«Динамо» (Тбилиси) — «Металлург» (Москва) 3:1 (1:0)

Чемпионат СССР 1940 года. Группа «А». Матч № 24.
17 ноября 1940 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. Л.П.Берия.
Судья: ?.
«Металлург»: ***, ***, ***, ***, Алякринский, ***, ***, ***, Митронов, ***, ***.
«Динамо»: ***, ***, ***, ***, ***, М.Бердзенишвили, Гавашели, Бережной, Пайчадзе, Панюков, Джорджикия (Джеджелава, 2т.).
Голы:
0:1 Бережной — 04
1:1 Митронов — 58
1:2 М.Бердзенишвили — 70
1:3 Панюков — ?

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «Красный спорт», «კომუნისტი» («Коммунист»), «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист»).
Программа матча — нет.

Газета «Красный спорт» (Москва) от 19 ноября 1940 года:

ДИНАМОВЦЫ ТБИЛИСИ НА ВТОРОМ МЕСТЕ.
ТБИЛИСИ. (Наш корр.). Тбилисские динамовцы провели свой последний матч с «Металлургом». Игра была живой и интересной. Уже на 4 минуте Бережной забил в ворота москвичей первый мяч. Во втором тайме Бердзенишвили и Панюков забили ещё по мячу. Москвичам удалось забить лишь один гол. Счёт — 3:1.
Как и в прошлом году, динамовцы Тбилиси заняли второе место.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 19 ноября 1940 года:

უკანასკნელი კალენდარული მატჩი.
17 ნოემბერს თბილისის დინამოელებმა თავიანთ საფეხბურთო მოედანზე ჩაატარეს მიმდინარე წლის საკავშირო პირველობის გათამაშების უკანასკნელი კალენდარული შეხვედრა. თბილისელთა წინააღმდეგ თამაშობდნენ მოსკოვის “მეტალურგის” სანიმუშო გუნდის ფეხბურთელები.
ამ შეხვედრაში სტუმრები იბრძოდნენ მეტისმეტი თავგამოდებით, მაგრამ მეტწილად უხეშობდნენ.
მიუხედავად ამისა, თბილისის “დინამოს” თავდამსხმელებმა თავიდანვე მთელი რიგი იერიშები მიიტანეს მეტალურგელთა კარზე. მე–5 წუთზე დამცველებისაგან ბურთი პაიჭაძემ მიიღო, მან მარჯვენა ფრთიდან გვერდი აუარა მოწინააღმდეგეთა რამდენიმე დამცველს და კარის გვერდითი ხაზამდის მიტანილი ბურთი ზუსტად მიაწოდა ცენტრში – ახლო მანძილიდან ბერეჟნოიმ გახსნა ანგარიში.
ეს იყო ერთადერთი ბურთი, რომელიც გაიტანეს დინამოელთა თავდამსხმელებმა პირველ ტაიმში, თუმცა მათ ჰქონდათ ბურთის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა.
შეჯიბრების მეორე ნახევარში მეტი ტემპიანი თამაში გაჩაღდა. მეტალურგელები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ თბილისელთა საჯარიმო მოედანს, მაგრამ მათ მიერ ლამაზად გათამაშებულ კომბინაციურ იერიშებს აკლდა გადამწყვეტი მომენტი – მოფიქრებული, დროული, ზუსტი და ძლიერი დარტყმა კარში. მე–13 წუთზე მეტალურგელებმა მაინც შესძლეს ბურთის გატანა – ბერძენიშვილის შეცდომით ისარგებლა მიტრონოვმა და გაათანაბრა ანგარიში.
თბილისელები გადადიან სასტიკ იერიშებზე. მოედანზე გამოდის ჯეჯელავა, გავაშელი იკავებს პანიუკოვის ადგილს, ხოლო ეს უკანასკნლი დგება ჯორჯიკიას ადგილზე. 25-ე წუთზე უყურადღებოდ დატოვებულმა ბერძენიშვილმა შორი მანძილიდან გაადიდა ანგარიში. ამით მან მხოლოდ ნაწილობრივ გამოისყიდა თავისი დანაშაული ამ მატჩში. სტუმრები დაიბნენ. ალიაკრინსკიმ ვერაფერი გააწყო პაიჭაძესთან და დატოვა მოედანი.
რამდენიმე წუთის შემდეგ მეტალურგელები ჯარიმდებიან. ურტყამს პაიჭაძე. სტუმართა მეკარე იგერიებს, დამატებით ურტყამს პანიუკოვი – მესამე ბურთი ბადეშია.
მოსკოვის “მეტალურგმა” გასაჩივრებული მატჩი წააგო გაცილებით ცუდი შედეგით – 1:3. თბილისის დინამოელებმა 24 შეხვედრის 48 შესაძლებლიდან მოაგროვეს 34 ქულა. მათ სეზონი უკეთესი შედეგით დაამთავრეს, ვიდრე 1939 წელს.
ვ. გაბელია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>