«Пахтакор» (Ташкент) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)

«Пахтакор» (Ташкент) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)

Кубок СССР 1978 года. 1/8 финала. 2-й матч.
16 апреля 1978 года. Ташкент. Центральный стадион «Пахтакор». 20000 зрителей.
Судьи В.Липатов, В.Глебов (оба — Москва), М.Черданцев (Алма-Ата).
«Пахтакор»: Чечетин, Серостанов (Исаков, 70), Аширов, Могильный, Загуменных, Корченов, Чуркин, Ан, Макаров, Федоров, Баканов.
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Коридзе, М.Мачаидзе (к), Чивадзе, Гуцаев (Г.Мачаидзе, 75), Кипиани, Шенгелия (Челебадзе, 77).
Гол:
0:1 Шенгелия — 24
Нереализованный пенальти: Ан (75, вратарь).
Предупреждение: Муджири.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 4582)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 18 апреля 1978 года:

Ташкент.
«Пахтакор» (Ташкент) — «Динамо» (Тбилиси). 0:1 (0:1).
Стадион «Пахтакор». 13 апреля. Пасмурно. 12 градусов. 20 000 зрителей.
Судьи В. Липатов, В. Глебов (все — Москва), М. Черданцев (Алма-Ата).
«Пахтакор»: Чечетин, Серостанов (Исаков, 70), Аширов, Могильный, Загуменных, Корченов, Чуркин, Ан, Макаров, Федоров, Баканов.
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Коридзе, М. Мачаидзе, Чивадзе, Гуцаев (Г. Мачаидзе, 75), Кипиани, Шенгелия (Челебадзе, 77).
Гол: Шенгелия (24).
Ан не реализовал пенальти.
Предупрежден Муджири.
Год назад именно «Пахтакор» лишил тбилисских динамовцев, владевших призом, возможности вновь продолжить борьбу за Кубок. Но тогда соперники встречались лишь раз — в Ташкенте, а нынче динамовцы доказали, что они сильнее, добившись побед и у себя дома, и в ответном матче в гостях.
До роковой 24-й минуты, когда Чечетин непростительно ошибся, играя на перехвате, дважды мог открыть счет Макаров, но безупречно в обоих случаях сыграл Габелия. Забив гол, тбилисцы умело сдерживали наступательный пыл пахтакоровцев, но несколько перемудрили, умышленно затягивая время. После неоднократных замечаний арбитр показал желтую карточку
Муджири. Весь второй тайм «Пахтакор» отчаянно атаковал, но его натиск был продиктован именно отчаянием, которое плохой помощник. Чуркин, находясь в одном — двух метрах от ворот, в упор посылает мяч… во вратаря, Ан не забивает пенальти, удар Исакова отражает штанга…
Обзор составлен по сообщениям Г. Швеца, С. Арутюняна, А. Назарянца, Н. Шагина, Б. Брусилова.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 апреля 1978 года:

თბილისის “დინამო” მეოთხედფინალში.
კვირადღეს ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში იყო სსრ კავშირის თასის მერვედფინალური მატჩები, რომლებსაც უნდა გამოევლინათ ამ შეჯიბრების შემდგომი, მეოთხედფინალური ეტაპის მონაწილენი.
თბილისის “დინამოს” საპასუხო შეხვედრა ჰქონდა ტაშკენტში, “ფახთაქორთან”. ჩვენ გვახსოვს ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც 2 აპრილს შედგა თბილისის სტადიონზე. იმ პერიოდში, სეზონის სტარტზე, თბილისელთა კოლექტივი ვერ გამოიყურებოდა შთამბეჭდავად, მაყურებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი თამაშით, საკონტროლო მატჩების შედეგებით და თვით ის შეხვედრაც ვერ იქნა ჩატარებული სასურველ დონეზე. დინამოელებმა გაიმარჯვეს მხოლოდ მინიმალური ანგარიშით და ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა საპასუხო მატჩის მოსალოდნელი შედეგის მიმართ.
მაგრამ დაიწყო საკავშირო ჩემპიონატი, თბილისელთა რიგებს დაუბრუნდა ზოგიერთი ტრავმირებული მოთამაშე და გუნდმაც ნათალად დაამტკიცა, რომ ზედმეტი სკეპტიციზმი მისი საბრძოლო ფორმის შესახებ უსაფუძვლო იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა საუკეთესოდ ჩაატარეს პირველობის ორივე მატჩი, როგორც მოსკოვის “სპარტაკთან”, ისე კიევის “დინამოსთან”, ქულათა მაქსიმუმი აიღეს, ხოლო 16 აპრილს ტაშკენტის სტადიონზე კიდევ ერთხელ ცხადყვეს თავიანთი მაღალი კლასი, როცა ხელმეორედ დაამარცხეს ადგილობრივი “ფახთაქორი”.
მეტოქეთა შემადგენლობანი ამ დღეს ასეთი იყო: “ფახთაქორი” – ჩეჩეტინი, სეროსტანოვი (ისაკოვი), აშიროვი, მოგილნი, ზაგუმენიხი, კორჩენოვი, ჩურკინი, ანი, მაკაროვი, ფიოდოროვი, ბაკანოვი.
“დინამო” (თბილისი) – გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (გ. მაჩაიძე), (ჩელებაძე).
მსაჯი – ე. ლიპატოვი (მოსკოვი).
ბრძოლას თავიდანვე შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა. მასპინძლების თავდამსხმელები ვერაფერს გახდნენ თბილისელთა ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ. საპასუხო იერიშების დროს კი ჩეჩეტინის კართნ ხშირად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. 24–ე წუთზე ქორიძის შორეული გადაცემისას მეკარემ უზუსტოდ ითამაშა, მას დაასწრო შენგელიამ და თავით გაგზავნა ბურთი “ფახთაქორის” კარის ბადეში – 1:0.
შესვენების შემდეგ დინამოელებს არ შეუნელებიათ შეტევები, ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ ჩივაძეს, შენგელიას, ყიფიანს, კარს აცდა მ. მაჩაიძის ძლიერი დარტყმა.
“ფახთაქორი” ძალზე ძნელი ამოცანის წინაშე იმყოფებოდა. ახლა მას თამაში უნდა მოეგო სულ ცოტა, ანგარიშით 3:1, რომ ორი მატჩის ჯამში ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონოდა, მაგრამ საამისო მინდორზე არაფერი ჩანდა. თბილისელები არ უშვებდნენ ხელიდან ინიციატივას. არ უშველა საქმეს 74–ე წუთზე “დინამოს” კარში ხელით თამაშისთვის დანიშნულმა პენალტმაც: მეკარე გაბელიამ აიღო ანის მიერ დარტყმული ბურთი.
თბილისელმა დინამოელებმა შესანიშნავად გაართვეს თავი საპასუხო მატჩის სიძნელეებს, მოიგეს იგი და მოიპოვეს სსრ კავშირის თასის მეოთხედფინალში მონაწილეობის უფლება.