუშინ, ლ. ბერიას სახელობის თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა ფეხბურთში სსრ კავშირის 1949 წლის პირველობის გათამაშებისა მორიგი მატჩი. ერთმანეთს შეხვდნენ თბილისისა და კიევის „დინამოს“ გუნდები.
მატჩი დაიწყო თბილისელთა ელვისებური იერიშით და პირველ წუთზევე ზაზროშვილმა გახსნა ანგარიში. საპასუხო იერიშის დროს კიეველებმა ისარგებლეს მეკარე მარღანიას და მცველ გაგუას შეუთანხმებელი თამაშით და დაათანაბრეს ანგარიში. ათ წუთსაც არ გაუვლია, რომ კვლავ ზაზროშვილმა მეორე ბურთი გაიტანა კიეველთა კარში ამის შემდეგ თბილისელებმა ინიციატივა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს და მახარაძემ ზედიზედ ორჯერ შეარხია სტუმრების კარის ბადე.
თამაშის მეორე ნახევარი კვლავ ცოცხლად მიმდინარეობდა. თბილისელებმა ზაზროშვილმა და ჯოჯუამ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს სტუმრების კარში. კარგად თამაშობდა თბილისის „დინამოს“ დაცვა, რომელმაც კიეველებს არ მისცა შესაძლებლობა გაედიდებინათ ანგარიში.
ამრიგად თბილისის და კიევის „დინამოს“ ფეხბურთელთა შეხვედრა დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 6:1.
მორიგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ ჩაატარებს 17 სექტემბერს თავის მოედანზე ქალაქ სტალინოს მეშახტეთა გუნდ „შახტიორთან“.
Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 15 сентября 1949 года:
სასახელო რევანში.
11 ივნისს კიევის “დინამომ” თავის მოედანზე დაამარცხა (1:0) თბილისელები. 13 სექტემბერს ეს გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მეორე წრის კალენდარულ მატჩში. თბილისის “დინამო” მოედანზე შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა. ცენტრალური დამცველის საპასუხისმგებლო ადგილი მ. ჭელიძეს ეკავა, რომელსაც მარჯვენა მხრიდან ნახევარდამცველი ე. ტანტიბა ეხმარებოდა, ხოლო მარცხენა ზონას სარჯველაძე იცავდა. ასეთი განლაგების შედეგად თბილისელთა კარის მისადგომები საიმედოდ დაცული აღმოჩნდა. თავდასხმის წამყვანი და ორგანიზატორი ა. ზაზროშვილი იყო.
ზაზროშვილმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა.
თბილისელების თამაში სულ უფრო და უფრო ტემპიანად მიმდინარეობს, 30-ე წუთზე ანგარიში უკვე 4:1 იყო.
მეორე ტაიმი სტუმრების შეტევით დაიწყო. ისინი ხან მარჯვენა ფრთიდან ცდილობენ გასვლას, ხან მარცხნიდან, მაგრამ კარისკენ თავისუფალ გზას ვერ პოულობენ. რამდენიმე შორიდან დარტყმულ ბურთს მარღანია მშვიდად და იმედიანად იღებს, მალე თამაში ისევ კიეველთა ნახევარზე გადავიდა. 28-ე წუთზე ჯოჯუამ შორიდან მიაწოდა ღოღობერიძეს, რომელმაც ბურთი ზაზროშვილს გადასცა. თბილისელთა ცენტრი ორ მცველს შუა გავიდა და მაშინ დაარტყა, როცა მეკარე ზუბრიცკი მისკენ გამორბოდა. ანგარიში ხუთამდე გაიზარდა.
მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კიეველები სრული ენერგიით და მონდომებით თამაშობენ. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა ბოლო წუთებამდე არ შეუწყვეტიათ და ყოველ ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ შეტევაზე გადასვლისათვის, რაშიც ხანდახან ცენტრალური დამცველი ლერმანიც მონაწილეობდა. ერთი ასეთი შეტევისას თბილისელებმა ბურთი მოიგერიეს და წინ გადატყორცნეს. ზაზროშვილის მიწოდებული ბურთი ჯოჯუამ მიიღო და წინ გაიჭრა. იგი პირისპირ დარჩა მეკარესთან და ნელა დაარტყა — 6:1.
ბ. ქორქია.