«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Ленинград) 4:1 (1:0)

Чемпионат СССР 1939 года. Группа «А». Матч № 25.
24 ноября 1939 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. Л.П.Берия. 35000 зрителей.
Судья: А.Сохранский (Москва).
«Динамо» Тб.: Дорохов, Минджия, Гагуа, М.Бердзенишвили, Фролов, ***, Джеджелава, Лоладзе, Пайчадзе, Бережной, ***.
«Динамо» Л.: Кузьминский, Денисов, Вик.Федоров, Ошенков, ***, Вал.Федоров, Сазонов, А.Федоров, Алов, Дементьев, Быков.
Голы:
1:0 Джеджелава — 24
2:0 Пайчадзе — 65
3:0 Бережной — 66
3:1 А.Федоров — 70
4:1 Джеджелава — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Красный спортЗаря ВостокаМолодой сталинецკომუნისტიახალგაზრდა კომუნისტი

Газета «Красный спорт» (Москва) от 25 ноября 1939 года:

ПРЕДПОСЛЕДНИЙ МАТЧ.
«Динамо» Тбилиси — «Динамо» Л. 4:1 (1:0). Тбилиси. Стадион им. Берия. 24 ноября. 40.000 зрителей. Судья Сохранский.
Тбилисцы прошли еще один подводный камень. Команда в хорошей форме, и можно думать, сумеет выиграть последний матч и занять второе место.
Матч показал — в чем причина неуспеха ленинградского «Динамо». Это так называемый «ленинградский стиль», заключающийся в бесконечном «таскании» мяча, которое заканчивается либо потерей мяча, либо отдачей его наугад. Неточность передач простительна только новичкам, впервые вышедшим на поле. Промахи по воротам из удобнейших положений дополняют тяжелое впечатление. Видимо, команда совершенно не работает над собой. К этому добавляется грубая игра (Ошенков и Дементьев).
Сначала игра шла на половине Тбилиси, но «мазки» Алова и Федорова сводят на-нет усилия команды. Тбилисцы тоже сначала злоупотребляли мелкой пассовкой, но затем хороший продольный пасс Лоладзе создает первую опасность для ленинградских ворот. На 24 минуте прекрасным ударом в верхний угол Джеджелава открывает счет. Гости имеют возможность сквитать гол, но трижды штрафные идут выше ворот. Быков и Сазонов играют лучше других, но не получают поддержки.
Во втором тайме Пайчадзе переходит на левый край. Чувствуется явное преимущество тбилисцев. Левый защитник Вас. Федоров и полузащитник Вал. Федоров делают ошибку за ошибкой. На 20 минуте Пайчадзе из свалки забивает второй гол. Через минуту Бережной со штрафного забивает головой третий мяч. Федоров спасает команду от «сухой». Через 5 минут Денисов подправляет сильный удар Джеджелавы и направляет мяч… в собственные ворота 4:1.
М. РОММ.
Э. ШМЕРЛИНГ.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 26 ноября 1939 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ДИНАМО» (Ленинград).
24 ноября тбилисский стадион «Динамо» был переполнен. Предпоследний матч на первенство СССР собрал свыше 35 тысяч зрителей. Играли команды тбилисского и ленинградского «Динамо».
Динамовцы Тбилиси, одержавшие 18 ноября победу над московской командой ЦДКА, в отчетном матче вновь показали себя с наилучшей стороны.
Счет игры открыл правый крайний нападения тбилисского «Динамо» Джеджелава. Забитый им гол остался единственным в первом тайме, вопреки всем попыткам ленинградцев сквитать счет.
Второй тайм начался со стремительных атак ленинградцев. Игра велась на половине тбилисцев, зачастую на штрафной площадке. Но реализовать свое преимущество ленинградцы не сумели. Защита тбилисского «Динамо» оттеснила нападающих ленинградского «Динамо» и перевела игру на половину гостей.
Двадцатая минута была решающей. Вся пятерка нападения тбилисцев — у ворот ленинградского «Динамо». Стянутые сюда защитники и полузащитники не могут спасти свои ворота. Удар Пайчадзе приносит тбилисцам новый успех. Вслед за этим правый инсайд тбилисского «Динамо» Бережной забивает в ворота гостей третий мяч.
Прорыв ленинградцев. Ал. Федоров бьет по воротам. Счет 3:1. До конца игры Джеджелава увеличивает счет до 4:1 в пользу тбилисских динамовцев.

Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 26 ноября 1939 года:

МАТЧ ДВУХ «ДИНАМО».
Ленинградское «Динамо» почти всегда выходило победителем в матчах с тбилисскими одноклубниками. В первом круге розыгрыша первенства СССР ленинградцы выиграли у тбилисцев со счётом 3:2. Таким образом состоявшийся 24 ноября на стадионе «Динамо» имени Л. Берия матч между этими командами носил характер реванша.
Счёт 0:0 продержался до 25-й минуты. Команды играли быстро, часто создавая у ворот критические моменты. Однако нападающие команд, особенно гости, часто «мазали» мимо ворот. На 25-й минуте Джеджелава, использовав ошибку далеко ушедшей от своих ворот защиты ленинградцев, не сильно, но точно забивает первый гол.
Во втором тайме вначале атакуют динамовцы Ленинграда. Четкая работа защиты хозяев поля — Фролова, Гагуа, Бердзенишвили, Минджия — не даёт гостям возможности сквитать счёт игры. Постепенно сказывается преимущество тбилисцев. Следует ряд быстрых выходов на ворота ленинградцев. В одну из таких атак Пайчадзе посылает в сетку мимо выбежавшего вратаря Кузьминского второй мяч. Через минуту Бережной головой красиво забивает третий мяч.
Начав с центра, ленинградцы резко атакуют. Вскоре Ал. Федоров выходит на штрафную площадку тбилисцев. Дорохов выбегает на мяч, но поздно. Мяч в сетке.
Ленинградцы продолжают наступать. Но неточные удары по воротам не дают результата. Алов, оставшись один на один с Дороховым, непростительно мажет.
На 30-й минуте второго тайма Джеджелава сильно бьёт по воротам гостей. Мяч попадает в голову игрока защиты Денисова и влетает в ворота. Через несколько минут штанга спасает ленинградцев от верного мяча, посланного Пайчадзе.
Счётом 4:1 закончился этот интересный матч. Судья тов. Сохранский (Москва) судил невнимательно.
На матче присутствовало свыше 35 тысяч зрителей.
* * *
Выиграв матч, динамовцы набрали 31 очко. Последний матч динамовцы Тбилиси проведут 30 ноября с одесскими одноклубниками.
А. ЗДАНЕВИЧ.

Газета «კომუნისტი» («Коммунист») (Тбилиси) от 26 ноября 1939 года:

ოთხი ბურთი ლენინგრადის კარში.
ორი წლის განმავლობაში თბილისისა და ლენინგრადის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სამი უკანასკნელი მატჩი ლენინგრადელების გამარჯვებით დამთავრდა 24 ნოემბერს ლ. ბერიას სახელობის სტადიონზე შესდგა ამ გუნდების მეხუთე შეჯიბრება სსრ კავშირის პირველობაზე, რომელსაც 35.000 მეტი მაყურებელი დაესწრო.
პირველი ტაიმი 1:0 დამთავრდა. ხარბედიასაგან მიღებული ბურთი ჯეჯელავამ გაიტაცა და მოხდენილად გაიტანა იგი ლენინგრადელების კარში.
მეორე ტაიმში ინიციატივა სულ თბილისელების ხელთ იყო. შუა თამაშში სტუმრების კართან მეტად კრიტიკული მომენტი შეიქმნა და თბილისის თავდამსხმელებმა მეორე ბურთი გაიტანეს მოწინააღმდეგის კარში. ამის შემდეგ ორ წუთსაც არ გაუვლია, რომ ბურთი ისევ ლენინგრადელების კართან დატრიალდა და ბერეჟნოიმ თავით გაიტანა მესამე ბურთი.
ამ დამარცხებას სტუმრებმა ძლიერი იერიშებით უპასუხეს. თავდამსხმელებმა რთული კომბინაცია გაითამაშეს და თბილისის კარში ერთადერთი ბურთი იქნა გატანილი.
თბილისელებმა კვლავ გააძლიერეს იურიშები. მე-30 წუთზე პაიჭაძის მიერ კორნერიდან გადაცემული ბურთი ჯეჯელავამ მიიღო. უკანასკნელი შეეცადა იგი სხვა მოთამაშისათვის გადაეცა, მაგრამ ბურთი თავში მოხვდა ლენინგრადის მცველს დენისოვს და კარში შეცარდა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩი დამთავრდა თბილისელების გამარჯვებით ანგარიშით 4:1.
ამ შეჯიბრების მოგებით თბილისელებმა შესძლეს მესამე ადგილის დაკავება. უკანასკნელ მატჩს სსრ კავშირის პირველობაზე თბილისელები ჩაატარებენ 30 ნოემბერს ოდესის „დინამოსთან». ამ შეჯიბრების მოგების შემთხვევაში თბილისის „დინამო“ გაუსწრებს მოსკოვის „ცდკა»-ს და მეორე ადგილზე გამოვა.
თ. ფურცელაძე.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист») от 26 ноября 1939 года:

