«Динамо» (Тбилиси) – «Пахтакор» (Ташкент) 2:1 (0:0, 1:1) доп.вр.

«Динамо» (Тбилиси) – «Пахтакор» (Ташкент) 2:1 (0:0, 1:1) доп.вр.

Кубок СССР 1980 года. 1/4 финала.
30 марта 1980 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 25750 зрителей. Со 2-го тайма – электроосвещение.
Судьи: В.Бутенко, Ю.Звягинцев, Н.Овсянников (все – Москва).
«Динамо»: Габелия, Г.Мачаидзе (Костава, 60), Чивадзе, Сулаквелидзе, Чилая, Дараселия (Коридзе, 46), М.Мачаидзе (к), Копалейшвили, Гуцаев, Кипиани, Челебадзе.
«Пахтакор»: Яновский, Денисов, Эннс, Никифоренко, Нечаев, Соловьев, Кухлевский (Ким, 75), Файзиев, Шаймарданов, Нартаджиев, Амриев (Новиков, 82).
Голы:
0:1 Амриев
1:1 Челебадзе — 85 (пен.)
2:1 Челебадзе — 101

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 6225)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 апреля 1980 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ПАХТАКОР» — 2:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент). 2:1 (0:0, 1:1). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 30 марта. Ясно. 14 градусов. 45 000 зрителей.
Судьи В. Бутенко, Ю. Звягинцев, Н. Овсянников (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Г. Мачаидзе (Костава, 55), Чивадзе, Сулаквелидзе, Чилая, Дараселия (Коридзе, 46), М. Мачаидзе, Копалейшвили, Гуцаев, Кипиани, Челебадзе.
«Пахтакор»: Яновский, Денисов, Эннс, Никифоренко, Нечаев, Соловьев, Кухлевский (Ким, 73), Файзиев, Шаймарданов, Нартаджиев, Амриев (Новиков, 83).
Голы: Амриев (50), Челебадзе (85, с пенальти, 101).
Три года назад, когда динамовцы, как и сейчас, выступали в ранге обладателя Кубка страны, именно «Пахтакор» выбил их из очередного турнира.
Ташкентцы, надо отдать им должное, очень внимательно и строго действовали на своей половине поля, плотно опекая каждого из соперников, и в первую очередь форвардов. Под неослабным контролем был Челебадзе. И как ни трудно ему приходилось, он не уклонялся от единоборств, много перемещался, держа в постоянном напряжении защитников и вратаря «Пахтакора».
Хозяева поля долгое время грешили неточными передачами, передерживали мяч в ситуациях, когда по логике нужен был острый ход или удар по воротам.
В начале второго тайма гости, воспользовавшись ошибкой защитника и вратаря, повели в счете. Г. Мачаидзе неосмотрительно покинул свою зону, туда последовала передача, и Амриев, находясь под острым углом к воротам, пробил в дальний угол. Габелия неудачно отбил мяч: ударившись о штангу, тот отлетел в сетку ворот.
Гол этот резко изменил характер матча. Ташкентцы теперь ограничивались лишь удержанием счета, пытаясь всеми путями сбить темп.
В один из моментов, после сильного удара Гуцаева, мяч отскочил от перекладины, и кто-то из защитников «Пахтакора» сыграл рукой. Челебадзе хладнокровно реализовал пенальти. А в добавочное время он же, разыграв с Гуцаевым красивую комбинацию, в высоком прыжке головой забил победный гол.
Обладатель Кубка вышел в полуфинал.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 апреля 1980 года:

