«Динамо» (Тифлис) — «Сталинец» (Москва) 1:1 (0:0)

Чемпионат СССР 1936 года (весна). Группа «Б». Матч № 01.
30 мая 1936 года. 18-15. Тифлис. Стадион «Динамо». Временами дождь. 15000 зрителей.
Судья: П.Евдокимов (Ленинград).
«Динамо»: Дорохов, Шавгулидзе (к), Николайшвили, Гагуа, Аникин, В.И.Бердзенишвили, Асламазов, Абашидзе (В.Г.Бердзенишвили, н1т), Сомов, М.Бердзенишвили, Панин.
«Сталинец»: Ефимов, Пчеликов, Карелин, Соколов, Хренов, Бушцев (Спиридонов), Разоренов, Анисимов, Иванов (к), Суханов, Тарасов.
Голы:
1:0 Асламазов — 87
1:1 Разоренов — 89
Примечание: Абашидзе и Бушцев заменены из-за травм.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Вечерний Тифлис», «კომუნისტი» («Коммунист»), «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист»), «მუშა» («Рабочий»).
Программа матча — нет.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 13, Дело 16):

«Сталинец» (Москва) — «Динамо» (Тифлис) — 1:1 (0:0, 1:1)
30 мая 1936 года. Начало 18-05, 2-й тайм 19-16, окончание 20-01. Временами дождь, мокро и скользко.
Судья: П.Евдокимов.
«Сталинец»: Ефимов, Пчеликов, Карелин, Соколов, Хренов, Бушцев, Разоренов, Анисимов, Иванов, Суханов, Тарасов. На замену: Спиридонов.
«Динамо»: Дорохов, Шавгулидзе, Николайшвили, Гагуа, Аникин, В.И.Бердзенишвили, Асламазов, Абашидзе, Сомов, М.Бердзенишвили, Панин. На замену: В.Г.Бердзенишвили.
Несчастные случаи: Бушцев — повреждение ноги, замена Спиридонов; Абашидзе — вывих руки вследствие неудачного падения, замена В.Г.Бердзенишвили.

Газета «Вечерний Тифлис» (Тифлис) от 1 июня 1936 года:

На первенство СССР.
30 мая на стадионе «Динамо» встретились команды (в группе Б) тифлисского «Динамо» и «Сталинца» (Москва). Тифлис был представлен Шавгулидзе, Дороховым, Николайшвили, Аникиным, Бердзенишвили, Гагуа, Паниным, Бердзенишвили, Абашидзе, Асламазовым и Сомовым. Ворота Москвы защищали: Ефимов, Пчеликов, Карелин, Соколов, Хренов, Бушуев, Суханов, Разоренов, Иванов, Анисимов и Тарасов.
Тифлисцам в этой встрече не повезло: почти в самом начале игры с поля уносят лучшего игрока центра Абашидзе, который при падении повредил руку. На короткое время это приводит команду тифлисцев в замешательство, но она быстро оправляется, заменяет выбывшего другим игроком — Бердзенишвили — и начинает наступать. Тифлисцы часто, хотя и безрезультатно (вследствие отличной игры вратаря москвичей Ефимова), бьют по воротам Москвы.
Первая половина игры кончается вничью со счетом 0:0.
Во втором тайме тифлисцы несколько раз подходят к воротам Москвы, но забить мяча им все-таки не удается: защита Москвы (тт. Пчеликов и Карелин) отбивают все удары.
Игра подходит к концу, но результатов не дает. Только на 47-й минуте Панин подает угловой удар. Его удачно принимает Асламазов и забивает мяч в правый угол Москвы. Но через 2 минуты прорвавшийся Разоренов забивает ответный мяч, и на 51-й минуте игра кончается со счетом 1:1.
Судил тов. Евдокимов.
* * *
Команде харьковского «Динамо», не явившейся на матч против тифлисского «Динамо», засчитано поражение. Таким образом, в двух играх Тифлис («Динамо») получил 5 очков.
АБЭ.

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 1 июня 1936 года:

ტფილისისა და მოსკოვის ფეხბურთელების შეხვედრა.
30 მაისს “დინამოს” სტადიონზე გაიმართა საკავშირო პირველობის გათამაშების მორიგი შეხვედრა. ერთმანეთს შეეჯიბრნენ მოსკოვის ახლად დაარსებული საზოგადოების “სტალინეცისა” და ტფილისის “დინამოს” ფეხბურთელები. “სტალინეცის” საზოგადოების გუნდი მოსკოვის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს წარმოადგენს, ამიტომ ხსენებული გუნდების შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონ-ზე 15.000-დე მაყურებელს მოუყარა თავი.
ორივე გუნდი სწრაფად იწყებს თამაშს მიუხედავად მთელი რიგი სახიფათო მომენტებისა, თამაშის პირველი განყოფილება უშედეგოდ დამთავრდა. მეორე განყოფილების დასასრულს ტფილისელებმა რამდენჯერმე დააყენეს მოწინააღმდეგე სერიოზული საფრთხის წინაშე და შესძლეს ერთი ბურთის გატანა. დამარცხებამ მოსკოველების გაცხოველებული თამაში გამოიწვია და მალე სტუმრებმა გაქვითეს ანგარიში. თამაში დასრულდა 1:1.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 1 июня 1936 года:

მოსკოვი — ტფილისი.
30 მაისს “დინამოს” სტადიონზე უამრავი მაყურებლების თანდასწრებით მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ამ დღეს ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის “სტალინეცისა” და ტფილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდები.
”დინამო” თამაშობდა შემდეგი შემადგენლობით: დოროხოვი, შავგულიძე, ნიკოლაიშვილი, ანიკინი, გაგუა, ასლამაზოვი, პანინი, სომოვი, ძმ. ბერძენიშვილები და აბაშიძე.
თამაში მოსკოველთა ინიციატივით დაიწყო, მათ ახასიათებთ თამაშის სწრაფი ტემპი და გადაცემის ლამაზი კომბინაციები, მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა. თამაშის პირველი ტაიმი მთავრდება: 0:0.
მთელი მეორე ტაიმი ტფილისელთა თავდასხმებით მიმდინარეობდა, ხშირი იყო სახიფათო მომენტები მოსკოვის კარებთან, მაგრამ ტფილისელებს არ ახასიათებთ ბურთის კარებში ზუსტი დარტყმა, რის შედეგადაც ბურთი “ჰაუტში” ტრიალებდა. მატჩის დასასრულს, ყოველთვის მეტად საინტერესო ხდება თამაში, ამ დღესაც ასე მოხდა. თამაშის უკანასკნელ წუთებში ტფილისმა მოიკრიბა ძალ-ღონე და ძლიერად “შეუტია” მოსკოველებს. ანიკინის მიერ ლამაზად მოწოდებულ ბურთს მეტად მოხერხებულად იყენებენ ტფილისელები, თაურის მაგარი დარტყმით ბურთი პირველად ეხვევა მოსკოვის ბადეში.
თამაში ძლიერდება. ბურთი მეტად სწრაფად ტრიალებს მოთამაშეთა ფეხებში, მოსკოველები არ იბნევიან და მაგარი “შუტით” საპასუხო ბურთს აგზავნიან ტფილისელების კარებში.
თამაშის დამთავრება უკანასკნელი წუთების მიხედვით მოსალოდნელი იყო ტფილისელთა გამარჯვებით, მაგრამ ტფილისი გათამამდა მოპოებული გამარჯვებით და მთელი კოლექტივი მოსკოველთა მოედანზე გადავიდა, რის დროსაც ისარგებლეს მოსკოველებმა და ტფილისელ მცველების მზადარყოფნა მეტად მოხერხებულად გამოიყენეს. შედეგი აღარ შეცვლილა და თამაში დამთავრდა 1:1.
ტფილისელებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ შავგულიძე, ასლამაზოვი და გაგუა.

Газета «მუშა» («Рабочий», Тбилиси) от 2 июня 1936 года:

მოსკოვი (“სტალინელი”) — თბილისი (“დინამო”).
30 მაისს “დინამოს” სტადიონზე ჩატარდა მორიგი შეჯიბრება საკავშირო პირველობაზე. თამაშობდნენ ტფილისის “დინამო” და მოსკოვის “სტალინელი” (ყოფ. “ელექტროზავოდი”), რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ძლიერ გუნდად ითვლება. თამაშის პირველ წუთებში უპირატესობა ტფილისის მხარეზეა. ბურთი ხშირად უახლოვდება მოსკოველების კარებს. ხანდახან სახიფათო მომენტებიც იქმნება, მაგრამ სტუმრების მცველები და მეკარე კარგად იგერიებენ იერიშებს. შემდეგ უპირატესობა სტუმრების მხარეზეა. ისინი გრძელი და დაბალი “პასით” (გადაცემებით) თამაშობენ — ამის შედეგია სწრაფი ტემპი და მოფიქრებული კომბინაციები. მეკარე დოროხოვი (თბილისი) რამდენიმე ძნელ ბურთს იჭერს. თამაშის დამთავრებამცე ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ შედეგს ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია.
მეორე ტაიმი მწვავე ბრძოლით იწყება: ორივე მხარე გადამწყვეტი უპირატესობისათვის იბრძვის. ბურთი ტფილისელებს მოაქვთ, მოსკოვის მეკარემ ლამაზი ნახტომით ბურთი ჰაერში დაიჭირა, მაგრამ თავდამსხმელის დატაკების გამო ხელიდან გაუვარდა ის. ბურთი ღია კარებისაკენ მიგორავს. ერთი წამი და… მარცხენა მცველმა ელვის სისწრაფით მოიგერია “მკვდარი” ბურთი. თავის მხრივ არც მოსკოველები რჩებიან ვალში: საპასუხო შეტევისას ბურთი ტფილისის საჯარიმო მოედანზეა, მარჯვნიდან დარტყმული “შუტი” შესანიშნავად მოიგერია დოროხოვმა; მარცხენა მხარეს გაგორებულ ბურთთან ნამდვილი “ომია”. ბურთი კარიდან ერთ მეტრზეა დაცილებული, თითქოს ხსნა არაა, მაგრამ შავგულიძის ძლიერმა დარტყმამ მდგომარეობა გამოასწორა.
თამაშის დამთავრებას 5 წუთი აკლია. ყველა დარწმუნებულია, რომ გუნდები მოედანს უშედეგოდ დატოვებენ. ყველა შეცდა: მოსკოველები დაჯარიმდნენ, ბურთი ასლამაზოვმა (ტფილისი) მიიღო და თავით მოსკოველების კარისაკენ გაგზავნა — ბურთი ბადეშია. მოსკოველები დამარცხდნენ. ასეთია საერთო აზრი — მაგრამ… მოსკოვის თავდამსხმელები მონდომებით ეკვეთნენ ტფილისელებს და ცენტრიდან წაღებული ბურთი ძლიერი დარტყმით ტფილისის კარის მარჯვენა კუთხეს არღვევს. ნახევარი წუთის შემდეგ თამაში დამთავრდა ანგარიშით 1:1.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>