ორი “დინამოს” მატჩი.
24 ნოემბერს ბერიას სახელობის სტადიონი მაყურებლებით გაიჭედა. მატჩი შედგა ლენინგრადის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდებს შორის. ლენინგრადის “დინამოს” კოლექტივმა განსაკუთრებული სიძლიერით ჩაატარა 1938 წლის სეზონის პირველი ნახევარი. გუნდი მოხდენილად თამაშობდა, მას ახასიათებდა ზუსტი, ლამაზი გადაცემა, მთელი რიგი მოთამაშენი – ნიკოლოზ დენისოვი, ალოვი, ბიკოვი, საზონოვი – დაწინაურდნენ საუკეთესო ოსტატთა რიგებში. მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდი აირია და საშუალო ადგილი დაიკავა.
24 ნოემბერს ჩატარებულმა მატჩმა აშკარად დაგვანახა ლენინგრადის “დინამოს” ჩამორჩენილობის მიზეზები.
ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება თავდამსხმელებისა და ნახევარდაცვის მიერ ბურთის დაუსრულებელი ტრიალით, ბურთის გადაცემის მუდმივი დაგვიანებით. კარგად თამაშობენ თავდამსხმელები, მაგრამ გარე ნახევარმცველები მუდამ, როცა მათ გადასცემენ ბურთს, იწყებენ წაღებას, მოწინააღმდეგის გარს შემოვლას მაშინაც კი, როცა წინ არიან მოთამაშენი, რომლებისთვისაც შეიძლება ბურთის გადაცემა.
მთელი მატჩის განმავლობაში ლენინგრადელებმა ვერ შესძლეს ვერცერთი კომბინაციის გათამაშება, ისინი ან კარგავდნენ ბურთს, ან, როცა გადაცემას განიზრახავდნენ, თბილისელთა დაცვა კეტავდა მოთამაშეებს.
ლენინგრადელთა უდაო ნაკლს წარმოადგენდა გადაცემის ყოვლად დაუშვებელი უზუსტობა. გადაცემა მეტად ზუსტი უნდა იყოს. ბურთი თავის გუნდის მოთამაშეს უნდა გადაეცეს არა ფეხებში, არამედ მის მახლობლად მოედნის თავისუფალ ადგილას, იმ ანგარიშით, რომ ბურთთან სწრაფად მისვლით მიიღოს იგი, გაქცევით მისცეს საჭირო მიმართულება.
ზემოაღნიშნულ ნაკლოვანებებს უნდა მივუმატოთ კართან დარტყმის ყოვლად დაუშვებელი აცდენა.
ყოველივე ამან ისინი მიიყვანა იქამდის, რომ თამაშის პირველ 15 წუთში, როცა თბილისის “დინამოს” კარებში “ისხდნენ”, ლენინგრადელებმა ვერ შეძლეს ვერცერთი ბურთის გატანა.
თამაშის პირველ წუთებში თბილისის “დინამოს” ბევრი მუშაობა მოუხდა და მხოლოდ პატარა გადაცემებით კმაყოფილდებოდა. მაგრამ ბერძენიშვილის გრძელი გასწვრივი გადაცემების შემდეგ შეიქმნა რამდენიმე საშიში მდგომარეობა ლენინგრადელების კართან. მე-17 წუთზე ზუსტი, გრძელი გადაცემით ბურთი მიიღო ჯეჯელავამ. იგი შეხვდა რა პირისპირ დენისოვს, ლენინგრადის კარიდან 20 მეტრის მანძილზე, მოხდენილი “ფინტით” აიძულა დენისოვი გადავარდნილიყო განზე. ყველა მოელოდა, რომ ჯეჯელავა წაიღებდა ბურთს, მაგრამ მან ელვისებური სისწრაფით გაგზავნა კარის ზედა კუთხეში და გახსნა ანგარიში.