ნახევარფინალში – ცხარე ბრძოლით.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 30 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “ფახთაქორი” (ტაშკენტი) 2:1 (0:0, 1:1, 1:0, 0:0).
“დინამო”: გაბელია, გ. მაჩაიძე (კოსტავა), ჩივაძე, სულაქველიძე, ჭილაია, დარასელია (ქორიძე), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, ყიფიანი, ჩელებაძე.
“ფახთაქორით”: იანოვსკი, დენისოვი, ენსი, ნიკიფორენკო, ნეჩაევი, სოლოვიოვი, კუხლევსკი (კიმი), ფაიზიევი, შაიმარდანოვი, ნართჯაევი, ამრიევი (ნოვიკოვი).
მსაჯი: ვ. ბუტენკო (მოსკოვი).
გულები: ამრიევი (50–ე წ.), ჩელებაძე (96, 101).
ამ მატჩში ყველაფერი ალოგიკური ჩანდა – 50-ე წუთზე “დინამოს” კარში გატანილი გოლიც, ის ვითარებაც, რომ მატჩის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე თასის შარშანდელი მფლობელი საკუთარ მინდორზე აგებდა ერთი წლის წინათ შეკოწიწებულ გუნდთან.
ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო, ამბობენ. ხდება, მაგრამ ძნელია დაივიწყო ერთი გარემოება – ბოლო ოთხი წლის ”დინამო” ქვეყნის არც ერთ საკლუბო გუნდთან არ დამარცხებულა თბილისში.
მატჩის შემდებ, როცა ყველაფერი დასრულებული იყო, როცა დინამოელებს სსრ კავშირის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოპოვებული ჰქონდათ, უკვე მშვიდად, ემოციების გარეშე ვიხსენებდი 120-წუთიანი ორთაბრძოლის დეტალებს.
პირველ ტაიმში ფახთაქორის კართან ერთადერთი საგოლე სიტუაცია შეიქმნა. ეს იყო და ეს. ტერიტორიული უპირატესობა თბილისელთა მხარეს იყო, მაგრამ ეს ამბავი ფეხბურთში ხშირად ცოტას ფასობს, მით უფრო მაშინ, როცა ცალკეულ რგოლებს შორის კავშირი დარღვეულია და მთლიანად კოლექტივის მოქმედებაში არ იგრმნობა ერთიანი აზრი. რამდენჯერმე კარგად ითამაშა დარასელიამ, რამდენიმე კარგი გადაცემა შეასრულა ჩელებაძემ. სულ ამით შეიძლება ამოიწუროს “დინამოს” მარგი ქმედების კოეფიციენტი პირველ ორმოცდახუთ წუთში. განაპირა მცველები იშვიათად ერთვებოდნენ იერიშებში და თუ ერთვებოდნენ, ისე ინერტულად, რომ სტუმართა კარისთვის ამას სერიოზული უსიამოვნების მოტანა არ შეეძლო.
“ფახთაქორმა” აქცენტი, ბუნებრივია, კონტრშეტევებზე აიღო, ძირითად ობიექტად კი “დინამოს” დაცვის მარჯვენა ფლანგი აირჩია. პირველ ტაიმში ამ გეგმას სტუმართათვის წარმატება არ მოუტანია, მაგრამ ის რამდეწიმე სახიფათო მომენტიც, სწორედ ამ უბანზე წამოწყებული იერიშის შედეგი იყო.
საერთოდაც, და განსაკუთრებით კი მოგებული მატჩების შემდეგ, იშვიათად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას საკუთარ შეცდომებზე – კარგის თქმა ხომ ბევრად სასიამოვნოა. ალბათ, იმულებითი იყო გოჩა მაჩაიძის მარჯვენა მცველის პოსტზე თამაში, თორემ სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმაც კი კარგად იციან, რომ გ. მაჩაიძე ბევრად უკეთ მოქმედებს დაცვის მარცხენა ფლანგზე. ესეც არ იყოს, სპორტსმენი მინდორზე ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტრავმით გამოვიდა და ყველაფერი ამის გათვალისწინება მეორე ტაიმისთვის აუცილებელი იყო.
შესვენების შემდეგ გუნდის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა, თუმცა ამ ცვლილებამ ზემოთქმული ხარვეზი ვერ გამოასწორა და 50-ე წუთზე ამრიევის მიერ გატანილმა გოლმაც კანონზომიერის სახე მიიღო.
ერთი გოლის გასაქვითად 40 წუთი სავსებით საკმარისი დროა კლასით მაღლა მდგომი კოლექტივისათვის. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ უფერულად ნათამაშევი ტაიმის შემდეგ არც ისე იოლია ერთბაშად გამოასწორო ყველა წუნი, თანაც წარმატებით ფრთაშესხმული მეტოქე გაორკეცებული ენერგიით იბრშვის.
ათიოდე წუთი “დინამო” უშედეგოდ ცდილობს თამაშის მოწესრიგებას, მერე კი უკანასკნელ საშუალებას მიმართავს – შტურმით ცდილობს მეტოქის დათრგუნვას. ბოლოს საამისო რესურსებიც ამოიწურა და თასის მფლობელს სენსაციური მარცხის აშკარა საფრთხე დაემუქრა.
აქ ცოტა ხნით ისევ მატჩის პირველ ტაიმსა და მეორე ტაიმის დასაწყისს დავუბრუნდეთ. შეხვედრის პირველი წუთებიდაწვე სტუმრებმა პერსონალური მეთვალყურეები მიუჩინეს ჩელებაძეს (ნიკიფორენკო), ყიფიანსა (ნართაჯიევი) და გბუცაევს (დენისოვი) ამ მეურვეობაში განსაკუთრებული “გულმოდგინებით” ნიკიფორენკო გამოირჩეოდა. ჩელებაშემ თითქმის მთელი მატჩი მეურვის ხელების ტყვეობიდან გათავისუფლებას მოანდომა. საბოლოოდ “სამართალმა მაინც ქამა პური”. 85-ე წუთზე თბილისელ ფორვარდს ისევ უხეშად ეთამაშნენ. პენალტი. დაზარალებულმა თვითონვე გაასწორა ანგარიში – 1:1.
დანარჩენი მონდომების და რომ იტყვიან, “ტექნიკის საქმე” იყო. დამატებით თხუთმეტნუთიან ტაიმებში ძალაგამოცლილი “ფახთაქორ” ადრინდელი შემართებით ვეღარ თამაშობდა. 105-ე წუთზე თბილისელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს – ჩელებაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გუცაევმა ბურთი უნაკლოდვე დაუბრუნა პარტნიორს და რევაზმა თავური დარტყმით მეორე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
თბილისის ”დინამომ” მიზანს მიაღწია – თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. ზეგ გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის პირველ მატჩს თამაშობს და ამ დიდი მარათონის სტარტზე გუშინწინდელ მეტოქესთან არც თუ შთამბეჭდავმა თამაშმა უკეთესი მატჩებისთვის უნდა განაწყოს ჩვენი ფეხბურთელები.
ი. ბერიაშივილი.