«Стахановец» (Сталино) — «Динамо» (Тбилиси) 0:2 (0:1)

Чемпионат СССР 1940 года. Группа «А». Матч № 18.
29 сентября 1940 года. Сталино. Стадион «Стахановец».
Судья: ?
«Стахановец»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
«Динамо»: ***, Пехлеваниди, ***, ***, Фролов, М.Бердзенишвили, Джеджелава, Панюков, Пайчадзе, Бережной, Харбедия. Не играл: Шавгулидзе.
Голы:
0:1 Харбедия — 41
0:2 Пайчадзе — 73

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист»).
Программа матча — нет.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 1 октября 1940 года:

თბილისელთ მორიგი გამარჯვება (სტალინო. ჩვენი სპეც. კორესპონდენტისაგან).
თბილისის დინამოელებმა, რომლებიც სსრ კავშირის პირველობის გათამაშების ლიდერებად ითვლებიან, მორიგი შეხვედრა ჩაატარეს 29 სექტემბერს სტალინოს “სტახანოვეცთან”. ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია შავგულიძეს. მის მაგივრად თამაშობდა პეხლივანიდი.
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა დინამოელებმა თავიდანვე ტემპიანი თამაში განავითარეს. “სტახანოვეცის” კარი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. მეკარისა და დამცველთა ზუსტმა თამაშმა იხსნა თავიანთი გუნდი რამდენიმე ბურთისაგან. თბილისელთა იერიშს “სტახანოვეცის” თავდამსხმელებმა კონტრშეტევით უპასუხეს. მე–15 წუთზე ფროლოვმა და ბერძენიშვილმა იხსნეს კარი 2 მკვდარი ბურთისაგან.
თამაში კვლავ “სტახანოვეცის” საჯარიმო მოედანზე გადადის. 41-ე წუთზე ჯეჯელავასა და ბანიუკოვის მიერ გათამაშებული ლამაზი კომბინაცია დაგვირგვინდა ხარბედიას თავური გარტყმით – პირველი ბურთი გაეხვია ბადეში.
შეჯიბრების მეორე ნახევარში დინამოელები უფრო მეტი ენერგიით თამაშობდნენ. 28-ე წუთზე პაიჭაძის მოწოდებულ ბურთს ბერეჟნოი ახვევს “სტახანოვეცის” ბადეში. მიუხედავად დაძაბული ბრძოლისა მდგომარეობა ანგარიშის მხრივ არ შეცვლილა.
თბილისის “დინამომ” მოიპოვა მორიგი გამარჯვება, მოიგო შეხვედრა ანგარიშით – 2:0.
ვ. მინაევი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>