ახლა თბილისის “დინამო” გაიშალა, როგორც ზამბარა, და ლენინგრადელები თანდათან გამოდევნა თავისი კარიდან. საუკეთესოდ მოთამაშე ფროლოვი, აგრეთვე ბერძენიშვილი და გაგუა არათუ საშუალებას აძლევდნენ სტუმრებს მოეტანათ იერიშები, არამედ კარგი გადაცემით ეხმარებოდნენ თავიანთ თავდამსხმელებს. მართალია პირველი ტაიმის დასასრულს ანგარიში არ შეცვლილა, მაგრამ საგრძნობი გახდა, რომ თამაშის ინიციატივა მასპინძლების ხელში იყო.
ლენინგრადელებიდან სხვაზე უკეთესად და მონდომებით თამაშობენ თავდამსხმელები ბიკოვი და საზონოვი, მაგრამ არც ნახევარდაცვა და არც ცენტრალური სამეული არ ეხმარება მათ.
მეორე ტაიმი თბილისელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს, პაიჭაძე, ჯეჯელავა, ბერეჟნოი მედგრად უტევენ ლენინგრადელებს.
თამაშის ბედი ათი წუთის განმავლობაში წყდება. მე-20 წუთზე კართან ორომტრიალის დროს პაიჭაძეს გააქვს ბურთი. ერთი წუთის შემდეგ გაგუა საჯარიმო მოედნიდან ბურთს აწვდის ბერეჟნოის, ის კი თავით გზავნის ლენინგრადელთა კარში. ანგარიში – 3:0. 25-ე წუთზე დაცვის გაუფრთხილებლობა საშუალებას აძლევს ფედოროვს გაარღვიოს მოწინააღმდეგე და გადაარჩინოს თავისი გუნდი მშრალი წაგებისაგან – 3:1. 30-ე წუთზე რამდენიმე გადაცემის შემდეგ ჯეჯელავა ძლიერი დარტყმით გზავნის ბურთს ლენინგრადელების კარისაკენ. იგი ხვდება დენისოვს, რომელსაც თავისივე კარში გააქვს. ანგარიში – 4:1.
ახლა ლენინგრადელებმა მოახდინეს ადგილების გადანაცვლება. მარცხენა ნახევარ შუამარბი დემენტიევი გამოდის წინ და მარცხენა გარემარბი ბიკოვი გრძელი გადაცემებით ცდილობს შეუქმნას მას გარღვევის საშუალება. ორჯერ მოახერხეს ეს, მაგრამ დემენტიევი კარს ორჯერ აცდენს ბურთს.
ამრიგად, თბილისის “დინამომ” მოიპოვა ზედიზედ სამი გამარჯვება. ძნელია დაეჭვება იმაში, რომ ისინი ვერ მოიგებენ უკანასკნელ მატჩს ოდესის “დინამოსთან”.
საკავშირო პირველობის გათამაშება ფეხბურთში წარმოადგენს მასში მონაწილე გუნდების ძალთა ძლიერ და ხანგრძლივ გამოცდას. გათამაშების ბოლომდის კარგი სპორტული ფორმისა და გამარჯვებისადმი ნებისყოფის შენარჩუნება, დასრულების უნარი ჩვეულებრივად წყვეტს გუნდის წარმატებას. სწორედ ამ თვისებამ საშუალება მისცა “სპარტაკს” დაეკავებინა პირველი ადგილი. თბილისის “დინამოს” საუკეთესო ფინიში, აშკარაა, მათ მეორე ადგილს მოუპოვებს.
მიხეილ რომი (მწერალი).